რა შეზღუდვები დაწესდება მარჯვენასაჭიან მანქანებზე - კვირის პალიტრა

რა შეზღუდვები დაწესდება მარჯვენასაჭიან მანქანებზე

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მაჯვენასაჭიანი ავტომანქანების საკითხზე კონსულტაციების გაიმართება. ამ განაცხადმა სავარაუდოდ, ავტომფლობლების მეათედზე მეტი (ექსპერტების აზრით, ჩვენში დაახლოებით ამ რაოდენობის მარჯვენასაჭიანი ავტომანქანაა შემოყვანილი) შოკში ჩააგდო, _ კონსულტაციების გამართვის საჭიროება თავისთავად გულისხმობს მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემდგომი ექსპლოატაციის ეჭვქვეშდადგომას.

ტრასაზე ჩასაფრებული სიკვდილი! ასე უწოდებს მძღოლების ნაწილი მარჯვენასაჭიან ავტომობილებს. რა თქმა უნდა, არსებობენ ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეებიც, თუმცა ავტოკატასტროფების სტატისტიკა მარჯვენასაჭიანი მძღოლების სასარგებლოდ არ მეტყველებს, - არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ოსიაურთან მარჯვენასაჭიანი ავტომობილის კატასტროფას გურჯაანში მცხოვრები მთელი ოჯახი შეეწირა.

ძლივს! ასეთია ჟურნალ "ავტობილდის" მთავარი რედაქტორის, ექსპერტ შალვა ბუაჩიძის კომენტარი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შესახებ კონსულტაციების დაწყებაზე.

პირადად იმდენი ხანი ველოდებოდი, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები დაიწყებოდა, რომ კმაყოფილებას ვერ ვმალავ. გასაკვირი ის არის, რომ ყველამ, ვისაც ეხება, იცის მარჯვენასაჭიანი მანქანების საფრთხეებზე და ამის მიუხედავად ჩუმად იყო. პარალელურად, ბოლო 2-3 წელიწადში მანქანების იმპორტში მარჯვენასაჭიანი მანქანების წილი კატასტროფულად იზრდებოდა. 2015 წელს საერთოდაც გადააჭარბა მარცხენასაჭიანი მანქანების წილს, ბევრად უფრო მეტი მარჯვენასაჭიანი მანქანა შემოვიდა, ვიდრე მარცხენასაჭიანი. შესაბამისად, შეიძლება ვიგულისხმოთ რომ `ავტოუბედურებების~ გადაჭარბებებასაც უნდა ველოდოთ.

თუმცა ზოგის მტკიცებით, მარჯვენსაჭიანი მანქანები არაფერ შუაშია, _ ავარიას საჭის მდებარეობა კი არ იწვევს, არამედ უცოდინარი მძღოლი. საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით უცოდინარ, ან თავხედ მძღოლზე უარესი არაფერია. რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ გამოცდილი მძღოლი მართავდეს მარჯვენასაჭიანს, ვიდრე უცოდინარი – მარცხენასაჭიანს. ქალაქში მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მართვა ნაკლებად პრობლემურია, რადგან ქალაქში სწრაფად არ ვმოძრაობთ და არ გავდივართ ისეთ გასწრებებზე, როგორზეც, მაგალითად, ტრასაზე. აი, ტრასაზე და ზოგადად ქალაქგარეთ კი, მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მართვა მართლაც საშიშია. წარმოიდგინეთ: ჩვენ ვმოძრაობთ ტრასის მარჯვენა მხარეს. ამ დროს ჩვენ წინ უზარმაზარი ტრაილერი მიდის, რომელიც სულს გვიხუთავს და რომელსაც გვინდა რომ გადავუსწროთ. ტრაილერს გვერდი ხომ მარცხენა მხრიდან უნდა ავუაროთ? თუ ჩვენ მარცხენასაჭიან ავტომანქანას ვმართავთ, გასწრება მარტივია _ უბრალოდ წინ, ტრაილერის მარცხენა მხარეს გავიხედავთ, შემხვედრ მანქანებსაც დავინახავთ, სიტუაციას შევაფასებთ და თუ ყველაფერი კარგადაა, გასწრებაზე გავალთ. მაგრამ როცა ჩვენს ავტომობილში მარჯვენა საჭეს ვუზივართ, მარცხნივ როგორღა უნდა გავიხედოთ, მით უფრო მაშინ, როცა წინ ტრაილერი გვეფარება?! აი, ამ მომენტში შეიძლება იყოს სიკვდილი ჩასაფრებული, _ როცა ჩვენი მარჯვენასაჭიანი ავტომობილიდან ტრასაზე საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილებს ვერ ვხედავთ ან ძალზე ცუდად ვხედავთ და მაინც წინ მიმავალ მანქანას ვუსწრებთ.

ალბათ სწორედ ამის გამო რამდენიმე წლის წინ ყოფილმა ნაციონალურმა ხელისუფლებამაც მოინდომა მარჯვენასაჭიანი მანქანების პრობლმის გადახედვა, ხალიხის რეაქციის შეეშინდათ.

დიახ, სავარაუდოდ შეეშინდათ იმიტომ, რომ ასეთი ავტომანქანების მფლობელი უკვე იყო მოსახლეობის დიდი ნაწილი და იმპორტის ბუმიც დაწყებული იყო. ჩემი აზრით, ეს საკითხი გაცილებით ადრე უნდა წამოწეულიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ბუმი გამოიწვია იმან, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები იაფია, ხარისხიანიც და მცირე გარბენით ჩამოდის. შეზღუდვები, რა თქმა უნდა, არ უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, ვისაც უკვე ჰყავს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი. როცა ვამბობ, რომ მივესალმები შეზღუდვებს, ვგულისხმობ მხოლოდ იმპორტს – შემოყვანის შეზღუდვას. ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე ნაკლებად ვითვალისწინებთ საფრთხეებს და ავტომანქანების საკითხშიც იგივე გვჭირს, _ ბევრი ისეთი შემთხვევაც არის, როცა ხალხს ხარისხიანი და არცთუ ძველი მარცხენასაჭიანი მანქანის შეძენის საშუალება აქვს, მაგრამ თუ მარჯვენსაჭიანი ოდნავ უკეთ გამოიყურება, იმას ყიდულობს, სულ არ დაგიდევს, რომ წინ შეიძლება დიდი საფრთხე ელოდეს!

თუ მარჯვენსაჭიანი ავტომობილების ექსპლოატაციის შეწყვეტის საკითხი დადგა, ეს მათი ათასობით მფლობელი პროტესტს გამოიწვევს, პარალელურად მფლობელები საჭის მარცხნივ გადატანას მოინდომებენ. ეს მათ ფინასურ მდგომარებაზე იმოქმედებს.

საჭის კუსტარულად გადატანა გაცილებით მეტი საფრთხის შექმნელია, ვიდრე თავად მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. ავტომობილის ქარხნული მდგომარეობა არის იდეალური. მე არ მგონია, რომ მთავრობა ათეულათასობით ადამიანს ამ დამატებითი პრობლემის წინაშე დააყენებს. ალბათ უფრო მარჯვენსაჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვაზე იქნება საუბარი, ვიდრე ჩვენში არსებული მარჯვენასაჭიანი მანქანების ექსპლოატაციის შეწყვეტაზე.

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)