"ძნელია კაცურად სიარული" - რას ნანობს ბუბა კიკაბიძე?
"ძნელია კაცურად სიარული" - რას ნანობს ბუბა კიკაბიძე?
28-12-2015
შელია იყო გამომცდელი, ცხვირი აწითლებული ჰქონდა, წინადღის ნაქეიფარი იყო. წადი ახლა და 2 ბოთლი ცივი ლუდი მომიტანეო... ერთი ბოთლი მოიყუდა. აიღე ბილეთიო, მანიშნა. პეტრე პირველი შემხვდა. რაღაცები ვუთხარი. გეტყობა, შენც არ გეცალა წუხელო. ნაქეიფარი გახლავართ-მეთქი. ჩამომითვალე, რა ელაგა თქვენს სუფრაზეო. დავ­იწყე: გოჭზე გამაჩერა და მეკითხება, ს ხრენამ? მე ხრენი ცუდი სიტყვა მეგონა და ვუპასუხე, არა, ეტყობა, სანამ სუფრაზე მოიტანეს, მოაჭრეს-მეთქი. აუტყდა სიცილი. ამ "სირთ­ულით" ჩაიარა დანარჩენმა გამოცდე­ბმაც

ინტერვიუ ბუბა კიკაბიძესთან საახალწლო განწყობით მინდოდა დამეწყო, თუმცა მისმა მონათხრობმა საახალწლო ამბავმა, თავდაპირველად, ცოტა დამაბნია. ის ხომ იმ თაობის წარმომადგენელია, რომელთა მამებიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ.

"თოვლის ბაბუა არის მამა... ოჯახის კაცი, ვინც უნდა მოვიდეს ღამე და ბავშვმა დილით ნახოს ფეხსაცმელში ჩადებული მისი დანატოვარი საჩუქარი... მე სულ ვეძებდი, მაგრამ ჩემს ფეხსაცმელში არასდროს არაფერი არ იდო, იმიტომ, რომ მამა არ იყო..."
და მაინც, არ არის ეს ინტერვიუ სევდიანი - საოცრად გულწრფელი და თბილია...

"გიჟს ჰგავდა დედა..."

ჩვენს თაობას ძნელი ბავშვობა ჰქონდა. მამა თითქმის არავის ჰყავდა. ყველა ჯარში იყო. მამაჩემს თვალების პრობლემა ჰქონდა და დატოვეს, მაგრამ თავისი სურვილით წავიდა. ქერჩში დაიღუპა. დიდ ეზოში ვცხოვრობდით, ძერჟინსკის #10-ში. ვინც რას შოულობდა, ყველაფ­ერს ვიყოფდით. არ იყო მაშინ რკინის კარი და ინგლისური საკეტები. გადაკეტავდა­ დედა სახლის კარს და გასაღებს ფეხის საწმენდი ტილოს ქვეშ მიტოვებდა. ასე იყვნენ სხვებიც.
ჩვენს გვარში ყველა მღეროდა. დედა ჯერ ძმასთან, ძია ჯანოსთან მღეროდა,­ მერე - კაპელაში, 40 წელზე მეტხანს გალობდა სიონის ტაძარში. წმინდა ნინოს ორდენი ჰქონდა მიღებული. მე კი ერთი ათაღლარა­ ბიჭი ვიყავი. ჯერ მესამე კლასში დამტოვეს, შემდეგ - მეექვსეში, მერვეში. გიჟს ჰგავდა დედა.

