"სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" პირველ წიგნზე მკითხველის დიდი მოთხოვნაა - კვირის პალიტრა

"სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" პირველ წიგნზე მკითხველის დიდი მოთხოვნაა

"სიბრძნის ენციკლოპედიაზე", რომელიც 4 მაისიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდება, დიდი მოთხოვნაა.

"სიბრძნის ენციკლოპედია" პირველი წიგნია სერიიდან "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული", რომელიც 10 ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკულ წიგნს სთავაზობს მკითხველს. გამოსვლის დღიდანვე წიგნის მოყვარულებმა საოცარი აქტიურობით შეიძინეს. "სიბრძნის ენციკლოპედია" 4 მაისს გამოვიდა და 11 მაისამდე გაიყიდება, თუმცა, როგორც "ბიბლუსის" მარკეტინგის მენეჯერი მარი წამალაშვილი აღნიშნავს, წიგნებზე დიდი მოთხოვნის გამო დეფიციტიც კი გაჩნდა: "მოლოდინი ნამდვილად დიდი გვქონდა, თუმცა 4 მაისის შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, პირველ წიგნზე რაღაც მომენტში დეფიციტიც კი შეიქმნა, თუმცა, რა თქმა უნდა, მომხმარებლები ახალი შენაძენით კმაყოფილი წავიდნენ. 4 მაისი მხოლოდ პირველი დღე იყო და ჩვენ კიდევ უფრო დიდ აქტიურობას ველოდებით, თანაც შემდეგი წიგნი "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიაა", -აღნიშნავს მარი წამალაშვილი.

"სიბრძნის ენციკლოპედიის" დიდ მოთხოვნაზე საუბრობს პრესის ჯიხურის "ელვა მარკეტის" გამყიდველი ინგა სანიკიძეც: "დღეს რაც შემოვიდა ჯიხურში, მთლიანად გაიყიდა, დიდი მოთხოვნა იყო დილიდან. სიბრძნის ენციკლოპედიას ყიდულობენ და მომდევნო ტომზეც მეკითხებიან, თუ როდის გამოვა და რომელი წიგნი იქნება შემდეგი".

შემდეგი წიგნი, "სამედიცინო ენციკლოპედია" ერთ თვეში გამოვა. ეს არის წიგნი, რომლის შექმნაზეც 24 ცნობილი ქართველი პროფესორი და ექიმი მუშაობდა. ეს წიგნი სანდო, კომპეტენტური და მეტად საჭირო მეგზურია ნებისმიერი ადამიანისთვის, ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზაზე.

"სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული" ისეთ წიგნებს აერთიანებს, როგორიცაა "სიბრძნის ენციკლოპედია", "ყველაფერი ყველაფერზე", "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია", "საოჯახო სამზარეულო", "ქართული ხალხური ზღაპრები" , "მეურნის ენციკლოპედია", ვეფხისტყაოსანი, "ქართლის ცხოვრების ქრონიკები", "ცხოველები", . ეს წიგნები გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, თვეში ერთხელ გაიყიდება.

საინტერესოა, რომ მეათე წიგნის შერჩევის შესაძლებლობა თავად მკითხველებს ეძლევათ.

ასე რომ, იჩქარეთ, წიგნის მოყვარულებო, მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ წიგნს "პალიტრა L"-ის "ფეისბუქის" გვერდზე ან ელ-ფოსტაზე book@palitra.ge და მიიღეთ მონაწილეობა მეათე წიგნის შერჩევაში.

თამარ კორკოტაშვილი