ამას წინათ მეგობარი ვნახე, მომენატრა და მივედი. კარი გაღებული არ ჰქონდა, ნახევრად ცარიელი წიგნის თაროები მომხვდა თვალში, შესასვლელში რომ ჩამოეკიდა. რა კარგია, ახლა გააკეთებინე-მეთქი? - ვკითხე. ეჰო, ხელი ჩაიქნია და სასტუმრო ოთახისკენ გამიძღვა. მთელი საღამო ისე ვილაპარაკეთ, ერთ სპექტაკლში რომ არის, სულ "გახსოვს, გახსოვს?" ვეძახეთ ერთმანეთს...- ეგ სამი თარო ახლა კი არა, რამდენი ხანია მაქვს. რამდენი წელია ვავსებ და ვერ შევავსე, ან რანაირად უნდა შემევსო? როცა ჩემი ნაშოვნი ფულით წიგნების ყიდვა მოვინდომე, ქვეყანაც მაშინ დაინგრა და დაიქცა თავის ქაღალდიან-წიგნიან-სტამბიანად. არ დამავიწყდება, იმ წლებში ხშირად მიწევდა დიღომში გასვლა და ნერვები მაწყდებოდა, მრავალსართულიან სტამბას რომ გავხედავდი. ჯერ მინები ამოაცალეს, მერე ფანჯრის ჩარჩოები, მერე დაზგები წაიღეს და ჯართში ჩააბარეს, შენობაც გაიყიდა და ჩემი ოცნებაც გაქრა, ამ სტამბაში დაბეჭდილი "ქართული მწერლობის" 30-ტომეული მქონოდა. არადა, რა წვალებით გვქონდა ნაშოვნი ამ წიგნების ტალონი - ამაზე უკეთესს ხომ ვერაფერს შეიტან ოჯახში! მერე ვიღაცებმა კი გააგრძელეს შეწყვეტილი ტომების ბეჭდვა, მაგრამ ჩვენ რა? ჯერ სულ თითზე ჩამოსათვლელი ეგზემპლარი დაბეჭდეს და თანაც ვიღას ჰქონდა წიგნის ყიდვის თავი, მხოლოდ რამდენიმე ბედნიერს, - ასე დაასრულა გაბრაზებულმა.
- რას იზამ, ჩემო კარგო, როგორმე უნდა შევეგუოთ, რომ წიგნის თაროები ცარიელი დაგვრჩა და შვილები სრულად ვეღარ წაიკითხავენ ქართულ მწერლობას, ისინი კიდევ თავის შვილებს ვერ წაუკითხავენ-მეთქი...
ასე კი ვუთხარი, მაგრამ როგორია ამასთან შეგუება?!
რამდენიმე დღის შემდეგ იმ მეგობარმა დამირეკა, ცოტა ხნის წინ რომ ვესტუმრე. აღელვებული მეჩვენა: "კვირის პალიტრაში" წავიკითხე, თურმე ჟურნალ "გზასთან" ერთად ქართული რჩეული პროზის ტომების შეძენას შევძლებ, თან ძალიან იაფად და გეხვეწები, მითხარი, წიგნი რა ეღირებაო?
- ფასი მეც სულ ახლახან შევიტყვე და შენც გაგახარებ, - ვუთხარი, - თითო წიგნი დაახლოებით 300-გვერდიანია და 3 ლარი ეღირება! აბა, შენ იცი, ყურადღებით იყავი, არც ერთი ტომი არ გამოგრჩეს-მეთქი.
იმ დღეს სამსახურში წასვლამდე წიგნის მაღაზიაში შევიარე. გამიხარდა, ძველი ნაცნობი რომ დავინახე, 12 წლის ანანო და ხუთი წლის ლიკა ახლდნენ. ანანო წიგნებს ათვალიერებდა და ჩემდა გასაკვირად, ყიდვას არ ითხოვდა, ლიკა კი წიგნების თაროების ქვეშ შემძვრალიყო, სანამ ცხოველებზე წიგნს არ მიყიდი, არ გამოვალო. ძლივს გამოვიყვანეთ. დედამისმა, თხოვნას აზრი არა აქვს, რაც ფული მქონდა, უკვე ვუყიდე წიგნებიო. მერე მითხრა, "პალიტრა L "-ისა და "გზის" პროექტის შესახებ მითხრა მეუღლემ, ეს რა კარგი რამ წამოგიწყიათ, საAშვილიშვილო საქმე გაკეთდება, წიგნი დაგვიბრუნდება და ჩვენი შვილები მართლაც "საგანძურს" ეზიარებიანო.
"ქართული პროზის საგანძურის" პრეზენტაცია 4 მარტს 16 საათზე გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში და თუ მოხვალ, კიდევ ერთ ლამაზ დღეს ეზიარები-მეთქი. სიაMმოვნებითო, მერე ანანოს მიუბრუნდა, ამ ოთხშაბათს გურამ დოჩანაშვილის წიგნის პრეზენტაცია იქნება და ჟურნალ "გზასთან" ერთად გიყიდიო! ეგ ვინ არისო, - ჰკითხა ანანომ.
