კაკო ასათიანი "მაესტროზე" პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს - კვირის პალიტრა

კაკო ასათიანი "მაესტროზე" პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს

"ეს არ იქნება იმ ტიპის თოქ-შოუ, როგორებიც ჩვენთან არის. არ იქნება ორთაბრძოლები, ლანძღვა-გინება და გაწევ-გამოწევა".

ტელეკომპანია "მაესტროზე" ახალ სეზონისთვის ემზადებიან, როგორც შევიტყვეთ, "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ექსდეპუტატი ნიკა ლალიაშვილი ახალ თოქ-შოუს ამზადებს, ასევე ყოფილ თანაპარტიელ და ექსპარლამენტარ მაგდა ანიკაშვილსა და "ტრადიციონალისტთა" ლიდერ აკაკი ასათიანთან ერთად წაიყვანს. ნიკა ლალიაშვილი:

- უპირველესდ გეტყვით, რომ იქნება არა ერთი არამედ რამდენიმე პოლიტიკური თოქ-შოუ, რომელსაც უშუალოდ მე არ ვაკეთებ. საქმე ისაა, რომ ტელეკომპანია "მაესტროზე" ვარ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელი და ბუნებრივია, ყველა თოქ-შოუს კეთების პროცესში ვარ ჩართული, რომელიც "მაესტროზე" მზადდება. ყველა ეს გადაცემა არის ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ.

- გავიგეთ, რომ ერთ-ერთ გადაცმას აკაკი ასათიანსა და მაგდა ანიკაშვილთან ერთად გაუზღვებით...

- ჯერჯერობით კონკეტულად ვერაფერს გეტყვით, ეს გახლავთ არხის საიდუმლოება, თუმცა მაყურებელი მალე გაიგებს მათ ვინა9ობას, რადგან ეთერში გასვალმდე გავა გადაცემების პრომო.

ჩვენ ამბის გადამოწმება აკაკი ასათიანთან ვცადეთ:

აკაკი ასათიანი:

- მსგავსი რამ ნამდვილად შემომთავაზეს, ამჟამად მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, მოგვიანებით გადაწყდება ყველაფერი.

შეგიძლიათ გვითხრათ რა ტიპის თოქ-შოუზეა საუბარი?

- ჯერჯერობით მიმდინარეობს ფორმატის შერჩევა, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, საბოლოოდ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, თუ რომელი უნდა იყოს.

- თქვენთვის რამდენად საინტერესო სიახლე იქნება გადაცემი წაყვანა?

- თავისთავად ცხადია, რომ საინტერესოა, თუმცა ეს არ იქნება იმ ტიპის თოქ-შოუ, როგორებიც ჩვენთან არის. არ იქნება ორთაბრძოლები, ლანძღვა-გინება და გაწევ-გამოწევა. მოკლედ, ეს იქნება უფრო ანალიტიკურ-შეფასებითი ტიპის. მოხდება კონკრეტული თემის შეფასება, პარალელების გავლება, ანალიზი და სხვა...

- ლაპარაკობენ, რომ თქვენთან ერთად გადაცემას მაგდა ანიკაშვილი წაიყვანს...

- შეიძლება მაგდა იყოს, შესაძლოა რომელიმე პოლიტოლოგი, სოცლიოლოგი ან ეკონომისტი. საერთოდაც აქ გადაცემის წაყვანა არ იქნება, რამდენადაც მე წარმომიდგენია, რამდენიმე ადამიანის მიერ მოხდება რაღაც კონკრეტული თემის განხილვა, გამოსავლის პოვნა და სხვა... გადაცემას არ ეყოლება ტიპიური წამყვანი, რადგან მე თვითონაც ნაკლებად მიმიწევს გული წამყვანობისაკენ, თანაც ამას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)