ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
07-03-2010
არ არის ეს ბედნიერება და ეროვნული საქმე?
არ არის ეს ბედნიერება და ეროვნული საქმე? "დარბაზს წიგნის სუნი ჰქონდა"... - ეს სტრიქონი ამეკვიატა 4 მარტს, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის საპრეზენტაციო დარბაზში ავდიოდი. მართალია, მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსის ინტერპრეტაცია მოვახდინე (ხომ გახსოვთ: "ბალახს ქალის სუნი ჰქონდა..."), მაგრამ ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში ხომ მართლაც იგრძნობა აქ დაცული წიგნების ნაცნობი და საყვარელი სურნელი. იმ დღეს კი ამ წიგნებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებიც შერეოდა: "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოცემული დიდი მხატვრების ალბომები, წიგნები შემეცნებითი სერიიდან "ეს სამყაროა" და... ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოცემული "ქართული პროზის საგანძურის" პირველი ტომი.

ლამის მთელ საქართველოს ამდენი ხანია წიგნების ყიდვა რომ გვინდოდა და ვერ ვყიდულობდით, ახლა ვიყიდით, - ყოველ ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად. ვიყიდით იმიტომაც, რომ 300-გვერდიანი წიგნების ფასი ერთობ ხელმისაწვდომია და სულ რაღაც 3 ლარი ღირს! და ვიყიდით ყველაფერ საუკეთესოს, რაც ქართველ მწერლებს შეუქმნიათ. არ არის ეს ბედნიერება და ეროვნული საქმე? ეს რომ ასეა, სხვათა შორის, სულ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მკითხველთა გამოსვლებსაც დაეტყო: იაფად წიგნის ბეჭდვის იდეამ ერთნაირად ათქმევინა ყველას (ვინ აღარ მოვიდა პრეზენტაციაზე მწერლების, პარლამენტარებისა და გრძელკაშნეიანი გოგო-ბიჭების ჩათვლით...), - ასეთ დიდ საქმეში გამომცემლობამ თავის გვერდით გვიგულოსო.    

პუბლიცისტი კობა იმედაშვილი ისე მოკრძალებით დაჰყურებდა გურამ დოჩანაშვილის წიგნს, რომ გულმა არ მომითმინა და სიჩუმიდან გამოვიყვანე, - ხომ ძალიან იაფია, ბატონო კობა, ქართული პროზის საგანძური და ხომ ძალიან კარგია-მეთქი? ძალიანო, - მითხრა, იქვე დააყოლა, - იოსებ იმედაშვილი ხომ გაგიგიათო?

- როგორ არ გამიგია, ბატონო კობა, ასეთი ქართველი ნეტავი ბევრი ჰყავდეს ქვეყანას-მეთქი.
- ჰოდა, სხვებიც კი აკეთებდნენ ამ საქმეს, მაგრამ მე პაპაჩემის ამბავს გეტყვით, - ისიც ასე ბეჭდავდა იაფ წიგნებს. იაკობ გოგებაშვილის წიგნები რომ დაბეჭდა, ილიას მიადგა, უფლება მომეცით, თქვენი წიგნებიც დავბეჭდოო... ილიამ, - სიამოვნებით, მაგრამ მე არა მაქვს მაგ წიგნების გამოცემის უფლება, მერკვილაძეს აქვსო. მერე, დაურღვიეთ ეგ უფლებაო, - უთქვამს. განა დიდი რამე შემოსავალი ჰქონდა ამ საქმით, წიგნს იმდენი რამ სჭირდება, ჩალის ფასად რომ გაყიდი, რა მოგებას მოგიტანს, მაგრამ ხალხი რომ კითხულობს, ესეც ხომ მოგებაა ერისკაცისთვის? ასე იქნება გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საქმეც. ამ პროექტით დიდი ვერაფერი მოგება ექნებათ, მაგრამ საერისკაცო საქმეს გააკეთებენ, - ქართველობა წიგნს წაიკითხავს.

...მით უფრო, თუ შვილებისთვის ყიდულობს! იქნებ სწორედ მისი შვილი გამოდის ის კაცი, რომელმაც საქართველოს უნდა უშველოს და თუ წიგნი ვერ წაიკითხა, როგორღა უშველის?! ახლა კი წაიკითხავს, მთელ ბიბლიოთეკას და პლუს ჟურნალ "გზას"  იქაც ხომ მრავალი საინტერესო რამ წერია!..

