ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
08-03-2010
მის სინდისს თურმე საცრისტოლა თვალები ჰქონდა...
მის სინდისს თურმე საცრისტოლა თვალები ჰქონდა... ხანდახან სიკვდილი გულს ისე გააქვავებს ხოლმე, წვეთ ცრემლს არ გადმოგაგდებინებს... შეიძლება მართალიცაა სიკვდილი, თორემ ჩემი თაობა, ვარაზის ხევთან, აფხაზეთის მემორიალზე წარწერად დარჩენილ ბიჭებს რომ აუვლის, მარტო იქ უნდა დაიხრჩოს ცრემლის ტბაში.

ერთ საღამოს ამ მემორიალს შავოსანი ქალი მიხუტებოდა ცალი ლოყით, მეორე ლოყაზე შავი მანდილი ჩამოეფარებინა და რომელიღაც ბიჭის სახელს ეფერებოდა ხელით. აი, იმ ხელმა ცრემლი წამოიღო და ყელთან დამიგუბა. ის ბიჭები შემეცოდა, გარდაცვლილ დედებს რომ გაეპარნენ ომში და დედებმა მაინც გაიგეს...


ზაზა ბენდელიანიც გაიპარა ომში, - მამასაც გაეპარა, დასაც, მეგობრებსაც, იმ ახლობელსაც, წინა დღეს რომ ესტუმრა და ყველაფერზე ელაპარაკა, გარდა ომისა, მაგრამ გარდაცვლილ დედას უფრო გაეპარა, რადგან დედას გული იმ ქვეყნადაც ასტკივდა და სიზმრად მისდია საყვედურებით, - შვილო, სად მიდიხარ, თუ ბრძოლა გინდა, მინდორზე, ფეხბურთში იბრძოლე, ტყეში მგლებს ნუ ებრძვი, დამარცხდებიო! ზაზა კი მინდორზე ბრძოლაში გმირი იყო, თანაც დაუმარცხებელი - ჭაბუკებს შორის ორჯერ გახდა ფეხბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ორჯერაც ოქროს მედალი  მოიპოვა. და... მაინც ომში გაიპარა - მედლების გარდა, სინდისიც ჰქონდა (შოთა ნიშნიანიძე ამბობდა ამნაირ სინდისზე:

"შენ გაეპარე მყუდრო ლოგინს
და მყუდრო ოთახს
და იმ წუთიდან აღარ იყავ
მშობლის შემბრალე,
შენს სინდისს თურმე საცრისტოლა
თვალები ჰქონდა
და სინდისს ალბათ იმიტომაც
ვერ გაეპარე..."  

"ღამის ორი საათია, ჩემმა ყვირილმა გამომაღვიძა... დედაჩემი ორი წლის გარდაცვლილია და არასოდეს დამსიზმრებია, ხშირად კი მინატრია, სიზმარში მაინც ვნახო-მეთქი და ახლა, ამ შუაღამისას, სხვის სახლში გამომეცხადა, უარი მითხრა წაყვანაზე და მისაყვედურა: - ამ ტყეში, მგლებთან ბრძოლას მოეშვი, ბრძოლა თუ გინდა, მწვანე მინდორზე იბრძოლე ბურთით. მგლებს ებრძვი და დამარცხდებიო. გონს რომ მოვედი, შემრცხვა.

თავზე დამდგომოდნენ მამაჩემის მეგობრები - დედაშენი ხომ არ დაგსიზმრებია, - "დედა, დედას" ყვიროდიო... არ მახსოვს-მეთქი". იცრუა, - დედის ხმა როგორ შეიძლება არ გახსოვდეს, მაგრამ მის სინდისს გაგრაც ახსოვდა: "მამაჩემი რომ გაგრაში გადაიყვანეს სამუშაოდ, სამოთახიანი ბინა მოგვცეს ზღვასთან ახლოს, იქ, მინიფეხბურთის მოედანზე, დილიდან საღამომდე ბურთს დასდევდნენ ჩემი ტოლები. მალე მეც ჩავერიე თამაშში... მერე ცხოვრებაში მქონდა ნათელი საბრძოლო გზა, რომელსაც შევწირე 15 წელი.

ეს გზა ფეხბურთი იყო. ახლა ბურთი თოფით შევცვალე. გაგრის დაცემამდე ომში მონაწილეობაზე არც მიფიქრია (ჩემი დიდი ბებია აფხაზია), მაგრამ ეს გადავწყვიტე მაშინ, როცა გაგრის სტადიონზე, სადაც მე და ჩემს თანატოლებს ფეხბურთს გვასწავლიდნენ თამაზ კუჭუხიძე, გიორგი სიჭინავა, იარაღით მოსულმა ბარბაროსებმა ქართველთა მოჭრილი თავებით ფეხბურთი გამართეს. ჩემი სიყრმის გაგრელი მეგობრების, თანაკლასელების სტადიონზე დახოცვამ მაიძულა, მაყურებლის როლში არ ვყოფილიყავი"...

და... ზაზა ომში სინდისს გაჰყვა უკან. მერე იქ, ტამიშთან წინ სირბილით გაიჭრა, როგორც სტადიონზე, თამაშისას. ვინც ცოცხალი გადაარჩინა, ისინი იგონებენ: "შეტევაზე გადასვლა გვინდოდა, მაგრამ ზევით, კვიპაროსზე, სნაიპერი იჯდა. გურამ იმნაძე გვერდზე იყო ჩამჯდარი ავტომატით. ტყვია მოხვდა ავტომატის ლულას და გადასხიპა.

მინდორიც დანაღმული იყო. ასეთ დროს "ველი ავტომატის ჯერით უნდა დამუშავდეს". მაგრამ როცა გესვრიან, ამას როგორ მოახერხებ! ასეთ დროს მეთაური იძულებული ხდება, ვინმე გაუშვას წინ. სანამ სიტყვას დავამთავრებდით, ზაზამ დაიძახა, - მე წავალო და ზიგზაგებით გაიქცა კვიპაროსისკენ. მერე სხვებიც მიჰყვნენ"...

და ზაზას სრბოლა კვიპაროსთან შეწყდა - აფეთქდა... და იქვე შეწყდა დედის ხმაც, - აღარ ეძახდა,  მგლებს ნუ ებრძვი, დამარცხდებიო. ვერც მისი ხელი მოეფერება წარწერად ქცეულ შვილის სახელს საძმო საფლავზე. ეს ბედნიერებაც არის დედისთვის. მაგრამ სხვამ ყველამ, ვისაც ზაზა უყვარდა, იგი უკვდავებად აქცია - ჯერ მშობლიურ სკოლას მიენიჭა მისი სახელი. მერე ფეხბურთის ტურნირს. ტურნირი წელსაც ჩატარდა - 25 თებერვალს.

ახლა ჩვენ უნდა ვეფერებოდეთ ამ ბიჭების სახელებს, - მეტად, უფრო მეტად, რომ ერის სრბოლაც არ შეწყდეს ჩვენი დანაღმული მინდვრებიდან მომავლისაკენ.
marina
11 მარტი 2010 18:43
Dრეს კიდევ უფრო მეტად მეცოდებიან ის ბიჭები, თურმე როგორ გამყიდველ მთავრობას ემსახურებოდნენ!
demetre
10 მარტი 2010 16:59
გმადლოთ ქალბატონო ეთერ ასეთი წერილისთვის
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ორიგინალი ზუსტად ემთხვევა ფრანგულ გაზეთში დაბეჭდილს

