ძვირი განათლება - საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული სასწავლებლები - კვირის პალიტრა

ძვირი განათლება - საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული სასწავლებლები

საქართველოში საკმაოდ ბევრი უმაღლესი სასწავლებელია და შესაბამისად, აბიტურიენტებს დიდი არჩევანი აქვთ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. განსხვავებულია სწავლის საფასური კერძო უნივერსიტეტებში, სადაც სწავლის გადასახადი გარკვეულ ფაკულტეტებზე 7000 ლარსაც კი აჭარბებს.

სწავლის საფასურის სიდიდის მიხედვით, პირველ ადგილზეა "თავისუფალი უნივერსიტეტი". ბპნ.გე-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "თავისუფალ უნივერსიტეტში" სწავლის საფასური სტანდარტულად 6 950 ლარს შეადგენს, გარდა ბიზნეს სკოლისა, სადაც სწავლის გადასახადი წლიურად 7 850 ლარია. 2015 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ცოდნის ფონდი "თავისუფალი უნივერსიტეტის" ყველა სტუდენტისთვის აწესებს სასწავლო გრანტს 11 600 ლარის ოდენობით. ეს თანხა სტუდენტს 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად სწავლის საფასურს 2 900 ლარით შეუმცირებს. ამასთან, ცოდნის ფონდის გრანტს ემატება სახელმწიფო გრანტი, რომელიც სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგის მიხედვით ეძლევა.

"უნივერსიტეტს არათბილისელთათვის დამატებითი შესაძლებლობა აქვს. თუ აირჩევ გარდამავალ დაფინინსებას და ამასთან: გაქვს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი; ხარ საქართველოს რეგიონიდან და არ გაქვს თბილისში ცხოვრების საშუალება; თანახმა ხარ ჩაერთო უნივერსიტეტის საქმიანობაში - აკადემიურ, ადმინისტრაციულ ან კვლევით სამუშაოებში (კვირაში მხოლოდ 5 საათი). მაშინ, 4 წლის განმავლობაში (წელიწადში 10 თვე), ცოდნის ფონდისგან მიიღებ დამატებით 200 ლარს. ცოდნის ფონდი დამატებით (თვეში 200 ლარიან) დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს სტუდენტის სამოტივაციო წერილის საფუძველზე. ამ კომპონენტის სარგებლობის შემთხვევაშიც მოქმედებს გარდამავალი დაფინანსების პრინციპი – სწავლის დასრულების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში დააფინანსებ მომავალი თაობის არათბილისელი სტუდენტების თბილისში ცხოვრებასაც", - აცხადებენ უნივრესიტეტში.

სწავლის მაღალი საფასურის მიხედვით მეორე ადგილზეა "კავკასიის უნივერსიტეტი". უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "კავკასიის უნივერსიტეტის" თბილისის კამპუსში 17 საბაკალავრო პროგრამაა, ხოლო ბათუმის ფილიალში 5 საბაკალავრო პროგრამა ფუნქციონირებს. სწავლის საფასური კი ასეთია: თბილისი - ინფორმატიკა; ტელეკომუნიკაცია; ევროპისმცოდნეობა; ინგლისური ფილოლოგია; სოციოლოგია, ფსიქოლოგია; ტურიზმი; ეკონომიკა - 2 250 ლარი წლიური გადასახადი, აბიტურიენტს შეუძლია ისარგებლოს მის მიერ მოპოვებული ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტით.

ბიზნესის ადმინისტრირება; საერთაშორისო ბიზნესი - წლიური გადასახადი 7 500 ლარი, ამ სპეციალობებზე აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო გრანტის გარდა შიდა საუნივერსიტეტო გრანტით ისარგებლოს, რომელიც წელიწადში 2 900 ლარია. შიდა გრანტს მოიპოვებს აბიტურიენტი, რომელიც "კავკასიის უნივერსიტეტის" ამ სპეციალობას მიუთითებს პირველ ან მეორე პრიორიტეტად და მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს.

სამართალი, ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაცია, პიარი, მედია და ხელოვნება, საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატია, ჯანდაცვის მენეჯმენტი - წლიური გადასახადი ამ ფაკულტეტებზე 5 900 ლარია, ამ სპეციალობებზე აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო გრანტის გარდა შიდა საუნივერსიტეტო გრანტით ისარგებლოს, რომელიც წელიწადში 2 000 ლარია. შიდა გრანტს მოიპოვებს აბიტურიენტი, რომელიც "კავკასიის უნივერსიტეტის" ამ სპეციალობას მიუთითებს პირველ ან მეორე არჩევნად და მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს.

"კავკასიის უნივესრიტეტის" ბათუმის კამპუსში კი სწავლის საფასური შემდეგია: ფსიქოლოგია, ტურიზმი, ეკონომიკა - 2 250 ლარი წლიური გადასახადი, აბიტურიენტს შეუძლია ისარგებლოს მის მიერ მოპოვებული ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტით. სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატია - შიდა საუნივერსიტეტო გრანტი 3 500 ლარის ოდენობით გაიცემა ყველა აბიტურიენტზე, მიუხედავად სახელმწიფო გრანტის ოდენობისა, ძირითადი პირობა არის "კავკასიის უნივერსიტეტის" ამ ორი სპეციალობის პირველ ან მეორე არჩევნად მითითება. 100%-იანი სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში, წლიური გადასახადი იქნება მხოლოდ 150 ლარი, 70%-იანი გრანტით - 825 ლარი, 50%-იანი გრანტით - 1 275 ლარი, ხოლო სახელმწიფო გრანტის გარეშე 2 400 ლარი.

გაგრძელება იხილეთ