"დავაქორწინეთ, მაშ!"- დღეს პაატა ბურჭულაძის ქორწილია - კვირის პალიტრა

"დავაქორწინეთ, მაშ!"- დღეს პაატა ბურჭულაძის ქორწილია

მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა და ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, ქალთან, რომელთანაც უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობს, ოფიციალურად ხელი დღეს, თბილისში მოაწერა. (ფოტოგალერეა)

ინტერნეტში გავრცელდა მექორწილეთა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია ნეფე-პატარძალისა და მაყრიონის, მედუდუკეთა დასტასთან ერთად, მტკვარზე გასეირნება. ბურჭულაძის ერთ-ერთმა მეგობარამა სოციალურ ქსელში დაწერა: "დავაქორწინეთ, მაშ!"

ფონდ "იავნანას" წარმომადგენელმა თეონა ჯორბენაძემ, გუშინ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ბატონი პაატასა და მისი რჩეულის 10 წლის წინ გამართული ჯვრისწერის ფოტოები და დაწერა: "პაატას ჯვრისწერა მსტისლავ როსტროპოვიჩის ხელდასმით წლების წინ. ხვალ კი ხელისმოწერაა დაგეგმილი, მოკლედ ვაქორწინებთ... არც ვიცი ვინმეს ასე ძალიან უყვარდეს სხვა ადამიანებისთვის დღესასაწაულების მოწყობა, ხვალინდელი ცერემონია ქართულ-უკრაინული ოჯახის შექმნის იურიდიული დადასტურება იქნება."

ამ ფოტოებთან ერთად, ექსკლუზიურად გთავაზობთ დღევანდელი ქორწილის ფოტოსაც.

პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანჟელა ვასილენკო წარმოშობით უკრაინიდანაა. 15 წლის იყო სიონში რომ მოინათლა, თუმცა საქართველოსა და მსოფლიო ბანს ცხოვრება 22 წელია მჭიდროდ დაუკავშირა. 10 წლის თავზე ჯვარი დაიწერეს, 12 წლის თავზე ანუ დღეს კი ხელი მოაწერეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ქორწილის ვიდეოკადრები