სალომე ზურაბიშვილი: "ახლა ინგა - ეკა გახდნენ "მსხვერპლნი" მედიასთან შეჭიდებული ხელისუფლებისა" - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი: "ახლა ინგა - ეკა გახდნენ "მსხვერპლნი" მედიასთან შეჭიდებული ხელისუფლებისა"

"ჩემი მოწოდებაა ყველამ ყველაფერი თქვას; დაზარალებულმა ჟურნალისტებმა გამოამჟღავნონ რა უთხრეს, რა განცხადებებეზე მოაწერეინეს ხელი; ასევე მფობელებმა თავიანთი მოსაზრებები დაპოზიცია გამჟღავნონ... ახლა იწყება შემოდგომა და სრულყოფილი პროტესტის დრო კიდევ წინ გვაქვს, მანიპულაციებს და ჭორებს კი ტყუილსავით მოკლე ფეხები აქვს"

საგარეო საქმეთა ექსმინისტრი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს "ფეისბუქიდან" გამოეხმაურა:

"რუსთავი- 2" რომ "მსხვერპლად" იყო ქცეული, გავიდა ორი კვირა და რაღაც აღარ ისმის მედიის თავისუფლების მომხრეების ვიშვიში; "ალი და ნინო" რომ მოგვევლინა როგორც ახალი სკანდალი ხელოვნების თავისუფლების წინააღმდეგ აღმართული სახელისუფლო ხელისა, თურმე "აღდგა მკვდრეთით" და ეს იარიც მოშუშდა ... ეხლა ინგა-ეკა გახდნენ ახალი მსხვერპლნი მედიასთან შეჭიდებული ხელისუფლებისა და ვფიქრობ... ამოვიღო ხმალი და დავიწყო, ერთი პრეზიდენტივით,  ყველაფერზე ჭეშმარიტების, თავისუფლების და დემოკრატიის მანტიით შემოსილი ბრძოლის გამართვა. თუ დაველოდო, გამოირკვეს ეს ამბავი რის გამო დაიწყო და რითი დამთავრდება: რომელ ახალ გადაცემას მისცემენ ამათ თუ იმათ, რომელ არხი გამოვა ამ ამბით გაძლიერებული, რომელი მფლობელი აღმოჩნდება და რაზე პასუხისმგებელი... ორი აზრი არ არის იმაზე, რომ მედია და მისი სრული თავისუფლება არის ქვაკუთხედი თავისუფალ პოლიტიკურ სივრცისა და გამართული არჩევნებისა. ცხადია, რომ ჩემთვის როგორც თავის ქვეყნის მომავალზე მწრუნავი ყველა მოქალაქესთვის, ეს სივრცე ყველაზე ძალიან ღირებულია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ტყუილა ამოღებული ხმალი, ტყუილა ატეხილი აჟიოტაჟი, ტყუილა "მგელი, მგელის" ყვირილი შეიძლება ამ ჩვენ საყოველთაო მიზნის  უფრო დამაზარებელი აღმოჩნდეს... ანუ ჩემი მოწოდებაა ყველამ ყველაფერი თქვას; დაზარალებულმა ჟურნალისტებმა გამოამჟღავნონ რა უთხრეს, რა განცხადებებეზე მოაწერეინეს ხელი; ასევე მფობელებმა თავიანთი მოსაზრებები დაპოზიცია გამჟღავნონ... ახლა იწყება შემოდგომა და სრულყოფილი პროტესტის დრო კიდევ წინ გვაქვს, მანიპულაციებს და ჭორებს კი ტყუილსავით მოკლე ფეხები აქვს

და ხელისუფლებას რაც შეეხება, სჯობს არ ,რომ ამ ვითარებაში რამე როლი - თუნდაც მეორადი - ითამაშა ...!!!! სჯობს ისევ მათთვის"