რას ამბობს ანა დოლიძის მინისტრის მოადგილეობაზე და რატომ უწოდებს ხელისუფლებას "ზონდერების" თავშესაფარს ირაკლი კაკაბაძე?! - კვირის პალიტრა

რას ამბობს ანა დოლიძის მინისტრის მოადგილეობაზე და რატომ უწოდებს ხელისუფლებას "ზონდერების" თავშესაფარს ირაკლი კაკაბაძე?!

ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქგვერდზე წერს:

"ერთი უმნიშვნელო განცხადების გაკეთება მინდა იმასთან დაკავშირებით რომ ბევრი ადამიანი მირეკავს და თავდაცვის სამინისტროზე მესაუბრება. ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის რომ მე ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და თავდაცვის სამინისტროსთან ვერანაირი კავშირი და შეხება ვერ მექნება, მიუხედავად იმისა რომ ძალიან პატივს ვცემ ჯარისკაცებს და მათს მსხვერპლს. ომის დამწყებებთან და სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსთან მაქვს სერიოზული პრობლემები - და იმ ხალხთან ვინც იარაღის გაყიდვით და ომებით ფულს აკეთებს - და ეს ხალხი ახლაც არსებობს.

რაც შეეხება ჩემი და ანას ურთიერთობას: ჩვენ უკვე 3 წელია ერთად არ ვცხოვრობთ - თუმცა ბავშვს ერთად ვზრდით, ვმეგობრობთ და პატივს ვცემთ ერთმანეთს. მაგრამ, ჩვენ დღეს და ხვალ ერთად არ ვცხოვრობთ და აქედან გამომდინარე ვერანაირ გავლენას ვერ ვახდენთ ერთმანეთზე - მითუმეტეს სამუშაოზე. ასე რომ მინდა ყველა ჩემს მეგობარს ვუთხრა - ის, რაც ანას პროფესიონალურად ეხება - მე არანაირად არ მეხება - მითუმეტეს დღეს.

მე ახლა თანაცხოვრების მხრივ, მხოლოდ ჩემი ოფიციალური და კანონით გათვალისწინებული შეყვარებულების: ნათელა ჯინტიკოშვილის, ლუიზა შანკულაშვილის, ვალერია საბანაძის, ნატალია ვარდანაშვილის რვეულის მაგივრად შემიძლია ვილაპარაკო. მეტი არავის.

კიდევ ერთი - მე ამ ხელისუფლებას ვუპირისპირდები - არ მომწონს ეს ზონდერების თავშესაფარი დღეს. ამიტომ მთავრობაში ვერაფერს გავაკეთებ.

და უფრო მეტიც - პაციფისტი ვარ, პაციფისტი! პეპელაა პეპელა, ხალხო!

იხარეთ და ამ საკითხზე მეტ კომენტარებს აღარ ვაკეთებ."