ქუთაისის უნივერსიტეტსა და უკრაინის სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა - კვირის პალიტრა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და უკრაინის სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული მრავალ საერთაშორისო პროექტში, გვაქვს გაცვლითი პროგრამების ფართო არჩევანი, მემორანდუმები ფორმდება ევროპის სხვადასხვა უნივერსიუტეტებთან.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი მემორანდუმი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში გაფორმდა:

2015 წლის სექტემბერში ქუთაისის უნივერსიტეტსა და უკრაინის სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობაზე. ეს მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას, გაცვლითი პროგრამების შემოღებას როგორც სტუდენტებისა და მკვლევარების, ასევე, აკადემიური პერსონალისათვის, ერთობლივ კვლევებსა და პუბლიკაციებს. მემორანდუმს ხელი ტემპუსის (TEMPUS) პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის "უნივერსიტეტების მართვის ინტეგრირებული სისტემა: ევროპის გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყვენის მაგალითზე" ფარგლებში მოეწერა.

სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ქუთაისის უნივერსიტეტის აქტიური თანამშრომლობა 2012 წლიდან დაიწყო, უნივერსიტეტი დაარსდა 1966 წელს და დღეისათვის სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.