Facebook, ნუ მისცემ საშუალებას გაგვაწევრიანონ ჯგუფებში ჩვენი დასტურის გარეშე! - კვირის პალიტრა

Facebook, ნუ მისცემ საშუალებას გაგვაწევრიანონ ჯგუფებში ჩვენი დასტურის გარეშე!

საქართველოში, უკვე წელიწადზე მეტია, მომხმარებლის სურვილის მიუხედავად, ხდება Facebook - ჯგუფებში ვირუსულად გაერთიანება.

ეს ჯგუფები ძირითადად ავრცელებენ სპამ-ინფორმაციას, რომელიც ხშირად შეიცავს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას ან არის სექსუალური შინაარსის, რაც Facebook-ის აუდიტორიისთვის დიდ დისკომფორტს ქმნის.

Facebook-ის ჯგუფებში უნებართვოდ გაწევრიანება

კიდევ უფრო შემაწუხებელი გახდა, რის გამოც ზოგიერთი მომხმარებელი უკვე მიმართავს Facebook-ს, გაამკაცროს კონტროლი ჯგუფებში გაწევრიანებაზე.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოთხოვნას მივცეთ პეტიციის სახე. გთხოვთ, შეავსოთ პეტიცია ჯგუფებში უნებართვოდ გაწევრიანების აკრძალვის მოთხოვნით. გვსურს 30 000 ხელმოწერის შეგროვება, რომელიც გაეგზავნება Facebook-ის ადმინისტრაციას. რაც მეტი ადამიანი შეავსებს პეტიციას, მით უფრო დამაჯერებელი იქნება ჩვენი მოთხოვნა.

პეტიციის შესავსებად გადადით ამ ბმულზე