მამაშვილობა ქართულად (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

მამაშვილობა ქართულად (ფოტოგალერეა)

სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ ბავშვის გაზრდა ქალის საქმეა და შვილებისთვის მამების მიერ დათმობილი მცირე დროც საკმარისია, თუმცა ეს რომ ასე არ არის, ამის მტკიცებულება თითოეული ჩვენგანის ბავშვობაა. თუ კარგად დავფიქრდებით, გაგვახსენდება, რომ ყურადღებას მშობლებისგან თანაბრად ვითხოვდით, რას ვიღებდით ეს სხვა საკითხია... ჩვენში  მამების უმრავლესობა ჯერაც წარმოუდგენლად მიიჩნევს პატარისთვის საფენის გამოცვლას, მშობელთა კრებაზე სიარულსა თუ შვილებთან ერთად გაკვეთილების მომზადებას... არადა, ეს თქვენი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი მამაკაცები, მამები ბავშვების გაზრდაში საკუთრი როლის წარმოჩენით ერთგვარ მაგალითად იქცნენ რიგითი მოქალაქეებისთვის.

ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა მათი შვილებთან გადაღებული ფოტოები და ერთ ალბომად წარმოგვედგინა თქვენთვის.

მაშ, ასე: ცნობილი ქართველი მამები შვილებთან ერთად (ფოტოგალერეა)