კოტე დაბრუნდა... - "სულ ცდილობდა, არავისთვის ეჩვენებინა რა უჭირდა" - კვირის პალიტრა

კოტე დაბრუნდა... - "სულ ცდილობდა, არავისთვის ეჩვენებინა რა უჭირდა"

"იცოდა ხოლმე თქმა: ახლა რომ ვიხსენებ, ესეც მკლავს: მთავრია მივხვდე, რომ გჭირდები და ყველაფერს გავაკეთებო! აი, ახლა ისე ძალიან მჭირდება და... არ არის..."

"როდესაც მოსკოვში ფილმის გადაღებაზე დაპატიჟეს, რომელშიც სერგეი ბეზრუკოვთან უწევდა თამაში, გამგზავრებისას ვიზის პრობლემა შეექმნა, ამაზე ძალიან ნერვიულობდა, რადგან ფერხდებოდა მისი გამგზავრება, მაგრამ თან საოცრად უხაროდა"

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვიდან თბილისში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მის ცხედარს მეგობრები, ნათესავები და კოლეგები დახვდენენ. კოტე გარდა იმისა, რომ სცენაზე, კინოში სერიალში საინტერესო სახეებს ქმნიდა, მას პარალელურად არაერთი სამსახური ჰქონდა: ახმოვანებდა ფილმებს, წერდა რეკლამებს... ის ჩვენი კომპანიის "პალიტრამედიის" აქტიური თანამშრომელიც გახლდათ და ტელე-რადიო "პალიტრის" ეთრში მეუღლესთან, განო მელითაურთან ერთად, მიჰყავდა გადაცემა - "შუადღის ამბები განოთან და კოტესთან ერთად".

დღეს კი მას ჩვენი კომპანიის თანმამშრომლები დიდ მწუხარებით იხსენებენ...

ინგა დადიანი, "პალიტრა ტვ"-ს დირექტორი:

- კოტე ჩვენთან გარდა იმისა, რომ გადაცემის წამყვანი იყო, ახმოვანებდა სერიალებს და ზოგადად არხის ხმა იყო. მას ტელეკომპანია "მზიდან" ვიცნობდი, სადაც ასევე სერიალებს ახმოვანებდა, ერთად ვიყავით ასევე ტელეკომპანია "პიკშიც". ამასთანავე, მისი მეუღლის, განო მელითაურის ოჯახთანაც წლების განმავლობაში დიდი ახლობლობა მაკავშირებდა, ამიტომ კოტეზე წარსულ დროში ლაპარაკი ძალიან მიჭირს. თავლწინ მიდგას მისი ბოლო გადაცემა, შუადღის ეთერი, მერე მოსკოვში მიფრინავდა...

კოტეს უზომოდ უყვარდა სოცოცხლე, იყო ენერგიული, უაღრესად კეთილშობილი, ალბათ ამ დღეებმა აჩვენა ეს, რიდესაც მისი მოულოდნელი გარდაცვალება მთელი ქვეყნის ტკივილად იქცა. სრულიად უცნობი ადამიანებიც კი, რომლებიც კოტეს ახლოს არ იცნობდნენ, საოცარ მწუხარებას გამოთქვამენ... როდესაც ადამიანი ამხელა ტკივილს იწვევს, ეს იმას ნიშნავს, რომ კოტე ყოველი ადამიანის გულამდე მიდიდოდა...

ურთიერთობაში ძალიან კეთილი, უშუალო, მეგობრული გახლდათ, თუმცა - ემოციურიც, რადგანაც მსახიობი იყო და გულით ეკიდებოდა ყველაფერს, სულ ახლის ძიებაში იყო.

როდესაც მოსკოვში ფილმის გადაღებაზე დაპატიჟეს, რომელშიც სერგეი ბეზრუკოვთან უწევდა თამაში, გამგზავრებისას ვიზის პრობლემა შეექმნა, ამაზე ძალიან ნერვიულობდა, რადგან ფერხდებოდა მისი გამგზავრება, მაგრამ თან საოცრად უხაროდა, იცოდა, რომ საკმაოდ ძლიერ ჯგუფთან მოუწევდა მუშაობა. საქართველოს ფარგლებს გარეთ ეს მისთვის დიდი ნაბიჯი იყო.