მუდამ ჩაფიქრებულმა და მუდამ უწიგნურობაზე გაბრაზებულმა მწერალმა რეზო ჭეიშვილმა კი დასძინა, თქვენი პროექტი, მართლაც რომ ეროვნული ჩანაფიქრიაო...

პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილი: "ასეთ დიდ ეროვნულ საქმეში ჩემი წვლილი მცირე გამოჩნდება, მაგრამ ყოველთვის თქვენ გვერდით მიგულეთ..."

მაგრამ ყველაზე უკეთ "მიზანში" პოეტმა მოარტყა, დავით დეფი გოგიბედაშვილმა: "ეს გენიალური წამოწყებაა. ამაზე უკეთესს ვინ რას გააკეთებს, რომ ამ ფასად ერის დიდ შემოქმედთა ნამოღვაწარი დაბეჭდოს, - იმათი, ვინც იმ ქვეყნად წასულა და იმათიც, ვინც საბედნიეროდ, ჩვენ გვერდით არიან. თითქოს პირდაპირ გეუბნებიან: იყიდეთ, სანამ დროაო! ეს მწერლებიც რა ბედნიერები არიან, როცა ხედავენ, რომ მათი წიგნების ყიდვა ყველას შეუძლია. მეც ბედნიერი ვიქნებოდი, მენახა, როგორ ყიდულობენ ასე ჩემს წიგნებს. ვილოცებ იმ წარმოუდგენლად რომანტიკული იდეალისტებისა და მამულიშვილური იდეით შეპყრობილი ხალხისთვის, ვინც ეს იდეა მოიფიქრა და განახორციელა. იმედი მაქვს, ჩვენც შევქმნით რაიმე ღირებულს, რომ მერე ასე ჩვენი წიგნებიც გაიყიდოს".

"პალიტრის" მედიასახლის კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია: "დღეისათვის ჟურნალების და გაზეთების მკითხველი საქართველოში გაცილებით მეტია წიგნის მკითხველზე. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება გაგვეფართოებინა წიგნის მკითხველთა (და, რა თქმა უნდა, მყიდველთა) წრე და აი ასეთი გზა მოვიფიქრეთ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა! ვულოცავთ ყველა მკითხველს და პირველ რიგში ყველა მწერალს. ასეთი მოთხოვნა და აჟიოტაჟი წიგნზე საქართველოში მინიმუმ 20 წელია არ ყოფილა!"

ლადო კახაძე: "მკითხველისა და ბაბუების სახელით გეტყვით: უყიდეთ შვილიშვილებს ეს წიგნები, - რა ბედნიერები არიან ისინი, ვისაც ასეთი ნუგბარი ელოდება წინ წასაკითხად!.."

მერე ახალგაზრდა ვირტუოზმა მუსიკოსმა ალექსანდრე წულუკიძემ კლასიკური მუსიკით დააგვირგვინა წიგნის ეს ზეიმი. 
ტელერეპორტიორებით გარშემოხვეულ ჯანსუღ ჩარკვიანს აღარაფერი ვკითხე. უბრალოდ, მის კომენტარს მოვკარი ყური,  - ამ დღეს გაუმარჯოს, ბრწყინვალე დღეაო!..

ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამომავალ ხალხს მივყევი, "გზასთან" ერთად გურამ დოჩანაშვილის პროზა ვიყიდე და წიგნი გულში ჩავიხუტე. 
მთელი წელიწადი, ყოველ ხუთშაბათს, ასე ვიზამ! თქვენც, ალბათ... 

P.S. რედაქციაში "საგანძურის" პირველი ტომის გამოცემის  დღიდან არ წყდება სატელეფონო ზარი, - წიგნი ისე გაქრა ქსელიდან, ყიდვა ვერ მოვასწარით და რა ვქნათო. იმასაც გვეკითხებიან, "ქართული პროზის საგანძურის" გამოწერა შეიძლება თუ არაო. შემდეგ რომელი მწერლების წიგნებს ველოდოთ ან ტომების რიგითობა რის მიხედვით გადაწყვიტეთო. გვისაყვედურეს კიდეც, - ზოგიერთმა გამყიდველმა  პირველ ტომს ფასი აუწიაო.

ჩვენ კი ყველას დავამშვიდებთ: ვინც ვერ მოასწრო და გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების კრებული "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" მიუხედავად საკმაოდ დიდი ტირაჟისა, ვერ შეიძინა, ამ ტომის ყიდვას იმავე ფასად ჟურნალ "გზის" ახალ ნომერთან ერთად, მომავალ ხუთშაბათს, 11 მარტს შეძლებს. პარალელურად, "გზის" იმავე ნომერთან ერთად გაიყიდება საგანძურის მეორე წიგნი - მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების კრებული "თეთრი საყელო". მოგვიანებით კი ყველა ტომი წიგნის მაღაზიებშიც გამოჩნდება, თუმცა იქ განსხვავებული ფასი ექნება.

რაც შეეხება "ქართული პროზის საგანძურის" გამოწერას, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჟურნალ "გზასთან" ერთად პრესის გავრცელების სააგენტო "ელვა.ჯის" მეშვეობით. გამოწერის მსურველებმა დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 38-26-73; 38-26-74.

ტომების რიგითობას რაც შეეხება: არავითარი კანონზომიერება, თუ რომელი მწერლის ნაწარმოები რომელ ტომად გამოვა, გათვალისწინებული არ არის. მიგვაჩნია, რომ ყველა, ვინც "ქართული პროზის საგანძურში" დაიბეჭდება, უდიდესი მწერალია. მხოლოდ პირველ ტომად შეირჩა "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან, სწორედ ამ, ასე მეტყველი სათაურის გამო.

თუ შენიშნეთ, რომ რომელიმე რეალიზატორი ამ წიგნების ფასს ამახინჯებს, აუცილებლად დარეკეთ მედიასახლ "პალიტრის" ცხელ ხაზზე: 383-384. შეგახსენებთ: წიგნის ფასია - 3, ხოლო ჟურნალ "გზის" - 1 ლარი. ასე რომ, ორივე ერთად 4 ლარი ღირს.

 


"ქართული პროზის საგანძური" მრავალტომეული იქნება. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი სურვილი, რომელი ქართველი მწერლების ნაწარმოებთა ხილვა გსურთ ამ პროექტში და ჩაწეროთ კომენტარების გრაფაში.
xatuna gezadse
21 მარტი 2010 22:43
დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის.ძალინ მინდა ქართული პოეზიის საგანძურიც დაბეჭდოთ.მემგონი ძალინ კარგი იქნება.დიდი მადლობა ყველას ვინც ამ დიდ საქმეს აკეთებს.
tamada
11 მარტი 2010 21:19
ახალგაზრდობაში წიგნის ჭიას მეძახდნენ.ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა ადგილს და დროს.ყველგან ვკითხულობდი-ჭამის დროს,ტრანსპორტში,მეგობრების სახლებშიც კი.მამაჩემი ღამით მამოწმებდა,ვკითხულობდი თუ მეძინა.ამის გამო მუდამ ომი გვქონდა მე და მამას:D უცხოეთში ძალიან მაკლია ქართული წიგნი.ინტერნეტში კი 1%-საც კი ვერ მოიძიებთ ქართული ლიტერატურისას.აბა შედით რუსულ საიტებზე,აურაცხელი ლიტერატურა უდევთ და განუწყვეტლივ ამატებენ და ამატებენ.ნუთუ არ შეიძლება ამის გამოსწორება.ეს დიდი მადლი იქნებოდა ჩვენთვის.
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ორიგინალი ზუსტად ემთხვევა ფრანგულ გაზეთში დაბეჭდილს

”ამას წინათ თბილისში ერთ ოჯახს ვსტუმრობდი. ყურადღება მივაქციე "დონ კიხოტის" გრაფიკას კედელზე. მასპინძელმა მითხრა, - ეს ლითოგრაფია უცხოეთში მცხოვრებმა ახლობელმა მაჩუქაო. გამაკვირვა მოლურჯო-მომწვანო ტონალობამ, რომლის მსგავსი "დონ კიხოტის" გრაფიკაში ადრე არ მენახა. ჩარჩოდან ამოვაღებინე. ყველაფერი ძალიან ძველი იყო: ჩარჩოც, ქაღალდის ზურგის დამცავი არშიაც, ჩაჟანგული ლურსმნებიც... ნახატი გამადიდებელი მინით დავათვალიერე - ჩემ წინაშე ხელით შესრულებული ორიგინალი იდო!”
KvirisPalitra.Ge ჰორიზონტში ჩაკიდებული ცეცხლისფერი მზე... უცნაურად აღელვებული ზღვა და ალით განათებული ქალაქი - ეს სოხუმის უკანასკნელი კადრია, რომელიც აფხაზეთიდან ქართველებით დატვირთული გემის უკანასკნელ რეისზე მოხვედრილს სამუდამოდ ჩარჩა გონებაში.
KvirisPalitra.Ge პირველი ოქტომბრიდან იტალიელი დირიჟორი ჯანლუიჯი მარჩიანო ოფიციალურად დაინიშნება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად. მანამდე კი, 28 ივლისს, თეატრი იტალიაში გასტროლზე მიდის, - გუბიოს საერთაშორისო ფესტივალზე ქართველები წარადგენენ ვერდის ოპერა "რიგოლეტოს".
KvirisPalitra.Ge გარუჯვასა და კანის პრობლემებზე მკითხველთა შეკითხვებს კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დერმატოვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი უპასუხებს.
KvirisPalitra.Ge ამბობენ, საიქიოს გარდასულნი სააქაოს დარჩენილთა მწუხარების გამო იტანჯებიანო. თუ ასეა, იოლი წარმოსადგენია, რას განიცდის ბერდია არაბულის სული. რომ შეეძლოს ალბათ ცხოვრებას იმ დრომდე დააბრუნებდა, როდესაც უკანასკნელად მიუჯდა საჭეს და ბედნიერმა გააქანა საყვარელი ხალხით სავსე ავტომობილი...
KvirisPalitra.Ge ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს. კედლიდან ხვლიკი გამომძვრალა და მზეს ეფიცხება. დროდადრო მწვანე თავს წამოსწევს და ზანტად იყურება აქეთ-იქით. სკებიდან გამოსული ფუტკრის ზუზუნი ავსებს სოფლის მიდამოს.
KvirisPalitra.Ge არა, ბატონებო, თქვენ კი არ ზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე,  ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯიბეზე!

"აი სი ჯგუფი" სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას აზღვევდა და აზღვევს თავდაცვის სამინისტროს ჩათვლით. ეს სადაზღვევო კომპანია სახელმწიფო გადაწყვეტილებებსაც არ სცემს პატივს.
KvirisPalitra.Ge ბაბუა მეუბნებოდა, მთელი საქართველო მღერის და განა ყველა მომღერალიაო?! სიმღერის ცოდნა სისხლით მოგდგამს, თორემ იმას კი არ ნიშნავს, რომ პროფესიად გაიხადოო. მე კი არჩეული გზიდან აღარ გადავუხვიე.
KvirisPalitra.Ge სასტუმრო "აჭარის" ამჟამინდელი სახელწოდებაც იმაზე მიუთითებს, რომ ის საერთაშორისო ბრენდის შემადგენელი ნაწილია და ვალდებული ვართ, დავიცვათ ბრენდის მოთხოვნები, როგორც სხვა ფაქტორებით, ასევე წარწერებითაც.
KvirisPalitra.Ge ”ჩემსა და შორენა ბეგაშვილის დაპირისპირებაზეც ბევრს ლაპარაკობენ. ერთ-ერთი ჩაწერის დროს ვკითხე, შეგიძლია თუ არა, შენს იმიჯმეიკერს, გუდუნას, ტუჩებში აკოცო-მეთქი. იწყინა, - მაგას როგორ ვიზამო? - მაგაზე უარესი არ გააკეთე ფილმში, მთლად გაშიშვლდი და ყველას თვალწინ სექსი გქონდა-მეთქი? როცა კინოში ან შოუბიზნესში ხარ, სითამამეც გჭირდება და სიახლეც. მაგრამ, რაც შორენამ გააკეთა, მე ვერ გავაკეთებ. ჩემთვის ასეთი "მსხვერპლი" მიუღებელია. ამიტომაც ვკითხე შორენას...  ჯერ გაბრაზდა, შემდეგ კი საზოგადოებას დაანახვა, რომ ჩემზე აღარ იყო ნაწყენი და... ერთმანეთს ტუჩებში ვაკოცეთ...