"ხუთგზის საპატიო მეკვლე ვარ" - ვინ რას ფიქრობს მეკვლეობაზე და ვის როგორი ფეხი აქვს?
"ხუთგზის საპატიო მეკვლე ვარ" - ვინ რას ფიქრობს მეკვლეობაზე და ვის როგორი ფეხი აქვს?
02-01-2016
"მეკვლეობას ჩემს ცხოვრებაში არ ვიკისრებ, ვაიდა, ცუდად წაუვიდეს საქმე, მთელი ცხოვრება უნდა იძახოს, - მოგტყდეს ფეხიო!"

,,შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი!" - მეკვლეობის ტრადიცია საქართველოს შორეული წარსულიდან მოჰყვება.
საინტერესოა რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები ამ ტრადიციაზე და თავად როგორი მეკვლეები არიან.


გივი ბერიკაშილი, მსახიობი:
- მეკვლეობა ძალიანაც მომწონს! ხალხმა დაგაფასოს, ისურვოს პირველმა შეაღო მისი სახლის კარი და დაილოცო:  "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისააო!" - ამაზე ძვირფასი რა უნდა იყოს?
უბედნიერესი კაცი ვარ - ხუთჯერ გავიმარჯვე გამოკითხვაში - ვის ისურვებდით მეკვლედ? ასე, რომ ხუთგზის საპატიო მეკვლე ვარ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო. დამსახურება-მომსახურება, ამის პრემია, იმის პრემია არ მაინტერესებს - ჩემი მთავარი სტატუსი მეკვლეობაა! (იცინის) ჰოდა, ახლა "კვირის პალიტრის" მკითხველს ღმერთის წყალობას, ულევ სიკეთეს, ხვავსა და ვარაქას დავაბედებ!

ჯაბა კილაძე, მსახიობი:
- მეკვლეობის დროს არ ვაკვირდები ვის როგორი ,,ფეხი აქვს", მარჯვენა ფეხით შემოვა, თუ - მარცხენათი და სხვა, მაგრამ თვითონ ტრადიცია კარგია და უფრო ალამაზებს ახალ წელს. როგორც მეკვლე ძალიან ახლო მეგობრებში თუ ვარ ნამყოფი, თუმცა არ დავკვირვებივარ, როგორი ,,ფეხი მაქვს".

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:
- რაღაც დოზით მჯერა ამ ტრადიციის, რადგან, ჩემი აზრით, რომ რაც უფრო კარგ ადამიანს შემოუშვებ სახლში, მით უკეთესი წელი გექნება. ცრურწმენების ნაკლებად მჯერა, მაგრამ ამას რაღაც დატვირთვა, ვფიქრობ, რომ აქვს.

მთელი ბავშვობა ჩემი ოჯახის მეკვლე ვიყავი, ახლა კი ასე კონკრეტულად არავისთან ვყოფილვარ. ერთი-ორჯერ ვარ ნამყოფი ახლობლებთან, ამბობენ, რომ ,,კარგი ფეხი" მაქვს.

ლელა მებურიშვილი, მსახიობი:
- ვფიქრობ, რადგან ეს ტრადიცია ამდენი ხანია არსებობს და ხალხი აფასებს, მნიშვნელოვანიც არის. თუმცა დიდად არ მჯერა, რომ ვუღაცის ფეხზეა დმოკიდებული ის, თუ როგორი წელიწადი გვექნება. ახალ წელს გილოცავთ!

ბახვა ბრეგვაძე, მსახიობი:
- მეკვლეობის თვითონ დიდად არ მჯერა,  მაგრამ სადღაც
ქვეცნობიერში ყურადღებას ვაქცევ და ვამჯობინებ, რომ კეთილი და კარგი ადამიანი მოვიდეს პირველი ჩემთან სახლში. ჩემზე ამბობენ, რომ კარგი მეკვლე ვარ, თუმცა შეკვეთით არ დავდივარ (იცინის)...

