"ჩემი შვილის დანაშაულია ავად 11 წლის ასაკში რომ გახდა?" - დედა შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილის დანაშაულია ავად 11 წლის ასაკში რომ გახდა?" - დედა შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

"როცა ტომოგრაფიას იღებდნენ, ჩემი ქმარი იქ იდგა და მის სახეს თვალი რომ მოვკარი, მაშინვე მივხვდი, რომ ენით აუწერელი უბედურება გვჭირდა..."

"წამლის ერთ ამპულას რომ ვიშოვით, მე და მამამისი იმის ნაცვლად, რომ ბავშვს ნემსის გაკეთების შემდეგ გვერდით ვედგეთ და წამლით გამოწვეული უმძიმესი რეაქციების გადატანაში ვეხმარებოდეთ, იმაზე ვიწყებთ სირბილს, როგორ ვიშოვოთ მეორე ინეიქციის ფული."

მედეა დავითური ულამაზესი 11 წლის გოგონაა. უყურებ და გიჭირს ადამიანს დაიჯერო რა ტკივილების გაძლება უწევს ამ პატარა, დახატულ გოგოს... დედა გვიყვება, რომ მედეას ტკივილები დაბინდებისას უფრო უმძაფრდება, - თავი უსკდება, ვერ იძინებს და დედას ეძახის საშველად. დედას მანამდე ჰყავს გულში ჩახუტებული, ვიდრე მედეა არ დაიძინებს. ამ დროს თავს იკავებს, არ ტირის, არ შეიძლება, შვილმა მისი ცრემლი დაინახოს... როცა მედეას არ სძინავს, დაძინება მის პატარა და-ძმასაც უჭირს, ყველანი ხომ ერთად, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ... დღეს მედეას დედის გამძლეობაზეა დამოკიდებული, მთელი ოჯახი რამდენს გაუძლებს...

ქეთი, მედეა დავითურის დედა:

- 4 შვილი მყავს და მედეა მათგან მეორეა. მედეაზე ხშირად მეუბნებიან, რა ლამაზი შვილი გყავსო... ზოგჯერ მერიდება, მაგრამ ჩემი შვილი დაბადებიდან მართლა ულამაზესი იყო, ჭიკჭიკა და მხიარული... წლისა და 3 თვის რომ იყო, უკვე ისე კარგად დადიოდა, ბავშვებს მოსვენებას არ აძლევდა. ამ დროს წაიქცა და მაშინ დაიწო ჩემი უბედურება, - თავი დაარტყა. რამდენიმე ხანში ექიმებმა მითხრეს, სმენა დაკარგაო... ძალიან განვიცადე, მაგრამ უსმენობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის და ამას არც არასოდეს დავიწუწუნებდი... მოკლედ, მაინც ბედნიერი დედა ვიყავი შარშან ზაფხულამდე... შარშან ბავშვები ბორჯომში პარკში წამოვიყვანე და მეც იქვე ჩამოვჯექი. მშვიდად ვიყავი, ოთხივეს ერთად რომ ვუყურებდი. უცებ მედია წაიქცა, გული გადამიტრიალდა, თუმცა იმ წამშივე ადგა და თამაში გააგრძელა, მეც დავმშვიდდი... ცოტა ხანში ისევ წაიქცა და ისევ ადგა. არ შემშინებია, რომელი ბავშვი არ იქცევა, მარტო ის გავიფიქრე, რა მოუსვენარია, წამდაუწუმ იქცევა-მეთქი. მაგრამ სახლში რომ მივიყვანე, მითხრა, - დედა, აი, ეს ადგილი მტკივაო და მარცხენა მხარზე დაიდო ხელი. დაძინებისას უკვე ისე სტკოდა, გამაყუჩებელის დალევა დასჭირდა. იმ საღამოს ადვილად ჩაეძინა, მაგრამ მეორე დღეს მხარი უფრო ასტკივდა, ამბობდა ხელი დამიმძიმდა, მაღლა ვეღარ ვწევო და უცებ ფეხიც აითრია... ამას რომ შევხედე, ლამის წავიქეცი და ტელეფონს მივავარდი, მამამისსს დავურეკე თბილისში, - ამ წუთში წამოდი-მეთქი... რომ ჩამოვიდა, თავად ექიმია და გაფითრებულმა თქვა, ეს მარტივი ამბავი არ არის, თავშია პრობლემა, ნევროლოგიურიაო.

- პრობლემა ალბათ კომპიუტერულ ტომოგრაფიის გადაღებისას გამოჩნდა.

- როცა ტომოგრაფიას იღებდნენ, ჩემი ქმარი იქ იდგა და მის სახეს თვალი რომ მოვკარი, მაშინვე მივხვდი, რომ ენით აუწერელი უბედურება გვჭირდა, - მითხრეს, უკვე გაფანტული სკლეროზია ჩამოყალიბებული, ტვინის ნერვული დაბოლოებების ბოლოები, უკვე 7 ადგილას არის დაზიანებულიო... ამ საშინელებას არავის ვისურვებ! ჩვენ გარშემო ყველა შოკში ჩავარდა. შეეძლო თუ - არა, ყველამ რაღაც ფული ამოიღო ჯიბიდან და თურქეთში გაგვიშვეს. იქაც იგივე დიაგნოზი დასვეს... ისეთი ტკივილია ეს დედისთვის აღაც კი ვიცი, ეს ჩემ თავს ხდება თუ სხვა ვინმე იტანს ამ ყველაფერს... გაფანტული სკლეროზი, ისეთი დაავადება, რომლის დროსაც ტვინი თავის ფუნქციებს ივიწყებს და ორგანოებიც უარს ამბობენ მუშაობაზე... გონზე თანდათან მოვედი, არ ვიცი, არის კი ბუნებაში დედა, რომელიც იმიტომ არ არსებობს, რომ შვილი აცოცხლოს? არავის დავუჯერე, ყველაფერი წავიკითხეე, რისი წაკითხვაც შემეძლო, - ჩემს შვილს მძიმე დაავადება აქვს, მაგრამ შეიძლება ეს დაავადება ქრონიკულადაც აქციო, ანუ შემიძლია ვიბრძოლო და ჩემმა შვილმა იცოცხლოს. მე ჩემი შვილის სიცოცხლისთვის ვიბრძვი, მაგრამ ეს ძალიან რთული ბრძოლაა, იმიტომ რომ ამას ბევრი ფული სჭირდება, ძალიან ბევრი ფული, რაც ჩვენ არ გვაქვს... მით უფრო რომ ამჟამად ჩემი ქმარი უმუშევარია...

- ასეთი რაოდენობის ფული რატომ გჭირებათ, ცნობილია, რომ გაფანტული სკლეროზი იმ მძიმე დაავადებათა რიგშია, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს...

- აფინანსებს მხოლოდ 16 წლის ასაკიდან, ჩემს შვილს კი არ აფინანსებენ, ის 16 წლის ჯერ არ არის. ჩემმა შვილმა ის დაააშავა, რომ 16 წლამდე ვერ მიაღწია და 11 წლისა გახდა ავად. გეგონება ჩვენი უბედურება არ გვყოფნიდეს, ჩვენი ბრალი იყოს, რომ ჩემი შვილი მოზრდილობის ასაკამდე ვერ მივიდა და უფრო ადრე დავიღუპეთ. იმიტომ რომ ჩემმა გოგომ იცოცხლოს კვირაში ერთხელ ერთხელ სჭირდება ინტერფერონი, რომელიც 500 ლარზე მეტი ღირს. წამლის ერთ ამპულას რომ ვიშოვით, მე და მამამისი იმის ნაცვლად, რომ ბავშვს ნემსის გაკეთების შემდეგ გვერდით ვედგეთ და წამლით გამოწვეული უმძიმესი რეაქციების გადატანაში ვეხმარებოდეთ, იმაზე ვიწყებთ სირბილს, როგორ ვიშოვოთ მეორე ინეიქციის ფული. მკურნალობის ამ კურსზე ჩემს შვილს სამ თვის განმავლობაში ყოველ კვირაში ერთხელ სჭირდება ინექცია. მეორე კურსი რომ დაეწყება, მერე კიდევ დასჭირდება...

- თუ ეს წამალი არ გაუკეთეთ, რა მოხდება?

- ექიმებმა ჰორმონებით მკურნალობა რომ სცადეს, არაფერი გამოვიდა. ბოლო ტომოგრაფიაზე ჩემს შვილს უკვე 15 ადგილზე ჰქონდა ტვინში დაზიანება.

- ჯანდაცვის სამინისტროს არ მიმართეთ?

- მერე რა, რომ მივმართე? ჩვენი ყოფის შემხედვარეს, სულ ის მიტრიალებს თავში, რომ ყველა, ვინც თანამდებობაზე ხვდება, ბოლომდე ჰკარგავს სხვისი ტკივილის გაზიარების უნარს. არადა, თანამდებობა ხომ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა რაღაც გადაწყვეტილების მიღება შეძლოს, რაღაცაში ცვლილება შეიტანოს და სხვას დაეხმაროს. ნუთუ ასეთი შეუძლებელია, რომ ქაღალდზე დაწერილ გადაწყვეტილებაში როგორღაც შეცვალონ და სხვა ჩვენნაირ უბედურებთან ერთად, მედეას მკურნალობაც დაიწყონ. ჩემი შვილის დანაშაულია ავად 11 წლის ასაკში რომ გახდა?! ამაზე მინდა იფიქრონ, - ისინი ხომ ვერ ხედავენ როგორ იტანჯება ჩემი შვილი. როგორ ვერ იძინებს. როგორ განიცდის, რომ ვეღარ ცეკვავს, რომ თავის ტოლებს ვერ ნახულობს... სულ მეკითხება, დედა სკოლაში რომ ვეღარ დავდივარ, ხომ არ გამომრიცხავენო? რატომ არავისთან მიგყავარ, ბებოსთან ხომ მაინც წამიყვან, ის ხომ ახლოს ცხოვრობსო... მე კი უმწეოდ შევყურებ და არ ვიცი რა ვუპასუხო, რადგან არ ვიცი ხვალ წამლის ფულს ვიშოვი და ფეხზე დავაყენებ თუ - არა...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

საკონტაქტო ნომრები:

555537071

574443109

ეროვნული ვალუტა (ლარი)

მიმღები ბანკი: ს.ს. " საქართველოს ბანკი". კოდი: BAGAGE22

მიმღები: დავითური მედეა

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE73BG0000000851885700

პირადი ნომერი: 01611101881

Dollar

Intermediary Bank: Citibank N.A., New-York, USA; SWIFT: CITIUS33

SWIFT: BAGAGE22

Beneficiary: DAVITURI MEDEA

Account: GE73BG0000000851885700

Personal Number: 01611101881

Euro

Intermediary Bank: Comerzbank, Frankfurt, Germany, SWIFT: COBADEFF

Account With Institution: Bank Of Georgia

SWIFT: BAGAGE22

Beneficiary: DAVITURI MEDEA Account: GE73BG0000000851885700

Personal Number: 01611101881

POUND STERLING

Intermediary Bank: Citibank N.A. London, UK; SWIFT: CITIBG2L

Account With Institution: Bank Of Georgia

SWIFT: BAGAGE22

Beneficiary: DAVITURI MEDEA

Account: GE73BG0000000851885700

Personal Number: 01611101881