აჩიკო ნიჟარაძე: "შოუებისთვის მეტი თემა არ გაქვთ, თქვე გაუნათლებელო ხალხო!?!" - კვირის პალიტრა

აჩიკო ნიჟარაძე: "შოუებისთვის მეტი თემა არ გაქვთ, თქვე გაუნათლებელო ხალხო!?!"

"ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა იმის თქმა, თითქოს ასეთი გადაცემები ხალხის დაკვეთაა"

"ამ სიტყვის თავისუფლების გამოა, მთელი ქვეყანა რომ მუდმივი დაპირისპირების რეჟიმშია"

"ხალხი მკაცრად უნდა დადგეს თავის პოზიციაზე, თორემ ყველა დაგვაჯდა თავზე. მთელი დღის განმავლობაში ტელევიზიით, წამყვან შოუებში აჩვენებენ: ტრანსვისტიტებს, გეებს, ლესბოსელებს, მეძავებს... თემა არ გაქვთ, თქვე გაუნათლებელო ხალხო!? ერთი შემეცნებითი გადაცემა გააკეთეთ თქვე უწიგნურო პროდუსერებო... ერთი ნორმალური თემა ვერ მოგიფიქრებიათ, როცა ამდენი საინტერესო და დამსახურებული ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. რაღაცა მაინც ისწავლეთ. რა ჯიშის ხალხი ხართ, ან საქარველოში საიდან მოხვდით საერთოდ!... თან ცხვირაწეულები დადიან, თითქოს "დისქავერის" თანამშრომლები იყვნენ და უსერიოზულეს თემებზე მუშაობდნენ. თქვენ რომ რეიტინგებს ადგენთ, თქვენთვის შეინახეთ. თქვენი ნამდვილი რეიტინგი არის მაქსიმუმ -1%", - ეს სიტყვები ცნობილმა მომღერალმა, აჩიკო ნიჟარაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა და აღშფოთება "კვირის პალიტრასთან" კიდევ უფრო ვრცლად გამოახატა:

- ჩემი კრიტიკა ძირითადად, შოუებსა და ძალით გავარსკვლავებულ ადამიანებს ეხებათ.. ასეთებს აქვთ უზარმაზარი ამბიცია და როგორც კი მათი პატრონი ქრება ასპარეზიდან, ისინიც ქრებიან. კითხვა მაქვს: ვის ინტერესებშია შექმნას საშუალო ნიჭისა და გარეგნობის, ან საერთოდ უნიჭო ადამიანებისგან ვარსკვლავები, რა აზრი აქვს!? ისინი ხომ ღირებულს ვერაფერს შექმნიან? სწორედ ამიტომაც, უნიჭო ადამიანებით გავსებული ეს სფერო, წლების მერეც ერთ ადგილს ტკეპნის და წინ ვერ მიდის... საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ გემოვნებიანი და პროფესიონალი ადამიანები. მათ ხელი უნდა შეუწყონ, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილს.

- მიგაჩნიათ, რომ ღირსეულები არა არიან დაფასებულნი?

- საქართველოში ადამიანებს ვარსკვლავებს უხსნიან და ამ დროს, მათ წამლისა და გზის ფული არ აქვთ. ეს ხომ დაცინვაა?! ბევრჯერ მიფიქრია, რა აზრი აქვს ამ ქვეყანაში რამის კეთებას, როცა ვხედავ, არ აფასებენ ღვაწლმოსილ და დამსახურებულ კომპოზიტორს, მომღერალს, მსახიობს, მოცეკვავეს, მხატვარს და ჩვენ თაობას ვინ დააფასებს?!.

- შოუებს ჰყავს მაყურებელი და ტელევიზიებიც იქნებ ხალხის დაკვეთით ამზადებენ ასეთ გადაცემებს...

- ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა იმის თქმა, თითქოს ასეთი გადაცემები ხალხის დაკვეთაა. ამით მთელ ერს აყენებენ შეურაცხყოფას. ჩაატარონ გამოკითხვა და ვნახოთ, ვის და რამდენს მოსწონს მათი სტუმრები -ტრანსვისტიტები, ლესბოსლები, გეები, მეძავები... რატომ არიან გადარეულები ამ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ხალხის პიარზე? ადამიანებზე, რომლებიც ანგრევენ ოჯახებს, ლანძღავენ რელიგიას, პატრიარქს, არ სწამთ არაფრის...

ამასთან, ძალიან მინდა, დაწესდეს ჯარიმა და პასუხისგებაში მიეცეს ყველა, ვინც ინტერნეტსივრცეში შეურაცხყოფას აყენებს სხვას. ამ სიტყვის თავისუფლების გამოა, მთელი ქვეყანა რომ მუდმივი დაპირისპირების რეჟიმშია. სიტყვის თქმის უფლება, მითუმეტეს სერიოზულ თემებზე, მედიასაშუალებით უნდა ქონდეს საქმეში ჩახედულ ექსპერტს და არა ვიღაც მდაბიო, გაუნათლებელ ადამიანს. ვინც ჩემს აზრზე არ ხართ, იცხოვრეთ ისე, როგორც გინდათ. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ დანარჩენებს სხვანაირი ცხოვრება გვინდა...

გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! არ ვიცით, ამ საშინელების რეკლამირება რა შედეგს მოიტანს. დაფიქრდით !!!!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)