მოკლედ, რა გითხრათ, ამ ადამინმა თავისი ხანმოკლე ცხოვრებით მართლა სერიოზული კვალი დატოვა და მისი პიროვნების წარსულში მოხსენიება ძალიან მიჭირს...

მაკა ლომიძე, "პალიტრა ტვ"-ს გენერალური პროდიუსერი:

- კოტე "პალიტრა ტვ"-ში მე მოვიყვანე. რაც ეს ტრაგედია მოხდა, მას მერე საშინელება ხდება ჩემს გულშიც, ამ ტკივილს ვერ აღგიწერთ, "ფეისიბუქს" არ გავკარებივარ, არ მინდა წავიკითხო ვიღაც-ვიღაცების საშინელი კომენტარები... კოტე ჩემში ისეთად დარჩევა, როგორსაც ვიცნობდი – საოცრად ლაღი და საყვარელი.

როდესაც პირველად ვუთხარი, "პალიტრაში" უნდა წაგიყვანო-მეთქი, მითხრა, უნდა გავფერადდეთო? კოტეს იმდენი ფერი ჰქონდა, ისეთი მრავალფეროვანი იყო, რომ დაუჯერებელია, რომ აღარ არის. თავიდან საქმეზე ხშირად ვჩხუბობდით, უფრო სწორედ, სულ საქმიანი კამათი გვქონდა. საქმის ბოლოს მეტყოდა, წამოდი, გავიდეთ გარეთ და ისევ მეგობრები ვიყოთო. არ ყოფილა იდეა, მისთვის მეთქვას და არ ანთებულიყო. მაშინვე ხორცს შეასხამადა იმ ყველაფერს. იცოდა ხოლმე თქმა: ახლა რომ ვიხსენებ, ესეც მკლავს: მთავრია მივხვდე, მაკა, რომ გჭირდები და ყველაფერს გავაკეთებო! აი, ახლა ისე ძალიან მჭირდება და... არ არის...

მ ცოტა ხნის წინ გადაცემა უნდა დაწყებულიყო, სტუდიაში შედიოდა და მითხრა, ეთერში რაღაც უნდა ვთქვა და გადაცემის ბოლოს არ გამიბრაზდეო. იმ დღეს მსმენელს სიხარულით აუწყა, განო ფეხმძიმედ არისო... ასევე ერთად ვმუშაობდით ერთი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის სცენარზეც. მთავრი როლი მას და განოს უნდა ეთამაშათ. ფილმი სიყვარულზე უნდა ყოფილიყო. ბევრი და დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ასე შუა გზაზე გაჩერდა.... საოცრად უყვარდათ განოს და კოტეს ერთმანეთი. განოს ხშირად უთქვამს, - კოტე ჩემი მამაც არის, დედაც და შვილიცო...

პირადად მე, მაკა ლომიძემ, ის ვიცი, რომ პროფესიული თვალსაზრისით დიდი თანამოაზრე დამაკლდა, ადამიანური თვალსაზრისით კი - დიდი ადამიანი, ვინც რა უნდა თქვას და ილაპარაკოს, კოტე იყო ჩემთვსი ღირსეული კაცის ეტალონი. რომელსაც ბევრი პრობლემა ჰქონდა და რომლის შესახებაც არავინ იცოდა, რადგანაც სულ ცდილობდა, არავისთვის ეჩვენებინა რა უჭირდა...

ქეთი ლონდარიძე, გადაცემი "შუადღის ამბები განოსთან და კოტესთან ერათად" პროდიუსერი:

- სანამ გავიცნობდი, რთული ადამიანი მეგონა, ცოტა კონფლიქტურიც, მაგრამ სულ სხვანაირი აღმოჩნდა - ძალიან კეთილი, მშვიდი და თბილი... ჩემი მანამადე მასზე შექმნილი შეხედულება აბსოლუტურად ამომიყირავდა. ერთი რაზეც, ცოტას წუწუნებდა, ის იყო, რომ არასოდეს ვაქებდი. გადაცემაში კოტე და განო საოცრად ავსებდნენ ერთმანეთს. განო მის გარეშე სულ უხალისოდ იყო... მგონია, რომ ისინი ერთი მთლიანის ნაწილები იყვნენ...

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)

წაიკითხეთ ასევე: "განო სამი თვის ფეხმძიმეა, ამიტომ მას კოტეს გარდაცვალების ამბავს უმალავდნენ"