მშენებლობიდან უცხო ენებში

ჩვენს სახლთან ცოტა მოშორებით ჩემი მეგობრები ცხოვრობდნენ. მათ სადარბ­აზოს კარგი აკუსტიკა ჰქონდა. რომ წამოვიზარდეთ, იქ გიტარებით დავსხდებოდით და ვმღეროდით. ზურა ხელაია ჩვენზე უფროსი იყო, კარგ სიმღერებს წერდა. ერთხელ წაგვაწყდა, ღამით რომ ვმღეროდით. წამო ჩემთან სამედიცინო ინსტიტუტში­ და იქ იმღერეო. მაშინ ვნახე პირველად მიკროფონი. იმ პერ­იოდში ყველა ინსტიტუტში­ ვიმღერე, გარდა ზოოვეტერინარულისა. მხოლოდ მათ არ ჰყავდათ თვითმოქმედი­ ანსამბლი. ყველაზე ლამაზი გოგონები­ უცხო ენების ინსტიტუტში სწავ­ლობდნენ, ინიაზში, როგორც მაშინ ვეძახდით. ლექციები რომ მთავრდებოდა, ნახევ­არი თბილისის ბიჭები ინიაზის წინ იდგნენ. იმხანად დაბრუნდა თბილისში გელა ჩარკვიანი. მითხრა, ჩემს მეგობარს პატარა ორკესტრი ჰყავს და კურსის გამოსაშვები საღამო აქვთ უცხო ენებში, იქნებ მიეხმაროო.­ მართლაც ვიმღერე. ლექტორს ვეუცხოვე, ეს ბიჭი ჩვენთან სწავლობსო? არა, მშენებლობაზე მუშაობსო, უპასუხიათ. რუსულ სკოლას ვაშენებდით ენგელსის ქუჩაზე. არ უნდა უცხო ენებში ისწავლოსო? არადა, ენის გაგებაში არ ვიყავი. მირჩიეს, წადი, ბიჭო, პედაგოგს მოგამაგრებენ, მოგა­მზადებს და ჩაგრიცხავენო. ასეც მოხდა. დადგა აგვისტო. პირველი გამოცდა ისტორიაში გვქონდა.
რომ მივედი, ფეხები მომეკ­ვეთა, ჯერ ერთი, წინადღის ნაქეიფარი ვიყავი, მეორე, ამდენ გოგოს შორის ერთი ბიჭი აღმოვჩნდი.

ეს გოგოები ინგლ­ისურად საუბრობენ. შელია იყო გამომცდელი. ცხვირი აწითლებული ჰქონდა, ისიც წინადღის ნაქეიფარი იყო. რა გვარი ხარო, მკითხა. ვუპასუხე. წადი ახლა, კიკაბ­იძე, სამ საათში მოდი და 2 ბოთლი ცივი ლუდი მომიტანეო. სამ საათში მართლაც ყველა გოგო გავიდა გამოცდიდან. შელიამ ერთი ბოთლი გამოცალა. აიღე ბილეთიო, მანიშნა. პეტრე პირველი შემხვდა. რაღაცები ვუთხარი. გეტყობა, შენც არ გეცალა წუხელო, მითხრა. ნაქეიფარი გახლავართ-მეთქი, არ დამიმალავს. ჩამომითვალე, რა ელაგა წუხელ თქვენს სუფრაზეო. დავ­იწყე: კიტრი, პომიდორი, ხაჭაპური, გოჭი... გოჭზე გამაჩერა და მეკითხება, ს ხრენამ? მე ხრენი ცუდი სიტყვა მეგონა და ვუპასუხე, არა, ეტყობა, სანამ სუფრაზე მოიტანეს, მოაჭრეს-მეთქი. აუტყდა სიცილი. მოკლედ, ისტორიაში ოთხიანი დამიწერეს. ამ "სირთ­ულით" ჩაიარა დანარჩენმა გამოცდე­ბმაც. გავხდი სტუდენტი, მაგრამ სწავლა დაიწყო თუ არა, რეპეტიციაზე ამიყვანეს. რეპეტი­ციების კვალდაკვალ კონცერტები რიკინ-რ­იკინით მიდიოდა და პოპულარული გავხდი.

"ასე დავიწყე..."

"რეროს" სახელმწიფო ორკესტრისთვის კონკურსი გამოაცხადეს. ძია ჯანოს ვთხოვე­, მიმიყვანე, გამსინჯონ-მეთქი. არ მიმიღეს, ხრინწიანი ხმა გაქვსო. დასკვნა ასეთი იყო: "Его хриплый голос отдает загнивающим Западом". ასე ეძახდნენ­ მაშინ დასავლეთს. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამიყვანდნენ, წინასწარ წამოვედი ინსტიტუტიდან. მოკლედ,­ ვზივარ სახლში. ამ დროს დამირეკა ვახტანგ გოჩიაშვილმა, რომელიც იმ საბჭოში მჯდარა, რომელმაც დამიწუნა. გვარს თუ გამოიცვლი, 2 კვირაში რუსეთში გასტროლებზე წაგიყვანო. დედამ, ჩემი გვარით წადი, ბაგრატიონზე კარგი გვარი რა არისო... პირველი კონცერტი როსტოვში ჩატარდა. პირველ წერილში, რომელიც ჩემზე­ დაიწერა, მიწასთან ვიყავი გასწორებული: "კონცერტის ბოლოს გამოდის ახალგაზრდა, გამხდარი მამაკაცი და ხრინწიანი ხმით ყვირის მოკროფონში", - ეს იყო 1959 წელი. ასე დავიწყე... შემდეგ "დიელოში" ვმღეროდი, პირველად საზღვარგარეთ მათთან ერთად გავედი.­­ ვინც საზღვარგარეთ დადიოდა, ფარ­თოდ გახელილი თვალებით უყურებდნენ,­ თუ ჯინსი გეცვა და რეზინსაც ღეჭავდი, პირველი კაცი იყავი. მერე იყო "ორერა", რომელთან ერთადაც ხუთივე კონტინენტი მოვიარე... ახლახან ვიყავი ყაზახეთში, ისრაელში, მონტე-კარლოში, უკრაინის 10 ქალაქი მოვიარე. უკრაინამ სახალხო არტისტის წოდება მომანიჭა და 2015 წლის მამაკაცად დამასახელეს.

"ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის..."

დედას მეგობრები რომ შეხვდებოდნენ,­ ერთი იტყოდა, ჩემი რეზიკო ლექციებს კითხულობსო, მეორე იტყოდა, ჩემმა სადოქტ­ორო დაიცვაო. დედა თურმე წითლდებ­ოდა და თავჩაქინდ­რული ამბობდა, ჩემი ბუბა ბარაბანზე უკრავსო. ქება არ იცოდა,­ ოთარა­ანთ ქვრივივით იყო. ერთხელ­ მით­ხრა, რადგან შენს კონცერტებზე ბილეთებს ყიდ­ულობენ, ალბათ, მე რაღაც არ მესმისო.­ სულ უნდოდა, ერთად­ სიმღერა­ ჩაგვეწერა. მეც სულ ვერ ვაბამდი თავს. ხომ იცით, სანამ დედა ცოცხალია, გგონია, სულ გვერდში გეყოლება. ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის...
ჩვენ რომ გაჭირვებაში ვიცხოვრეთ, ბევრს არ უნახავს ასეთი. ცოტა რომ დავდექი­ ფეხზე, ბინა გავუკეთე და არ გადავიდა,­ მეზობლებს­ ვერ დავტოვებო.
კუპონები რომ შემოვიდა, აირია ქალი, მილიონი, 2 მილიონი... ერთხელ პროდუქტი მივუტანე­ და მეკითხება, რამდენი­ დახარჯეო. დიდი არაფერი, დიდუბეში დატოვეს ჩემი მეგობარი ძველი რაიკომის მდივანი, რომელიც საბჭოთა ფასებით მუშაობს-მეთქი. გაიხარა, დაუძახა მეზობლებს, დაურიგა, ბუბას ისეთი­ ძმაკაცი ჰყავს, კიდევ მომიტანსო.

ნაძვის ხეები უცნობისგან


მამა რომ გავხდი, 30 დეკემბერია,­ ბავშვებთან ერთად ხელოვნურ ნაძვის ხეს ვრთავ­, კარზე ზარია. გავაღე­, პატარა ბიჭს ცოცხალი ნაძვის ხე უჭირავს. ბუბა ბიძია, ეს თქვენთან გამომატანეს. ვიღაც კაცმა­ ფული მომცა და მითხრა, ბუბას­ აუტანეო. ვერ გავიგე, ვისგან იყო. მოვრთეთ, ბავშვე­ბმა გაიხარეს. მეორე წელს კიდევ მოიტანეს, მერე კიდევ... ერთხელაც აღარ მოიტანეს.

იმ პერიოდში მეგობარი საავადმყოფოში იწვა და სანახავად­ ავედი. მოსაწევად­ გავედი­ და იქ ერთი მამ­აკაცი შემომიერთდა. მივყევით-მოვყევით... რა დიაგნოზი გაქვთ-მეთქი, შევბედე. კიბო მჭირს, ეჰ, ვეღარ გიგზავნი ნაძვებსო.­ თურმე ის იყო. ახლაც ხმა მებზარება, რომ ვიხსენებ. უკვე მერამდენე წელია, ჩიჩილაკს ვდგამთ. ჩვენი მეკვლეები, ძირითადად, შვილიშვილები არიან... ბევრნი ვართ - 2 შვილი, 3 შვილიშვილი­ და 1 შვილთაშვილი მყავს. ეს პატარა მაგიჟებს...
ადრე ჩვენში კავკასიური ნაძვი ხარობდა. პატრიარქის ქადაგების თანახმად, აღუ­დგენიათ ეს ჯიში. ახლახან დამირეკეს, შევარჩიეთ რამდენიმე გვარი, მათ შორის თქვენიც და მოგართმევთო. მე დავრგავ და ჩემი გვარის სახელზე გაიზრდება ის ხე.

"შენ რომ რამე დაგემართოს, ლამაზ კაბას შევიკერავ..."

ნანი ბრეგვაძე: "იცით, ბუბა რაზე დამცინის ხოლმე? ამ ამბავს ხშირად იხსენებს. ერთხელ ბუბამ კომპლიმენტი მითხრა, შავი კაბა მეცვა და ძალიან გიხდებაო. მაშინ ცუდად იყო, ოპერაცია გაუკეთეს, მე კიდევ დაუფიქრებლად ვუთხარი: ბუბა, შენ რომ რაღაცა დაგემართოს, მე ახალ, ძალიან კარგ კაბას შევიკერავ, ან ვიყიდი და იმ კაბით დავჯდები პანაშვიდზე-მეთქი. გაგიჟდი, გოგო, რას მეუბნებიო. მერე მივხვდი, რა ვუთხარი.…მას შემდეგ ამ ამბავს ყველასთან ჰყვება, აი, ასე ემზადება ნანიო. ნიჭიერი ადამიანია, იუმორის განსაკუთრებული გრძნობით, მიყვარს, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და სულითა და გულით ვულოცავ ახალ წელს".

"ონ ნას ნე ლიუბიტ"

ნანი ბრეგვაძე: "ბუბასნაირი პოპულარული ადამიანი XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე არ შემხვედრია. საზღვარგარეთ ხშირად ვყოფილვართ ერთად. უნდა გენახათ, რა ხდებოდა ქუჩაში. მის დანახვაზე ხალხი გამორბოდა. დღემდე მისტირის მთელი­ რუსეთი: "ონ ნას ნე ლიუბიტ". ეს მათთვის დიდი ტრაგედიაა, რუსეთს რომ არ ეკარება.­ ერთმა იმპრესარიომ, - ბუბა ოღონდ წამოვიდეს ჩვენთან კონცერტზე, საკუთარ თვითმფრინავს გამოვუგზავნიო, ძალიან კარგ პირობებსაც სთავაზობდა, ბუბამ კი, წადით, თქვენი დედაცო".


"მაწუხებს, რომ საქართველო ორად არის გაყოფილი"

თაობა­ მიდის - გია დანელია არ არის კარგად, რიაზანოვი გარდაიცვალა, მე 77 წლის გავხდი...
"მიმინო" განსაკუთრებულად მიყვარს. სამხატვრო საბჭოს­ რომ აჩვენეს და დავინახე, როგორ გადმოცვივდნენ სკამებიდან, მივხვდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა...
ახლა იმ ასაკში ვარ, ცხოვრებისეული დასკვნები რომ უნდა აკეთო...
თუ სიტყვა თქვი, უნდა შეასრულო; ქვეყნისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც შეგიძლია; ოჯახი არ უნდა დაანგრიო; სახლი ააშენო; ხე დარგო... ეს წინაპრებისგან ვიცით, მაგრამ ვაკეთებთ, რო...
ძნელია კაცურად სიარული...
ახალ წელს მივულოცავ ყველას. ძალიან მაწუხებს, რომ საქართველო ორად არის გაყოფილი. ერთი მეორეს აგინებს და პირიქით. მინდა, მშვიდობა იყოს, სიმღერა, ღიმილი, წყნარი ცხოვრება. ოპტიმისტი ვარ, ვთვლი, ყველაფერი კარგად იქნება.


ეკა სალაღაია
Emigrants
04 იანვარი 2016 05:19
Eseti xalxit rom amakobt imitomats gqviat emigranti.
რაია
04 იანვარი 2016 03:08
საბჭოთა აგენტი... მით უფრო დიდი ბოროტებაა, როცა აგენტობას საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებ, ვისთვის მღერი, თუ არა შენი ქვეყნისთვის და შენი ხალხისთვის. შენთვის უკეტესი იყო რუსული ორდენები, საკუთარ ხალხს კი ავტომატით დასდევდი. სად რას იღიღინებ ეგ არაფერია, ერის ყოფნა არყოფნის დროს სად დადგები, ეს არის მთავარი. შენ მაშინ ასრულებდი რუსული სპეცსამსახურების დავალებას და ახლა შეგძულდა რუსები? ახლაც მათთვის ხომ არ თამაშობ? ხომ იცი მაგ სამსახურში “ყოფილი" არ არსებობს. აგენტი მუდმივია. რა გაურკვევლობაში ხარ თუ იცი მაინც.
სხვა სიახლეები
23 ივნისს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოავარია მოხდა, რომელსაც,  27 წლის თორნიკე სუხიაშვილი ემსხვერპლა.
დაწვრილებით...
"რამდენიმე ამპუტანტს გვინდა, მთამსვლელობა ვცადოთ, მსოფლიოში ცალფეხა ალპინისტი არავის უნახავს, თუ დაგვაფინანსეს, ავალთ"

გუნდში 74 წლის ბაბუც თამაშობს, პოეტი, გიორგი ლეონიძის პრემიის ლაურეატი ზურაბ მამულაშვილი. გვინდა, გინესის წიგნში შევიყვანოთ - მსოფლიოს არ ახსოვს, მოქმედ გუნდში ამ ხნის მოთამაშე ყოფილიყოს
დაწვრილებით...
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წერილით გამოეხმაურა ბოლო პერიოდში რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
დაწვრილებით...
საქართველოს მიერ შეძენილი ორსართულიანი მატარებლის მწარმოებელი შვეიცარული კომპანია Stadler განცხადებას ავრცელებს.
დაწვრილებით...
"13 წლის ნანატრ, ერთადერთ შვილს ღმერთი არ წამართმევს" - ჩვენ შეგვიძლია გიორგის გადარჩენა!
დაწვრილებით...
2005 წლის მაისში, საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ს იმჟამინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშზე არშემდგარი ტერაქტის მომზადების ბრალდებით, იმავე წლის 20 ივლისს, დააკავეს თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მცხოვრები ვოვა არუთინიანი.
დაწვრილებით...
"ლევანი, გარდა იმისა, რომ ცუდად ხედავს, ვერც ადამიანებს იმახსოვრებს. ერთი და იგივე კაცი, რომელსაც იცნობს, შეიძლება ათჯერ გაახსენო"
დაწვრილებით...
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
დაწვრილებით...
SilkTV მომხმარებელს საშუალებას აძლევს საძიებო სიტყვით - ნებისმიერი არხის, გადაცემის, ვიდეო კონტენტი იპოვოს მობილური მოწყობილობით.
დაწვრილებით...
იყიდება შავი კარკასი საბურთალოს ცენტრში,
მიწა არის რუსთავის გზაზე ფონიჭალაში
იყიდება 2-ოთახიანი ბინა აქსის "პარკ
ქირავდება 60 კვ.მ. 2-ოთახიანი,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები