საზარელი ავტოავარია, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი ემსხვერპლნენ - კვირის პალიტრა

საზარელი ავტოავარია, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი ემსხვერპლნენ

დაბა ჩაქვში ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის მოადგილემ ხუსეი სირაბიძემ განუცხადა, შემთხვევის შედეგად დაშავებული მძღოლი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"დაბა ჩაქვში, სკოლის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი "ნისან მიკრა" შეეჯახა სატვირთო ავტომობილს, თვითმცვლელს. მსუბუქ ავტომობილში სულ ხუთი მგზავრი იყო. ორი ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში", - აღნიშნა ხუსეინ სირაბიძემ.

"გურიის მოამბის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანით, რომელიც ავტოკატასტროფაში მოყვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში გამგებლის წარმომადგენლის, მერაბ ბერაძის ოჯახი მგზავრობდა.

"ინტერპრესნიუსი"