როგორ ათხოვებდა "ექსპრეზიდენტი" გოგონებს
როგორ ათხოვებდა "ექსპრეზიდენტი" გოგონებს
04-01-2016
ამბობს, რომ პაროდისტობაზე­ არასოდეს უფიქრია, თუმცა მსახიობობაზე კი ოცნებობდა.

კარგი მეკვლეა, ამიტომ, თავის დროზე სია ჰქონდა და ნაცნობ-მეგობრების ოჯახებს­ რიგრიგობით სტუმრობდა. ბრწყინვალედ ჰბაძავდა ექსპრეზიდენტს, რის გამოც ქუჩაში დღემდე "მიშას" ეძახიან... მსახიობი მამუკა ლომაშვილი ეცდება, თქვენი საახალწლო განწყობა უფრო გააფერადოს:

- უმეტესობას კარგად ჰქონდა დაცდილი ჩემი მეკვლეობა და ყოველთვის მეძახდნენ. მეტიც, გოგოებსაც ვათხოვებდი - მქონდა ერთი მაგიდა, სადაც ზუსტად 12 საათზე შეძვრებოდნენ და იმ წელს აუცილებლად თხოვდებოდნენ. ახლა ისეთი აქტიური მეკვლე აღარა ვარ, მაგრამ იმედია, ჩემი სტუმრობა თქვენს გაზეთსაც სასიკეთოდ დაებედება.

- როგორ გახდით "პრეზიდენტი"?
- ძალიან ბევრი ადამიანის პაროდია გამიკეთებია, მაგრამ ხალხმა მაინც მიშას პაროდიით გამიცნო. ძალიან დავიჩაგრე - "მიშამ" ჩემი სხვა სახეები დაჩრდილა. ბიძინა მახარაძე მეუბნებოდა, - მიშამ შეგჭამაო. ბოლომდე ამოვწურე ეს პერსონაჟი: საუბრის და სიარულის მანერაზე აღარაფერს ვამბობ,
გულზე ტრიბუნა ჩამოვიკიდე, წელზევით გავშიშვლდი, მოკლედ, რა აღარ გავაკეთე, რომ სააკაშვილის ორეული გავმხდარიყავი.

- როგორც ვიცი, თქვენს ამ პერსონაჟს ბოროტი ხუმრობისთვისაც იყენებდით.
- მე არა, სხვები უფრო იყენებდნენ­: მთხოვდნენ, ვიღაცისთვის პრეზიდენტის ხმით დამერეკა. ძალიან არ მსიამოვნებდა ასეთი ხუმრობა, მაგრამ... სწორედ ასე დავურეკე ერთხელ ბათუმში მყოფ ერთ-ერთ მინისტრს და მკაცრად ვუთხარი: რას ჰგავს­ ეს ამბავი, დღეიდან ცუდად არის შენი საქმე და უნდა გადადგე-მეთქი. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა, როცა ვუთხარი, რომ ასე მწარედ მეგობარი გაეხუმრა... ერთხელ ლხინში ვიყავით. მასპინძელს დავურეკე და მიშას ხმით დაველაპარაკე - ეს რა კარგი ღვინო გქონია-მეთქი. მეორე­ დღეს ეს კაცი ორ ტონა ღვინოს უგზავნიდა მიშას. ბევრ "საშინელებას" ჩავდიოდი.

- ალბათ, ამ პერსონაჟის გამო სხვა კურიოზებიც გადაგხდენიათ.
- რასაკვირველია. პირველი გამოსვლა მაქვს ფილარმონიაში. ინგა გრიგოლიას გადაცემა მაშინაც დაუხურეს. მე ვრცელი ჩინ­ური ტექსტი უნდა წამეკითხა და ბოლოს პრეზიდენტის ხმით დამეყოლებინა - "ინგა - ფაფუ, მე რა შუაში ვარ, ხალხო?" მაშინ მანქანა არ მყავდა და მიკროავტობუს­ებით ვმგზავრობდი. ერთხელაც, ხალხით სავსე სამარშრუტო ტაქსიში ამ ჩემს როლზე­ ვფიქრობ, თურმე ისე შევსულვარ ეშხში, რომ ჩინურად ხმამაღლა ვლაპარაკობდი, ბოლოს კი,
მიშას ხმით რიხიანად დავაყოლე, - "ინგა - ფაფუ, მე რა შუაში ვარ, ხალხო?". ყველა ჩემკენ შემობრუნდა. ძალიან შემრცხვა, მძღოლს მანქანა გავაჩერებინე და ფეხით გავიარე გზა ფილარმონიამდე...

- ახლანდელი პოლიტიკოსების პაროდიე­ბზე არ გიფიქრიათ?
- ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ პოლიტიკური სატირა უფრო ძნელი მისაღები გახდა. თანაც, სხვისი პაროდია რომ გავაკეთო, არა მგონია, ხალხმა მიიღოს. თითქოს ყველანაირად მიშასთან მაკავშირებენ, ბევრი დღესაც "მიშას" მეძახის.

- ვიცი, ეთერ კაკულიაზეც ბევრი ამბის­ გახსენება შეგიძლიათ, მეგობრები იყავით...

- ეს იყო საოცარი ქალი, რომელსაც განუმეორებელი იუმორი ჰქონდა. როდესაც­ ეთერ კაკულიას ახსენებ, ძნელია ღიმილი შეიკავო. მართალია, ის აღარ არის, მაგრამ მინდა ღიმილით გავიხსენო: ერთხელ დავურეკე, მაშინ ერთმანეთს არ ვიცნობდით­ და ჩვენი დიალოგი კურიოზულად წარიმართა. ჯერ მიშას ხმით დავუწყე ლაპარაკი და ვკითხე, - როგორ მოგწონთ ეს ახალშეღებილი შენობები და
ფასადები-მეთქი.

- იციიიიით, მე პოზიტიური ადამიანი­ ვარ და ვცდილობ, ყველაფერში კარგი დავ­ინახოო, - მიპასუხა. მერე უკვე მისივე ხმით დაველაპარაკე...
- რომელი ხააარ? - მეკითხება გაოგნებული.
- ეთერ კაკულია ვარ-მეთქი.

- ვაა, საინტერესოა, აბა, მე ვინა ვაააარ?­
- მეკითხება და იცინის. ამ ამბების მერე ძალიან დავმეგობრდით. ხუმრობით "ეთეროლოგს" მეძახდა. გვქონდა "ეთერიზმებიც", ანუ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხუმრობები. ლაპარაკშიც ვაჯავრებდი და სიარულშიც. ერთი ჯინჯილებიანი ჩანთა ჰქონდა, რომელსაც "კასანდრას ჩანთას" ვეძახდით, გადავიკიდებდი ამ ჩანთას და სიარულში ვბაძავდი, ისიც მთელი სულითა და გულით იცინოდა.
ეთერი მარხულობდა­ და ხშირად ეზიარებოდა. ძალიან მკაცრი მოძღვარი ჰყავდა. ერთხელ ეთერს ეუბნება:­ აღსარებაში უკლებლივ ყველა ცოდვა უნდა თქვაო. მამაო, გენაცვალე, მაგას რა ჩამო­თვლის, სიმღერით რომ გითხრათ, შეიძლებაო? კი ბატონოო, - უპასუხა მოძღვარმა. იმანაც გაშალა ხელი და დაიწყო: "ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე, მაპატიოს ჩემმა უფალმააა!" ეს ისე გააკეთა, ყველაზე მკაცრ ადამიანსაც კი გაეღიმებოდა. ეთერი­ ყველაფერს იუმორით აკეთებდა, არასოდეს გაგრძნობინებდა თავის წუხილს და ცდილობდა, ყველგან დადებითი მუხტი შეეტანა.

თქვენი გაზეთის მეშვეობით მთელ საქართველოს მივულოცავ ახალ წელს. მინდა ის ხალისი და სითბო დავიბრუნოთ, რომელიც ყოველთვის გვქონდა. ღიმილიანი­ სახეები არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქუჩებს. ბედნიერებას, ღვთის წყალობას, ხვავსა და ბარაქას ვუსურვებ ჩვენს ხალხს. ვფიქრობ, ღირსები ვართ, ბედნიერ საქართველოში ბედნიერად ვიცხოვროთ!

ხათუნა ჩიგოგიძე
Alexsandre
05 იანვარი 2016 19:26
Aleko tu ar ici tis parodistia unichos ratom ucodebt?
Ert-erti nichieri parodistia romlis imitaciac profesionaluria da erti ertishi bazavs.
P.s parodistoba ar nishnavs uaeyofitad dacinvas , albat naci xar da amitomac rvarzlianob.

Batono mamuka gvinda xahirad gixilot scenaze an tvze

Gilocavt yvelas shoba-axal cels!!!
მარიანა
05 იანვარი 2016 15:14
მაპატიეთ, მაგრამ სასტიკად ვერ ვიტან ჯანბაზებს. ძალიან არასერიოზული და სკოლსკი ხალხია.
სხვა სიახლეები
აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ ცენტრალურ ფილიალში მსუბუქი ავტომობილებისთვის 20 დამატებითი მომსახურების ადგილი გაიხსნა.
დაწვრილებით...
ყველასთვის საყვარელ კომპოზიტორს, გოგი ცაბაძეს 24 აგვისტოს 92 წელი შეუსრულდებოდა. მან იცხოვრა ისე, როგორც ნაღდმა თბილისელმა, უნიჭიერესმა ადამიანმა... სცენაზე გარდაიცვალა, როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი.
დაწვრილებით...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
დაწვრილებით...
1744 წელს ირანის 139-წლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II (1744-1762),
დაწვრილებით...
ბათუმმა რიგით მეთერთმეტე მასშტაბურ ავტორბოლას ,,Bridgestone Black Sea Cup-2016” უმასპინძლა
დაწვრილებით...
გიორგი II (1565-1585) იმერეთის მეფემ ხანგრძლივად იმეფა.
დაწვრილებით...
"გზა მქონდა გადაკეტილი და როდესაც საზღვრები გაიხსნა, უკვე სიბერემ მომისწრო... უკვე 72 წლის ვარ. ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ასაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვცურავ. ყოველდღე დავდივარ აუზზე. ზოგჯერ გამისწრებენ ახალგაზრდები, მაგრამ მერე ვცდილობ, არ მაჯობონ!..."
დაწვრილებით...
ლეილა აბაშიძე: "როდესაც გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, ამერიკული კინოს გმირს ჰგავდა. თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, საოცრად მგრძნობიარე, ტაქტიანი და ჭკვიანი. მან შექმნა ქართულ კინოში მამაკაცის ახალი, ინტელექტუალური გმირის სახე"
დაწვრილებით...
ჟურნალისტი, "პროფესიით" - ტურისტი, ზღვასა და მთას ვეწვიე. ყველაფერს უცხო თვალით შევხედე, რომ სამშობლოს სიყვარულს არ გადაეძალა და ხარვეზებზე თვალი არ დამეხუჭა

"სანაპიროს ალაგებენ, მაგრამ დამსვენებლები ზღვაში ყრიან ნაგავს, პირდაპირ პლაჟზე ყრიან საზამთროს ქერქებსა და სიმინდის ნარჩენებს, სიგარეტის კოლოფებსა და ნაყინის ქაღალდებს..."
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება ბინა მოსაშვილზე, ვაკის
სასწრაფოდ! იაფად იყიდება სახლი ბორჯომში,
სასტუმრო "ელიტ ლუქსი " გთავაზობთ
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები