"მორჩა კინო, წადით სახლში!" - რატომ დახურა ტელეკომპანია "იმედმა" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები?! - კვირის პალიტრა

"მორჩა კინო, წადით სახლში!" - რატომ დახურა ტელეკომპანია "იმედმა" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები?!

"იმდის" განცხადება… დღეს ამას ფორმატის ცვლილებას ეძახიან???? აღარ დამთავრდა რა მსგავსი მარაზმი ამ ქვეყანაში!.. ცენზურიდან ცენზურამდე - დიმპიტაური დამპიტაური! ფიცხეეეეეეელ"

მანანა კობახიძე: "არ ვიცი რატომ და რისთვის გადაწყვიტა "იმედის" ხელმძღვანელობამ "რეაქციის" დახურვა, მაგრამ მე, პირადად და ჩემი რამდენიმე კოლეგა ყოველთვის ვერთვებოდით ინგას გადაცემებში, საკმაოდ პრობლემურ კითხვებზეც ვპასუხობდით, ბევრჯერ საკმარისად მწვავე, მაგრამ საინტერესო ეთერიც გამოგვსვლია და ეს იყო საუკეთესო საშუალება საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის."

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ეს ფოტო საკუთარი "ფეისბუქის" ე.წ. ქავერის ფოტოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "იმედი" საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუებს დროებით აჩერებს. გრიგოლია წერს, რომ ფოტო თემატურია. მისივე თქმით, "მორჩა კინო, წადით სახლში…" ყოველივე ამას წინ უძღოდა ტელეკომპანიის განცხადება.

"საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს.

ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.

ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში", - ნათქვამია "იმედის" განცხადებაში.

"იმდის" განცხადება… დღეს ამას ფორმატის ცვლილებას ეძახიან???? აღარ დამთავრდა რა მსგავსი მარაზმი ამ ქვეყანაში!.. ცენზურიდან ცენზურამდე - დიმპიტაური დამპიტაური! ფიცხეეეეეეელ". – წერს "ფეისბუქში" ტელეწამყვანი ლევან ჯავახიშვილი.

"ძალიან მეწყინა, მედია ხელისუფლების სარკეა. სარკეს მაშინ ფარავენ, როცა სახლში მიცვალებული უსვენიათ. რა ხდება დანიის სამეფოში? როგორც შექსპირი იტყოდა, რაღაც დალპა, - დაწერა ჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილმა.

ამ საკითხს, განცხადების გავრცელებისთანავე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: "რომ არ დავწერო არ ვიქნები მართალი.. არ ვიცი რატომ და რისთვის გადაწყვიტა "იმედის" ხელმძღვანელობამ "რეაქციის" დახურვა, მაგრამ მე, პირადად და ჩემი რამდენიმე კოლეგა ყოველთვის ვერთვებოდით ინგას გადაცემებში, საკმაოდ პრობლემურ კითხვებზეც ვპასუხობდით, ბევრჯერ საკმარისად მწვავე, მაგრამ საინტერესო ეთერიც გამოგვსვლია და ეს იყო საუკეთესო საშუალება საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. იმედი მაქვს "იმედი" მაყურებელს არ დატოვებს ანალიტიკური გადაცემების გარეშე და თუ რამ ცვლილება იგეგმება, მხოლოდ საზოგადოების ინტერესებისკენ იქნება მიმართული, რაც მთავარია, ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლება იქნება დაცული!"