გივი სიხარულიძე:

- მეკვლეობას ჩემს ცხოვრებაში არ ვიკისრებ, იმიტომ, რომ თუ კარგად წაუვა ის წელი, - შენს ფეხს ვენაცვალეო და ვაიდა, ცუდად წაუვიდეს, მთელი ცხოვრება უნდა იძახოს, - მოგტყდეს ფეხიო! მოკლედ, მეკვლეობას ძალიან ვერიდები. თვითონ ჩემ მეკვლეებად კი ჩემი შვილიშვილები მყავს ხოლმე.

მარიამ კაპანაძე (სპეციალურად საიტისთვის)

მზია
03 თებერვალი 2016 21:59
მე ძალიან მიყვარს ეს ტრადუცია, მახსოვს როცა პატარა ვიყავი ჩვენს სახლში მამა იყი ხოლმე მეკვლე, კამფეტებს და რკინის მანეთიანებს შემოყრიდა ხოლმე , როცა შემოდგამდა ფეხს, და განსაკუთრებულად ემზადებოდა ხოლმე მეკვლეობისთვის, მეც ბევრჯერ ვყოფილვარ მეკვლე და ყოველთვის მეუბნებოდნენ რომბკარგი ფეხი მაქვს, გილოცავთ ახალ წელს და ულევი სიკეთე და ბედნიერება მოეტანოს ამ ახალ წელს თითოეული ჩვენთაგანისთვის
სახელი
07 იანვარი 2016 22:48
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ჩვენი საქციელი... მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკა... გაიღიმეთ რაც შეიძლება მეტი და ისაუბრედ მხოლოდ სიკეთეზე ბედნიერეთ ორთავ სოფელ შონა.
სხვა სიახლეები
დედაქალაქის ავტობუსით მგზავრობა, როგორც მოსახლეობა ამბობს, ბოლო დროს რისკფაქტორი გახდა, რადგანაც დიდი ხანი არ არის, რაც ორი, არც თუ სახარბიელო ფაქტი მოხდა
დაწვრილებით...
"რუსები დაგვცინიან, ჩვენ კი ძმებს და სტრატეგიულ მოკავშირეებს ვეძახით. აფხაზეთის ხელისუფლება მათ მიმართ პოზიციის კი არა, ქალაქის საკანალიზაციო სისტემის შეცვლასაც ვერ ახერხებს. ამასობაში კი, დანარჩენ ცივილურ სამყაროს ერთი საუკუნით ჩამოვრჩით..."
დაწვრილებით...
ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი დასრულდა.
დაწვრილებით...
"რა აფხაზი ხარ, აფხაზური არ იციო. არადა, თვითონ რუსულად ლაპარაკობდნენ. ვეკითხებოდი, რატომ ფიქრობთ, რომ თუკი რუსულად არ ვმეტყველებ, ამიტომ აფხაზი არ ვარ-მეთქი"?
დაწვრილებით...
აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია
დაწვრილებით...
სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე Automechanika Frankfurt 2016 წარდგა.
დაწვრილებით...
26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონია მიმდინარეობდა, როდესაც ღონისძიებისთვის ხელის შეშლა "აუდიტორია 115"-ის წევრებმა სცადეს.
დაწვრილებით...
მოსახლეობას მიწის დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად და საფლავზე გასასვლელად შემოვლითი გზის, დაახლოებით შვიდი კილომეტრის გავლა უწევს...

სოფლის შესასვლელში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, საიდანაც ჯერ მოსავალი არ აუღიათ, ცოტა ხნის წინ დაყრილმა ხრეშმა დაფარა
დაწვრილებით...
PRIME
ცნობილი ადამიანები ახალ პანთეონს იწუნებენ

ჯანსუღ ჩარკვიანი: "მახათას მთაზე მტერი ავიდა, შორია"
დაწვრილებით...
PRIME
მოქმედი, ინვენტარი, ავეჯი, სათავსო, ატეესი,
გირავდება რამოდენიმ ბინა ცხოვრების უფლებით,
ქირავდება დუპლექსის ტიპის ბინა I-II
იყიდება საბურთალოზე 4-სართულიანი კერძო სახლი,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები