პროსტიტუცია, ტრეფიკინგი, მოტყუებული ადამიანები, ანუ "თურქული სერიალი" ქართველების მონაწილეობით - კვირის პალიტრა

პროსტიტუცია, ტრეფიკინგი, მოტყუებული ადამიანები, ანუ "თურქული სერიალი" ქართველების მონაწილეობით

"აქ ისეთ რამებს ვნახულობ, თავი სერიალში მგონია..."

თურქეთის ქალაქ რიზეში პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქის ვინაობა უკვე ცნობილია,-ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქეთიდან პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე უფროსი, 38 წლის ქალი, ე.წ. მამაშაა. მათი ვინაობა ადგილობრივ მედიაში უკვე გამოქვეყნდა. დაკავებულებიდან სამი ქართველი უკვე დეპორტირებულია...

თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ რიზეში, საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან 3 საჯარო სამსახურის თანამშრომელია. თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ისინი სამართალდამცველებმა სასტუმროებში, ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ ადგილებში რეიდის დროს აიყვანეს... ტრაპიზონში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში კატეგორიულად გამორიცხავენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს სამი მოქალაქე საჯარო მოხელეა.

როდესაც ამის შესახებ ინფორმაციის მოძიებას თურქეთში მცხოვრები ქართველებისგან შევეცადე, მათ მსგავი ფაქტი არც გაკვირვებიათ, რადგან თურქეთში ქართველი გოგონების პოტენციურ მეძავებად ჩაყვანა ჩვეულებრივ ამბად იქცა... მათი თქმით, თურქეთში ჩადიან ქართველები, ე.წ. პროდიუსერები, რომლებიც გარკვეულ წრეებში თავის დამკვიდრების შემდეგ იწყებენ ქართველი გოგონების - მოდელების, მოცეკვავეების იქ ჩაყვანას, ვითომდა სამუშაოდ, თუმცა ისინი თურქეთში ჩასვლის შემდეგ, სრულიად სხვა რეალობაში აღმოჩნდებიან ხოლმე.

გიორგი ჩაგანავა, თურქეთში მცხოვრები ქართველი:

- რვა წელია თურქეთის ერთ-ერთ ქალაქის ბარში ვმუშაობ. ის, რომ ქართველი გოგონები აქ ვითომ სამუშაოდ ჩამოდიან, არავის უკვირს, მაგრამ ისეც ხდება, რომ ზოგი მოტყუებით ჩამოჰყავთ, - აქ ერთი ბიჭია, ვინაობას არ დავაკონკრეტებ, აქაური ქართველები ისედაც იცნობენ. ოფიციალური სუტენიორია, უკვე წლებია მოტყუებით ჩამოჰყავს გოგონები, სამუშაოს სთავაზობს საუკეთესო პირობებით. საქართველოშიც ჰყავს წარმომადგენელი, რომლის დახმარებითაც იქ პოულობს "საკბილოს", ანუ გოგონებს, რომლებიც კარიერის უცხოეთში აწყობაზე ოცნებობენ, ესენი არიან: მოდელები, მოცეკვავეები, მომღერლები. ესენი წინასწარ ურიგდება ვინმე ფულიან თურქს,  რომელიც მისთვის სასურველ გოგოს ირჩევს და მისი იქ ჩამოყვანის შემდეგ პირდაპირ მის კლანჭებში ვარდება... ვიცი, რომ ძალიან ბევრი ასე "სამუშაოდ" და კარიერის გასაკეთებლად ჩამოსული გოგონა, თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში დარჩა. მათი სიმრავლით გამოირჩევა ანკარა და ანტალია. ზოგი საკმაოდ დიდხანს ცხოვრობს "ოქროს გალიაში", თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ, თურქი კაცები, სხვაზე ნადირობას იწყებენ. ასე რომ, კაცმა არ იცის, სად აღმოჩნდებიან რაღაც დროის შემდეგ კარიერის გასაკეთებლად ჩამოსული ქართველი გოგონები... ძალიან ბევრი გოგო დარჩენილა მოტყუებული, მაგრამ საქმე ის არის, რომ აქ ჩამომსვლელთა რაოდენობა არ მცირდება...

თემო, 28 წლის, ანტალიაში მცხოვრები ქართველი:

- აქ ისეთ რამებს ვნახულობდი, სიგიჟემდე მივდიოდი, - აქ ვნახე ჩემი ახლობელი, 40 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც ოჯახს მოხუცის მომვლელი ეგონა და თურქი კაცის საყვარელი, შემდეგ კი ცოლი გახდა. აქ გავიგე, თაფლობისთვის გასატარებლად ჩამოსული ქართველი წყვილის ამბავი,- პატარძალი გათხოვებამდე აქ მუშაობდა თურმე და ჩამოსვლის შემდეგ, ქმარს გაეპარა და ერთ-ერთ ბარში იპოვა თურქულმა ჟანდარმმა გონის დაკარგვამდე მთვრალი იპოვა... აქ ვნახე თურქ კაცზე გათხოვილმა ქალმა როგორ გაათხოვა მისი ქალიშვილი იმ კაცის შვილზე,  კარგა ხანს თავი სერიალში მეგონა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)