მყინვარწვერზე ორი ავსტრიელი დაიღუპა, რა შეცდომები დაუშვეს მთამსვლელებმა?! - კვირის პალიტრა

მყინვარწვერზე ორი ავსტრიელი დაიღუპა, რა შეცდომები დაუშვეს მთამსვლელებმა?!

"ერთ-ერთი ექსპედიციის დროს დიდი ხნის წინ დაკარგული მთამსვლელი ვიპოვეთ რომელიც მჯოდამარე პოზაში იყო გაყინული"

მყვინვარწვერზე ავსტრიელი ტურისტების ცხედარიები იპოვეს. შინაგან საქმეთა სმინისტროს განცახდებით, ტურისტები ორი დღის წინ, მაშველების გაფრთხილების მიუხედავად, მაინც ავიდნენ მყინვარზე. ამ გაფრთხილებიდან მეორე დღეს სამაშველო სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ისინი უკან არ დაბრუნებულან. "დილიდან დაიწყო საძიებო სამუშაოები, 5-საათიანი ძებნის შემდეგ მათ გვამებს მივაგენით."-აცხადებენ შსს-ში. იფიციალური ინფორმაციით, მთამსვლელები გაიყინენ. როგორც ცნობილია ექსპედიცია 12 კაცისგან შედგებოდა, მათ შორის ორმა – შუახნის ქალმა და მამაკაცმა, უამინდობისა და გაფრთხილების მიუხედავად, მწვერვალის დალაშქვრა მაინც გადაწყვიტეს და ჯგუფს გამოეყვნენ. რა შეცდომები დაუშვეს და შეიძლებოდა მათი გადარჩენა თუ - არა, ამაზე კომენტარი ცნობილ მთამსვლელს გია თორთლაძეს ვთხოვეთ:

- მეტად სამწუხარო ფაქტი მოხდა. ეს ავსტრიელები ცნობილი მთამსვლელები ნამვდილად არ იყვნენ, ეს იქიდანაც ჩანს, რომ მაღალი დონის მთამსვლელებს ასეთი შეცდომები არ მოსდით, მით უფრო ისეთ მთაზე როგორიც მყინვარწვერია. ფაქტია, რომ ელემენტარული შეცდომები აქვთ დაშვებული.

- კონკრეტულად რა შეცდომებზე საუბრობთ?

- როგორც ჩანს, გზა არ იცოდნენ, ასეთ დროს აუცილებელია გამყოლი. გარდა ამისა გზის არ ცოდნის დროს ხდება გზის მარკირება, ვთქვათ, დროშებით, ესეც არ გაუკეთებიათ. უმთავრეს შეცდომად მე მაინც ის მიმაჩნია, რომ როცა ამინდი მკვეთრად უარესდება, უნდა მოხდეს აშლა და დაიწყოს უკან დაშვება, რაც ასევე არ გააკეთეს. როგორც ჩანს, არც კარავი იყო სწორად გაშლილი, რადგან გაიყინენ. ამის გარდა შესაძლოა იყო კიდევ სხვა შეცდომებიც დაუშვეს, რაც საბოლოო ჯამში ასე ფატალურად დასრულდა.

- სამაშველო სამსახურის დროული რეაგირება თუ გადაარჩენდა მათ?

- ამ ავსტრიელების შემთხვევაში სამაშველო სამსახური არაფერ შუაშია, ორივე გაიყინა და როგორც ვიცი, საერთოდ ვერ მოახერხეს სამაშველოსთან დაკავშირება.ისე კი, ჩვენ სამაშველო სამსახურს სჭირდება მიხედვა და დაფინანსება. აუცილებელია მეტი მაშველის მომზადება, და რა თქმა უნდა, სამაშველო სამსახურს უნდა ჰყავდეს საკუთარი ვერტმფრენები (სასურველია რამდენიმე), რადგან ჩვენ გვყავს პროფესიონალი პილოტები და ეს გააიოლებს საქმეს.

- გზის აბნევა რამდენად ხშირია მთამსვლელებში?

- ძალიან ხშირია, განსაკუთრებით უამინდობის დროს. სამწუხაროდ, ასეთ დროს ხშირია გარდაცვალების შემთხვევებიც. არა მხოლოდ გზის არევის გამო, სხვა მიზეზებითაც მსოფლიოს მასშტაბით წლის განმავლობაში დაახლოებით 400-500 მთამსვლელი იღუპება.

- მყინვარწვერზე, მანამდე გაყინულა ვინმე?

- გაყინვის შემთხვევა იშვიათად ყოფილა. მახსოვს შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ექსპედიციის დროს დიდი ხნის წინ დაკარგული მთამსვლელი ვიპოვეთ რომელიც მჯოდამარე პოზაში იყო გაყინული, ის იქვე დავმარხეთ, სადაც ვნახეთ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)