"პატარა გოგონა ავადმყოფი მამის საწოლს არ შორდება" - ჭყონიების ოჯახის ენითაუწერელი ტრაგედია - კვირის პალიტრა

"პატარა გოგონა ავადმყოფი მამის საწოლს არ შორდება" - ჭყონიების ოჯახის ენითაუწერელი ტრაგედია

"უბედური დედა მაინც ვერ მიხვდა მის თავს რა ხდებოდა, ქუჩა-ქუჩა დადიოდა, შვილს ეძებდა"

"შუქრი მხოლოდ იმიტომ დაინვალიდდა, რომ მოცურებულ ტრაქტორში მეორე კაცი იჯდა და ის გადაარჩინა, -ტრაქტორის მოცურებისას ხელით კაბინიდან გადააგდო, რომ არაფერი მოსვლოდა, თავად კი ტრაქტორს ბოლომდე ჩაჰყვა. იქიდან უკვე კიდურებში შეგრძნება დაკარგული ამოიყვანეს".

ლანჩხუთში, ჯურუყვეთელი ჭყონიების ოჯახში ტრაგედია ტრიალებს, ცოტა ხნის წინ ბედნიერი ოჯახის ენითაწერელ დრამას მათი ახლობელი ასე აღწერს:

ნონა გიგინეიშვილი:

- ამ ოჯახში ამ ცოტა ხნის წინ 3 ვაჟკაცი ტრიალებდა, დღეს ფეხზე მოსიარულე კაცი აღარ დარჩა, რომ უმწეო ქალებს რაიმის იმედი მისცეს. წლისა და სამი თვის წინ ჭყონიების უფროსი ვაჟი, 25 წლის შუქრი ჭყონია ტრაქტორიანად მოწყდა გზიდან და 20 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. იქიდან როგორღაც ცოცხლად ამოყვანილი დღემდე საწოლსაა მიჯაჭვული. ვაჟკაცი შვილის საწოლზე მიჯაჭვა შუქრის მამამ, პაატა ჭყონიამ ისე ინრვიულა, გულის შეტევით შემთხვევიდან 3 თვეში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი გია ჭყონია

ამ დღეებში ოჯახი გარდაცვლილის წლისთავის აღნიშვას აპირებდა. საღამოს ოჯახის მეორე ვაჟს 19 წლის გია ჭყონიას თანაშეზრდილმა მეგობრებმა ავტომანქანით გამოუარეს, სულ 6-7 წუთის შემდეგ კი სოფლის იმ გზაზე, საიდანაც პატარა მდინარეში მანქანა არასოდეს გადავარდნილა, ტრაგედია დატრიალდა, - მანქანა მოსრიალდა და ხევში გადავარდა. 3 მეგობრიდან 2-ს ნაკაწრიც არ ჰქონდა მხოლოდ გია დაიღუპა.

არ ვიცი, რატომ დაატყდა ამხელა უბედურება ამ ოჯახს. ყველანი ისეთი კარგები იყვნენ, მთგან ნაწყენი კაცი არავინ დაბადებულა... შუქრი მხოლოდ იმიტომ დაინვალიდდა, რომ მოცურებულ ტრაქტორში მეორე კაცი იჯდა და ის გადაარჩინა, -ტრაქტორის მოცურებისას ხელით კაბინიდან გადააგდო, რომ არაფერი მოსვლოდა, თავად კი ტრაქტორს ბოლომდე ჩაჰყვა. იქიდან უკვე კიდურებში შეგრძნება დაკარგული ამოიყვანეს. გია დასტრიალებდა ძმას თავს, ის იყო მისი პატრონი, აბა, ქალებს, დედამისსა და შუქრის ცოლს სად ჰქონდათ იმხელა ძალა, რომ დევივით ვაჟკაცი საწოლიდან აეწიათ, ამას გია აკეთებდა...

ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, დღე და ღამე ვიმუშავებ, რომ ჩემი ძმა ფეხზე დავაყენოო. გააკეთებდა კიდეც. მეორე ოპერაციის შემდეგ ექიმებმა ოჯახს უთხრა, -ფულს თუ იშოვით და შუქრის რეაბილიტაციას ჩაუტარებთ, ფეხზე გაივლისო. აი, ამ ფულის შოვნას აპირებდა, ახლა დედამისმა და მისმა ცოლმა უნდა იშოვონ ის ფული როგორმე...

- დედას ამის ძალა შერჩა?!

- ეს უბედურება რომ მოხდა, ვერავინ გაბედა გიას დედასთან მისულიყო და სიმართლე ეთქვა. მხოლოდ ის უთხრეს, შენი შვილი ავარიაში მოყვაო. მერე ჩასვეს მანქანაში და საავადმყოფო-საავადმყოფო ატარეს, მაინც ვერავინ ბედავდა სიმართლის თქმას. პოლიციაშიც კი მივიდა, - ჩემი შვილი სად არისო. გამოვიდა პოლიციის უფროსი და გაშეშდა საწყალი, კრინტი ვერ დაძრა. ბოლოს გიას მამიდამ გაბედა და უთხრა, - ლალი, წადი სახლში გიას ნუღარ ეძებო. უბედური დედა მაინც ვერ მიხვდა მის თავს რა ხდებოდა და ქუჩა-ქუჩა დადიოდა, შვილს ეძებდა. ჩვენ გვეგონა, რომ შეიშლებოდა; მაგრამ საწოლსმიჯაჭვული შვილზე ზრუნვამ და პატარა შვილიშვილმა გააძლებინა. დედა ამბობს, - ახლა შუქრის გია აღარ ჰყავს პატრონად, მე უნდა დავაყენო ფეხზეო... არც მიკვირს, მამის საწოლთან ჩამომჯდარ შუქრის პატარა გოგოს ვინც შეხედავს, ბებიას კი არა, უცნობ ადამიანს მიეცემა მათი დახმარების ძალა. ბავშვი მამას არ შორდება, მის ლოგინზე ჩაძინებულს სხვაგან თუ დაუპირებენ გადაყვანას, იღვიძებს და ისტერიულად ტირის...

- თავად შუქრი როგორ არის?

- ამის აღწერა შეუძლებელია, უჭირავს ძმის სურათი ხელში და ტირის. სოფელი ყველანაირად ვეცდებით დავეხმაროთ შუქრის ფეხზე დადგომაში, მაგრამ ვერა ვართ ფინანსურად ძლიერად, არადა, მის სამკურნალოდ დიდი თანხაა საჭირო. საქართველოში ღვთისნიერ ადამიანებს რა გამოლევს, იქნებ, მიიტანოთ ამ ოჯახის უბედურება გულთან და ჩვენთან ერთად დაეხმაროთ. თქვენს შთამომავალებს მხოლოდ ეს მადლიც ეყოფა, რომ ცხოვრებაში არაფერი გაუჭირდეთ...

ამ ენითაუწერელი დრამის შესახებ საუბრის გაგრძელება გაგვიჭირდა. იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ ჭყონიების ოჯახისთვის ხელისგაწვდენა და შუქრის ფეხზე დადგომაში დახმარება სიკეთის სასწაული იქნება.

შუქრი ჭყონიას პირადი ნომერი: 26001021975

ლიბერთი ბანკი. ანგარიში: GE94LB0711195477098000 (უცხოეთიდან)

GE71LB0211195477098000 (საქართველოდან)

მიმღები შუქრი ჭყონია

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შუქრის დედას ლალი გვარჯალაძეს - 558 68 69 12

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)