პრეზიდენტმა წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი მოილოცა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი მოილოცა

"ამ სალოცავში ჩვეულებრივ დღეებშიც ხშირად დავდივართ მე და მაკა, სანთელს ვანთებთ და შემდეგ უკან ვბრუნდებით"

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის პირველი პირი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დუშეთის წმინდა გიორგის სალოცავში იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა საკუთარი სახლიდან სალოცავამდე გზა, მედიასთან ერთად ფეხით გაიარა.

"ამ სალოცავში ჩვეულებრივ დღეებშიც ხშირად დავდივართ მე და მაკა, სანთელს ვანთებთ და შემდეგ უკან ვბრუნდებით. მთელ საქართველოს ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს. წმინდა გიორგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი წმინდანია. შესაძლოა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოც კი გახდა, რადგან ეს არის არამარტო მებრძოლი ჯარისკაცი, არამედ მებრძოლი, რომელმაც შეძლო ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერი ადამიანების დამარცხება. შესაბამისად, გარკვეულწილად, საქართველოს სიმბოლოც არის, ვინაიდან ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ურთულეს ვითარებაში, როცა ფიზიკურად ბევრად ნაკლები ვიყავით, თან ფიზიკურადაც ვიბრძოდით და თან ამ ძალის უკან იდგა სულიერებაც. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ სრულიად საქართველოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"