"ნანუკა რომ პრეტენზიას გამოთქვამდა შამპანური ვერ დავლიეო, ზუსტად იმ შამპანურით გავწუწე ახლა" - კვირის პალიტრა

"ნანუკა რომ პრეტენზიას გამოთქვამდა შამპანური ვერ დავლიეო, ზუსტად იმ შამპანურით გავწუწე ახლა"

"200 ლარს რომ ახდევინებ ადამიანებს აბონიმეტში! ნაგავს უნდა იღებდეთ სანაპირო ზოლიდან, მარტო ერთი კომპანიის სასმელი წყალი არ უნდა იყიდებოდეს და ასე არ უნდა ჩააბანძო "პონტი".

"GEM Fest-ი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომლის რეალიზება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას თაოსნობით ხდება". - ვკითხულობთ ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე. ფესტივალი, რომელსაც მუსიკის მოყვარულნი ასე მოუთმნლად ელოდნენ, არმინ ვან ბურენმა გახსნა და სოციალურ ქსელში გავრცელებულლ ინფორმაციებს თუ დავეყრდნობით, საღამომ წარმატებით ჩაიარა. თუმცა გამოითქვა უარყოფითი შეფასებებიც. ერთ-ერთი, ვისაც ფესტივალის გარემო არ მოეწონა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელმაც თავის "ფეისბუქგვერდზე" დაწერა:

"ჩვენი ბიუჯეტიდან სახელმწიფო მილიონებს რომ იხდის ფესტივალში, რომლის ორგანიზატორობასაც ( რატომღაც) შენ გავალებენ, მინიმუმ უნდა უზრუნველყონ დღის გართობა, ამ დროს მუსიკა სადმე მაინც უნდა უკრავდეს! 200 ლარს რომ ახდევინებ ადამიანებს აბონიმეტში! ნაგავს უნდა იღებდეთ სანაპირო ზოლიდან, მარტო ერთი კომპანიის სასმელი წყალი არ უნდა იყიდებოდეს და ასე არ უნდა ჩააბანძო "პონტი". იმედია დაინტერესდებიან ჩემი კოლეგები სად წავიდა ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონები, მაშინ როცა იგივე ინფრასტრუქტურაა თითქმის, თუ არ ჩავთვლი დაყრილ ქვიშას და მინათებულ წითელ ფერს! წელს რაც აქ ხდება, ეს არის თაღლითობა. ამას ფესტივალი არ ჰქვია "

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ნანუკა ჟორჟოლიანს:

- ფესტივალი ჯეროვნად რომ შევაფასო, მაშინ უნდა ავდგე და აქ წარმოდგენილი ქართული პროდუქტი ვლანძღო, მე ამის გაკეთება არ მინდა. არანაირი მომსახურეობა აქ არ არის… უკვე ვთქვი, რომ იმას,  რაც აქ ხდება, თაღლითობა ჰქვია…

გიორგი სიგუა:

- ერთადერთი ადამიანი მხოლოდ ნანუკაა, ვისგანაც ფესტივალის ხარვეზებთან დაკავშირებით პრეტენზია მოვისმინე, დანარჩენი ყველა კმაყოფილია.

- ანუ მისი შენიშვნები უსაფუძვლოა?

- უსაფუძვლოა, აბა, რა არის, აქ ყველაფერი, ფაქტობრივად, მუქთაა, შარშანდელი ხარვეზები გამოსწორებულია და მომავალში კიდევ უკეთესი ფესტივალის ჩატარებას ვგეგმავთ. სტუმრების რაოდენობამ 1 5 000-ს გადააჭარბა და მომხმარებელიც კმაყოფილია. ნანუკა რომ პრეტენზიას გამოთქვამდა შამპანური ვერ დავლიეო , ზუსტად იმ შამპანურით გავწუწე ახლა და მე თვითონ მივართვი ყავა სასტუმროში.

ნანუკა მოგვიანებით გიორგი სიგუასთან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, წარწერით: "სასტუმროში რომ შემოხვალ (მშიერი და მწყურვალი) და ეს გიჟი და აფერისტი დაგხვდება…"

ეკა გადახაბაძე(სპეციალურად საიტისთვის)