13 ივნისის სტიქიისას დაღუპულის ცხედარი მტკვარმა გამორიყა - კვირის პალიტრა

13 ივნისის სტიქიისას დაღუპულის ცხედარი მტკვარმა გამორიყა

13 ივნისის სტიქიისას დაღუპულის ცხედარი მტკვარმა გამორიყა

თბილისში, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედრის ამოცნობა დნმ-ს საშუალებით მოხერხდა, - ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

შსს-ს ცნობით, ცხედარი მდინარე მტკვარმა ფონიჭალაში 23 აგვისტოს გამორიყა. ამის შემდეგ ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა და გუშინ დადგინდა, რომ ნაპოვნია 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილი.

ამასთან, ამ დროისთვის, სტიქიის შედეგად დაკარგულად ორი ადამიანი ითვლება.

"ინტერპრესნიუსი"