ცოფის შემთხვევის გამო სოფელ სამრეკლოში კარანტინი გამოაცხადეს - კვირის პალიტრა

ცოფის შემთხვევის გამო სოფელ სამრეკლოში კარანტინი გამოაცხადეს

დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში ცოფის შემთხვევის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კარანტინი გამოაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტოდან აცნობეს, სააგენტომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში მსხველფეხა პირუტყვის ცოფით დაცემის შემთხვევა გამოავლინა, რომელიც 31 აგვისტოს ლაბორატორიულად დადასტურდა.

"ვეტერინარულ-სანიტარული წესების შესაბამისად, სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხოველის დაცემისა და დამარხვის ადგილზე ჩაატარეს დეზინფექცია, სოფელში გამოცხადდა კარანტინი. დაავადების დაფიქსირების ადგილიდან 2-3 კილომეტრის რადიუსში დაიწყო ცოფის ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია. ასაცრელი 1500 სული ცხოველიდან ამ ეტაპისთვის 700 სული უკვე აცრილია. ვეტერინარულ-სანიტარული წესების მიხედვით მიმდინარეობს ზედამხედველობა დანარჩენ ცხოველებზე. ღონისძიებები გრძელდება", - აცხადებენ სააგენტოში.

"ინტერპრესნიუსი"