სამართალდამცველებმა 14 წლის დავით ლურსმანაშვილი იპოვნეს - კვირის პალიტრა

სამართალდამცველებმა 14 წლის დავით ლურსმანაშვილი იპოვნეს

სამართალდამცველებმა 14 წლის დავით ლურსმანაშვილი თბილისის ზღვაზე იპოვნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბავშვი უვნებელია და იგი ამ წუთებში რუსთავში, მშობლებთან მიჰყავთ.

14 წლის დავით ლურსმანაშვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მშობლების განმარტებით, მოზარდი ბოლოს რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპიუტერულ ცენტრ ,,ჯეობიტში" ნახეს, სადაც ის ერთი საათით გაჩერდა, რაც ვიდეოკამერამაც დააფიქსირა.

დავით ლურსმანაშვილის დედის ნათელა ბერაძის თქმით, შვილი ბოლოს მან ,,სტამბულის ბაზრის" ტერიტორიაზე ნახა, სადაც შვილმა კომპიუტერულ ცენტრში სათამაშოდ შესასვლელად 1 ლარი სთხოვა და ერთ საათში დაბრუნებას დაპირდა, თუმცა უკვე მე-8 დღეა ბავშვი არ ჩანდა. ოჯახმა დახმარებისათვის პოლიციას მეორე დღესვე მიმართა. ბერაძის განმარტებით, დათო სახლში ერთი ღამით სხვა დროსაც არ დაბრუნებულა, ის კომპიუტერულ ცენტრში სათამაშოდ რჩებოდა, მაგრამ მშობლების მკაცრი აკრძალვის შემდეგ იქ აღარ დარჩენილა, ასე დიდხანს კი არასდროს გაუჩინარებულა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "დამეხმარეთ, მიშველეთ, შვილი მაპოვნინეთ" - 14 წლის მოზარდს ერთი კვირაა უშედეგოდ ეძებენ