ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე გარდაიცვალა

ღვაწლმოსილი მეცნიერი, აკადემიკოსი "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" თანამშრომელი, შოთა გამყრელიძე გარდაიცვალა.

ბატონი შოთა დაიბადა 1922 წლის 28 თებერვალს, თბილისში. 1948 წლიდან მოღვაწეობდა ფსიქიატრიაში. 1962 წლიდან მისი ხელმძღვანელობით საქართველოში დაიწყო ფსიქო-ნერვული აშლილობებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების თერაპიული ეფექტურობის შესწავლა და ინტენსიური კვლევები. 1982–2000 წწ. შოთა გამყრელიძე იყო საქართველოს დამოუკიდებელი ფსიქიატრიული ასოციაციის პრეზიდენტი. მისი ინიციატივით, 1996 წელს ქართული ფსიქიატრია მიღებული იქნა მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციის წევრად. თეორიულ და პრაქტიკულ ფსიქო-ნევროლოგიაში მოღვაწეობის 65 წლის მანძილზე მას შესრულებული და გამოქვეყნებული აქვს 326 მეცნიერული ნაშრომი, მსოფლიოს რვა ენაზე, მათ შორის 17 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. შოთა გამყრელიძე იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სამამულო ომის 1-ლი ხარისხის და დიდების მე-3 ხარისხის ორდენები და 12 მედალი. 2012 წელს იგი საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.