”ამას წინათ თბილისში ერთ ოჯახს ვსტუმრობდი. ყურადღება მივაქციე "დონ კიხოტის" გრაფიკას კედელზე. მასპინძელმა მითხრა, - ეს ლითოგრაფია უცხოეთში მცხოვრებმა ახლობელმა მაჩუქაო. გამაკვირვა მოლურჯო-მომწვანო ტონალობამ, რომლის მსგავსი "დონ კიხოტის" გრაფიკაში ადრე არ მენახა. ჩარჩოდან ამოვაღებინე. ყველაფერი ძალიან ძველი იყო: ჩარჩოც, ქაღალდის ზურგის დამცავი არშიაც, ჩაჟანგული ლურსმნებიც... ნახატი გამადიდებელი მინით დავათვალიერე - ჩემ წინაშე ხელით შესრულებული ორიგინალი იდო!”
KvirisPalitra.Ge ჰორიზონტში ჩაკიდებული ცეცხლისფერი მზე... უცნაურად აღელვებული ზღვა და ალით განათებული ქალაქი - ეს სოხუმის უკანასკნელი კადრია, რომელიც აფხაზეთიდან ქართველებით დატვირთული გემის უკანასკნელ რეისზე მოხვედრილს სამუდამოდ ჩარჩა გონებაში.
KvirisPalitra.Ge პირველი ოქტომბრიდან იტალიელი დირიჟორი ჯანლუიჯი მარჩიანო ოფიციალურად დაინიშნება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად. მანამდე კი, 28 ივლისს, თეატრი იტალიაში გასტროლზე მიდის, - გუბიოს საერთაშორისო ფესტივალზე ქართველები წარადგენენ ვერდის ოპერა "რიგოლეტოს".
KvirisPalitra.Ge გარუჯვასა და კანის პრობლემებზე მკითხველთა შეკითხვებს კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დერმატოვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი უპასუხებს.
KvirisPalitra.Ge ამბობენ, საიქიოს გარდასულნი სააქაოს დარჩენილთა მწუხარების გამო იტანჯებიანო. თუ ასეა, იოლი წარმოსადგენია, რას განიცდის ბერდია არაბულის სული. რომ შეეძლოს ალბათ ცხოვრებას იმ დრომდე დააბრუნებდა, როდესაც უკანასკნელად მიუჯდა საჭეს და ბედნიერმა გააქანა საყვარელი ხალხით სავსე ავტომობილი...
KvirisPalitra.Ge ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს. კედლიდან ხვლიკი გამომძვრალა და მზეს ეფიცხება. დროდადრო მწვანე თავს წამოსწევს და ზანტად იყურება აქეთ-იქით. სკებიდან გამოსული ფუტკრის ზუზუნი ავსებს სოფლის მიდამოს.
KvirisPalitra.Ge არა, ბატონებო, თქვენ კი არ ზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე,  ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯიბეზე!

"აი სი ჯგუფი" სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას აზღვევდა და აზღვევს თავდაცვის სამინისტროს ჩათვლით. ეს სადაზღვევო კომპანია სახელმწიფო გადაწყვეტილებებსაც არ სცემს პატივს.
KvirisPalitra.Ge ბაბუა მეუბნებოდა, მთელი საქართველო მღერის და განა ყველა მომღერალიაო?! სიმღერის ცოდნა სისხლით მოგდგამს, თორემ იმას კი არ ნიშნავს, რომ პროფესიად გაიხადოო. მე კი არჩეული გზიდან აღარ გადავუხვიე.
KvirisPalitra.Ge სასტუმრო "აჭარის" ამჟამინდელი სახელწოდებაც იმაზე მიუთითებს, რომ ის საერთაშორისო ბრენდის შემადგენელი ნაწილია და ვალდებული ვართ, დავიცვათ ბრენდის მოთხოვნები, როგორც სხვა ფაქტორებით, ასევე წარწერებითაც.
KvirisPalitra.Ge ”ჩემსა და შორენა ბეგაშვილის დაპირისპირებაზეც ბევრს ლაპარაკობენ. ერთ-ერთი ჩაწერის დროს ვკითხე, შეგიძლია თუ არა, შენს იმიჯმეიკერს, გუდუნას, ტუჩებში აკოცო-მეთქი. იწყინა, - მაგას როგორ ვიზამო? - მაგაზე უარესი არ გააკეთე ფილმში, მთლად გაშიშვლდი და ყველას თვალწინ სექსი გქონდა-მეთქი? როცა კინოში ან შოუბიზნესში ხარ, სითამამეც გჭირდება და სიახლეც. მაგრამ, რაც შორენამ გააკეთა, მე ვერ გავაკეთებ. ჩემთვის ასეთი "მსხვერპლი" მიუღებელია. ამიტომაც ვკითხე შორენას...  ჯერ გაბრაზდა, შემდეგ კი საზოგადოებას დაანახვა, რომ ჩემზე აღარ იყო ნაწყენი და... ერთმანეთს ტუჩებში ვაკოცეთ...