1-ლი - შვედეთი, მე-11 - საქართველო და რუსეთი, ანუ როცა "შიში შეიქმს სიყვარულსა" - კვირის პალიტრა

1-ლი - შვედეთი, მე-11 - საქართველო და რუსეთი, ანუ როცა "შიში შეიქმს სიყვარულსა"

ნინა სუბლატის ბევრი ქებისა და დითირამბების მიუხედავად, ბუკმეიკერთა პროგნოზი ერთი ერთში ახდა და "ევროვიზიის" საერთაშორისო კონკურსზე, პირველ ადგილზე - შვედეთის, მეორეზე კი - რუსეთის წარმომადგენელი გავიდა.

საქართველო კი ათეულშიც ვერ მოხვდა... პალინა გაგარინას, რუსეთშიც კი რომ არ მიიჩნევა საშუალო დონის მომღერლად, ცოტა დააკლდა პირველი ადგილამდე. რომ არა შვედი მომღერლის მიერ წარმოდგენლი ულტრათანამედროვე პერფორმანსი, ალბათ რუსეთი იქნებოდა პორველადგილოსანი და ევროპაც საბოლოოდ წაიყრიდა თავზე ნაცარს. ამ კონკურსის არსებობის განმავლობაში მუდმივად არის ლაპარაკი, რომ ის არა რეალური ნიჭის, არამედ პოლიტიკური შეხედულებების ასპარეზია. ამაზე ალბათ ისიც მეტყველებს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში "ევროვიზიის" ორიოდე სიმღერაც კი ძლივს იქცა ჰიტად. ეს თუ მართლა ასეა, რა გამოდის წლევანდელი შედეგებიდან? - ქვეყანამ, რომელმაც 21-ე საუკუნეში ევროპის კონტინენტზე ომი გააჩაღა, ჩვენი დროის ოკუპანტია და კაცმა არ იცის, საკუთარი ძლევამოსილების სადემონსტარციოდ კიდევ რა საფრთხეს შეუქმნის ცივილიზებულ მსოფლიოს, ევროპის წამყვანი ქვეყნებისგან მიიღო უმაღლესი ქულები. არავითარი სოლიდრაობა უკრაინის მიმართ, არანაირი თანაგრძნობა რუსული ჩექმის ქვეშ გათელილი არაერთი ერის ღირსებისა და მშვიდობისმოყვარე ადამიანებისთვის წართმეული სიცოცხლის გამო... ეს არის ევროპა და მისი მაღალი ღირებულებები, რომლის თანაზიარობას ვერა და ვერ ვეღირსეთ?!

როგროც ჩანს, მართლაც ჭეშმარიტება, რომ: "შიში შეიქმს სიყვარულსა!" და ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი მაინც ისაა ალბათ, რომ შიშმა არ შეგიპყროს, თორემ თუ შეგიპყრო, მაშინ უკვე საკუთარ თავს სიყვარულშიც ვეღარ ენდობი...

ნინა სუბლატის გამოსვლაზე კი სხვას არაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ამ გოგომ თავისი ქვეყნის სათქმელი ღირსეულად თქვა...

და ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ!

ანა გიორგაძე