ვინა და, "წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ", - აი, ასე რომ წერს-მეთქი, ვუთხარი.
- რააა?
- რა და, ამ ოთხშაბათს როცა პრეზენტაცია იქნება, დედას წამოჰყევი და გაიცნობ, ვინც არის.
- მართლა? - გაუხარდა ანანოს და მეც ვუთხარი, აუცილებლად მოგეწონება, როცა მის წიგნებს წაიკითხავ, კიდევ უფრო მეტად. მერე სხვა კარგ მწერლებსაც გაიცნობ და "გზასთან" ერთად იმათ წიგნებსაც იყიდით-მეთქი. ხომ უყიდი, ნინო? - ვკითხე ჩემს ნაცნობს. მეტ სიმდიდრეს რას დავუტოვებ შვილებსო და წავიდნენ... და მე კიდევ დიდხანს ვფიქრობდი, რამდენი ადამიანის გულს გაახარებს ყოველ ხუთშაბათს "გზასთან" ერთად დიდი მწერლების ნაწარმოებების შეძენა.
P.S. ჰოდა, დავიწყოთ გურამ დოჩანაშვილის "ჭიქით" ("სამოსელი პირველის" ჭიქაზე ვამბობ): წყაროდან ნუ წამოვიღებთ, უბრალოდ, ავიღოთ, შევავსოთ ცოდნით და დავეწაფოთ. ამ ცოდნას ერთი წლის განმავლობაში ჟურნალი "გზა" და "პალიტრა L" თავიანთი გამოცემული წიგნებით მოგვაწვდიან. წყურვილის მოკვლა ჯერ ქართველი მწერლებიდან დავიწყოთ და მერე სხვაც იქნება. იმ სხვაზე მერე მოგითხრობთ...












ორიგინალი ზუსტად ემთხვევა ფრანგულ გაზეთში დაბეჭდილს
ჰორიზონტში ჩაკიდებული ცეცხლისფერი მზე... უცნაურად აღელვებული ზღვა და ალით განათებული ქალაქი - ეს სოხუმის უკანასკნელი კადრია, რომელიც აფხაზეთიდან ქართველებით დატვირთული გემის უკანასკნელ რეისზე მოხვედრილს სამუდამოდ ჩარჩა გონებაში.
პირველი ოქტომბრიდან იტალიელი დირიჟორი ჯანლუიჯი მარჩიანო ოფიციალურად დაინიშნება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად. მანამდე კი, 28 ივლისს, თეატრი იტალიაში გასტროლზე მიდის, - გუბიოს საერთაშორისო ფესტივალზე ქართველები წარადგენენ ვერდის ოპერა "რიგოლეტოს".
გარუჯვასა და კანის პრობლემებზე მკითხველთა შეკითხვებს კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დერმატოვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი უპასუხებს.
ამბობენ, საიქიოს გარდასულნი სააქაოს დარჩენილთა მწუხარების გამო იტანჯებიანო. თუ ასეა, იოლი წარმოსადგენია, რას განიცდის ბერდია არაბულის სული. რომ შეეძლოს ალბათ ცხოვრებას იმ დრომდე დააბრუნებდა, როდესაც უკანასკნელად მიუჯდა საჭეს და ბედნიერმა გააქანა საყვარელი ხალხით სავსე ავტომობილი...
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს. კედლიდან ხვლიკი გამომძვრალა და მზეს ეფიცხება. დროდადრო მწვანე თავს წამოსწევს და ზანტად იყურება აქეთ-იქით. სკებიდან გამოსული ფუტკრის ზუზუნი ავსებს სოფლის მიდამოს.
არა, ბატონებო, თქვენ კი არ ზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯიბეზე!
სასტუმრო "აჭარის" ამჟამინდელი სახელწოდებაც იმაზე მიუთითებს, რომ ის საერთაშორისო ბრენდის შემადგენელი ნაწილია და ვალდებული ვართ, დავიცვათ ბრენდის მოთხოვნები, როგორც სხვა ფაქტორებით, ასევე წარწერებითაც.
”ჩემსა და შორენა ბეგაშვილის დაპირისპირებაზეც ბევრს ლაპარაკობენ. ერთ-ერთი ჩაწერის დროს ვკითხე, შეგიძლია თუ არა, შენს იმიჯმეიკერს, გუდუნას, ტუჩებში აკოცო-მეთქი. იწყინა, - მაგას როგორ ვიზამო? - მაგაზე უარესი არ გააკეთე ფილმში, მთლად გაშიშვლდი და ყველას თვალწინ სექსი გქონდა-მეთქი? როცა კინოში ან შოუბიზნესში ხარ, სითამამეც გჭირდება და სიახლეც. მაგრამ, რაც შორენამ გააკეთა, მე ვერ გავაკეთებ. ჩემთვის ასეთი "მსხვერპლი" მიუღებელია. ამიტომაც ვკითხე შორენას... ჯერ გაბრაზდა, შემდეგ კი საზოგადოებას დაანახვა, რომ ჩემზე აღარ იყო ნაწყენი და... ერთმანეთს ტუჩებში ვაკოცეთ...












