რომელია ყველაზე გავრცელებული გვარები საქართველოსა და მსოფლიოში?! - კვირის პალიტრა

რომელია ყველაზე გავრცელებული გვარები საქართველოსა და მსოფლიოში?!

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი კვლავაც ბერიძეა, მას მოსდევს მამედოვი, მესამე ადგილზე კი თავისი მრავალრიცხოვნობით გვარად კაპანაძეები არიან. ზისტად როგორ გამოიყურება ყველაზე გავრცელებული გვარების ათეული და ამ გვარების რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში იხილეთ ინფოგრაფიკაზე.

ეს, რაც შეეხება საქართველოს, მაგრამ რომელია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული გვარი?

1. ლი - ამ გვარს 100 მილიონზე მეტი ადამიანი ატარებს, იგი გავრცელებულია ჩინეთში, ვიეტნამსა და კორეაში.

2. ვანი - ამ გვარის 94 მილიონი წარმომადგენელი ცხოვრობს კორეაში, ჩინეთში, იაპონიასა და ვიეტნამში. ვანი ჩინურად მეფეს ნიშნავს.

3. გარსია - 10 მილიონი. ესპანეთში მოსახლეობის 4 პროცენტი გვარად გარსიაა. ამ გვარის ხალხი ცხოვრობს კუბაზე, ესპანეთში, ფილიპინებზე, აშშ-სა და მექსიკაში.

4. გონსალესი - 10 მილიონი. ესპანეთში ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვარია, ასევე ფართოდაა გავრცელებული არგენტინაში, ჩილეში, ვენესუელასა და პარაგვაიში.

5. სმიტი - ამ ინგლისური გვარის 4 მილიონზე მეტი წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მხოლოდ აშშ-ში 3 მილიონი სმიტია.

6. სმირნოვი - 2,5 მილიონი. სტატისტიკით, იგი ყველაზე გავრცელებული გვარია რუსეთში.

7. მიულერი - 1 მილიონი მიულერი, რაც გერმანულად მეწისქვილეს ნიშნავს, გერმანიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში ცხოვრობს.