"შვილი მიკვდება, მიშველე, უწმინდესო!" - როგორ გადაურჩინა პატრიარქმა პაატა ბურჭულაძეს შვილი - კვირის პალიტრა

"შვილი მიკვდება, მიშველე, უწმინდესო!" - როგორ გადაურჩინა პატრიარქმა პაატა ბურჭულაძეს შვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გასულ გადაცემა"ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე მოყვა ამბავს, თუ როგორ გადაურჩინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შვილი:

"როგორც ჩანს, ადამიანს სჭირდება სასწაული, რომ იწამოს. ერთხელ საქართველოდან დამირეკეს და მითხრეს, ჩავსულიყავი, ძლიან შემეშინდა, დავურეკე დედაჩემს და მამაჩემს, მაგრამ მათ მითხრეს, არაფერი ხდებოდა და შენი ჩამოსვლა არ არის საჭიროო.  მაგრამ რამდენიმე დღეში მეგობრებმა ისევ დამირეკეს, სასწრაფოდ გადადე ყველა საქმე და ჩამოდიო. მაშინვე წმოვედი. ჩამოსვლისთანავე წამიყვანეს მეცხრე საავადმყოფოში, სადაც მოთავსებული იყო ჩემი შვილი - დაჭრილი, რომელიც გონზე არ იყო. მთელი თბილისი, ჩემი მეგობრები, ჯანდაცვის სამინისტრო იქ იყო, მაგრამ ვერაფერს შველოდნენ. ფაქტობრივად, "წასული" იყო. ერთ-ერთი, რაც მოვიფიქრე, ეს იყო უწმინდესი. უწმინდესი თუ გადამირჩენს შვილს-მეთქი... ბავშვი გათიშული იყო, ვერავის ცნობდა, სწორედ ამ დროს მოხდა ეს სასწაული. მოკლედ, ჩავსხედით მანქანაში და წამოვედით საპატრიარქოში. ჩემდა საბედნიეროდ, დამხვდა უწმინდესი. იმავე წუთებში მიმიღო. ხუთი წუთი დამჭირდა, რომ მეთქვა რა ხდებოდა ჩემს თავს, ხმას ვერ ვიღებდი, მხოლოდ ეს ვთქვი - შვილი მიკვდება, მიშველე, უწმინდესო! მიტრიალდა, მახსოვს კარადაზე ჰქონდა ხატები. გამოიხედა, - პაატა, მარხულობო? - არა-მეთქი, - შეწუხდა, გააგრძელა ლოცვა, მერე ისევ

მკითხა, -  არა-მეთქი... არც ზიარებულხარო? - ისევ - არა ვთქვი...

განაგრძო ლოცვა, ბოლოს წყალი ჯვარის სახით გადამასხა და მითხრა, წადი, იმახრულე და ილოცე, ახლა გადარჩება შენი შვილი, მაგრამ თუ კარგად არ მოიქცევი, ღმერთს აღარ ეყვარებიო. წამოვედი და ჩემი შვილი დამხვდა გაღიმებული".