"მე მიყვარს პატრიარქი, ჩემი გაყინული პატრიარქი" - შსს ამტკიცებს, რომ მოხუცი არ გაყინულა, თუმცა გამოხმაურება არ წყდება
"მე მიყვარს პატრიარქი, ჩემი გაყინული პატრიარქი" - შსს ამტკიცებს, რომ მოხუცი არ გაყინულა, თუმცა გამოხმაურება არ წყდება
05-01-2016
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ გადაცვლილი 67 წლის მამაკაცი არც უსახლკარო იყო და არც სიცივისგან გარდაცვლილა. მისი იჯახის წევრების განცხადებით კი მამაკაცი, სვარაუდოდ გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა.

"ჩამოვდივარ ამ ღამით იმ "თბილ-ქალაქში" სადაც გუშინ ღამით ადამიანი გარდაიცვალა მარტო, სიცივესა და ყინვაში. მოვდივარ ამერიკა-ევროპიდან და კარგად ვაცნობიერებ, რომ ასეთი ტრაგედიები სხვაგანაც ხდება, თუმცა ვისურვებდი ამ ახალ წლის შემოსვლისას ასეთი შეურაცხყოფელი მოვლენები აღარ დაგვეშვა... ბოლოს და ბოლოს პატარა ქვეყანაში არც ისე რთულია საჭირო დაწესებულებების და დახმარების პუნქტების დაწესება. იმისათვის რომ თბილისმა თავისი სახელი დაიბრუნოს, ჩვენ კი ღირსება!", - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეტროსადგურ "დელისთან" მოხუცი მამაკაცი გაიყინა.

მწვევე გამოხმაურება სხვაც არაერთი იყო.

მუსიკოსი და დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი წერდა: "...ალბათ ჩემი, თქვენი და კიდევ სხვების ბრალია, რომ ვერ ავაშენეთ ქვეყანა, სადაც უსახლკარო ადამიანები არ იქნებიან ან გაჭირვებულთათვის იქნება სადმე გამოყოფილი თბილი კერა, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს...
ჩვენ ყველანი ვიღაცას ველოდებით, ეს ვიღაც კი თავისით არ მოდის, ეს ვიღაც ჩვენში უნდა დავბადოთ, გავზარდოთ და მოვიყვანოთ...
მაპატიეთ, რომ არ გამომეთქვა ჩემი წუხილი ძალიან გამიძნელდებოდა დაძინება, მითუმეტეს ნაჭამს და თბილ ოთახში".

თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ გადაცვლილი 67 წლის მამაკაცი არც უსახლკარო იყო და არც სიცივისგან გარდაცვლილა. მისი იჯახის წევრების განცხადებით კი მამაკაცი, სვარაუდოდ გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა.

პოეტი რატი ამღელობელი ლექსით, სავარაუდოდ, სწორედ ადამიანის გაყინვის თაობაზე 4 იანვარს, პატრიარქის დაბადების დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმურა, რომელსაც სოციალურ ქსელში ძალიან დიდი რეზოანასი მოჰყვა.


"პატრიარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში,
მიწისქვეშა გადასასვლელში
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი
ჩემი გაყინული პატრიარქი,
მიწისქვეშეთის მისადგომებთან
წაქცეული.
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი ქრისტიანი,
მე მიყვარს პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში გაყინული.
მას არავინ მიულოცავს
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უწმინდესო იქ,
სადაც მართალნი განისვენებენ..." (წყარო)


მოგვიანებით მას "ფეისბუკის" გვერდზე კიდევ ერთი განმარტების გაკეთება მოუხდა: "ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ არამც და არამც "ზუსტი" ინფორმაცია".

სპეციალური განცხადება გააკეთა თბილისის მერიამაც, რომელშიც ვკითხულობ:

"როგორც ცნობილია, 2015 წლის დეკემბრიდან ლილოს დასახლებაში ფუნქციონირებს ახალი კაპიტალურად აშენებული თავშესაფარი, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მომსახურების საშუალება აქვს. ბენეფიციარები 24 საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და პირველად მედიკამენტებს, მათ ემსახურება 5 სოციალური მუშაკი, ასევე, საჭიროების მიხედვით ფსიქოლოგი. შენობას აქვს უსაფრთხოების სამსახური.
თავშესაფარში ცალ-ცაკლე ოთახებია გამოყოფილი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. თითო ოთახში ათი ბენეფიციარია განთავსებული, სადაც მათთვის ხუთი 2 სართულიანი საწოლი დგას. მათთვის გათვალისწინებულია პირადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები. თავშესაფარი აღჭურვილია სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო და საშრობი ბლოკებით. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, დღიური კალორაჟით 2 800 კკალორია.

აღსანიშნავია, რომ მიუსაფარი მოქალაქეები თავშესაფარში მათივე მომართვის საფუძველზე, ან პატრულის
დახმარებით ხვდებიან. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ თავშესაფარში მიუსაფართა გადაყვანა დაუშვებელია.

როგორც ცნობილია, მოქალაქე თავშესაფარში მოსახვედრად უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა კრიტერიუმს - უნდა შეეძლოს თავის მოვლა, არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება, უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული და უსახლკარო.

თუმცა, რთული მეტეროროლოგიური პირობებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, თავშესაფარის დროებითი მომსახურება შესთავაზოს თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს, რომელთა სიცოცხლესაც შესაძლოა შეექმნას საფრთხე.
2016 წლის 1 იანვარს თავშესაფარში განხორციელდა რამდენიმე ბენეფიციარის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 3 იანვარს მერიის თანამშრომლებს, რომლებიც შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ადგილზე მივიდნენ სამ მოქალაქესთან, მათ თავშესაფარში გადასვლაზე უარი განუცხადეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პირის თავშესაფარში გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი ნების საფუძველზე.

მოგეხსენებათ, რომ ლილოს კაპიტალურ თავშესაფრამდე თბილისში უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის 2013 წლის დეკემბერში მოსკოვის გამზირზე ე.წ. "კარვების ქალაქი" აშენდა. სულ, მოსკოვის გამზირზე 22 კარავი იდგა და მათ ფუნქციონირებას უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფდა. 2015 წელს კი, აშენდა ლილოს კაპიტალური თავშესაფარი".

მოამზადა მანანა გაბრიჭიძემ


Gio
14 იანვარი 2016 17:10
ეჰ რა გიყოთ ქართველებო, თქვენ არც ეს ლექსი გესმით არც ფიროსმანის ნახატები გესმით არც ქილილა და დამანა გესმით, რადგან წიგნიერებასთან მწყრალადა ხართ და თუკი რამე არ გესმით ყველაფერს მტრულად უყურებთ. ეს კაცი კარგი ქართველი ვაჟკაცია და ღმერთმა უმრავლოს საქართველოს რატი ამაღლობელები! თქვენ კი ბატონო ჯავახ თქვენს თავს მიხედეთ იქნებ ერთი ორი ქართული წიგნი წაგეკითხათ. დასაწყისისათვის ქართულ ჰაგიგრაფიას შემოგთავაზებდით, დაიწყეთ და ნახეთ რას ჰქვია ქართველობა და საქართველო!
ნაია
08 იანვარი 2016 17:57
ყველაზე მეტად კარგ ლექსებს უბრალო ხალხი კითხულობს და აღიქვქმს.ეს ლექსი კი არა მე ვფიქრობ რაღაც საშინელებაა რომელსაც არანაირი მიზანი არ გააჩნია გარდა იმისა რომ ნერვები აუწეწოს ისედაც გაღიზიანებულ ხალხს. მე მის მწერლობას ვერ შევეხები მიტომ რომ არა მაქვს მაგის უფლება.ეს ეძიოს იმ ხალხმა ვინც ეს სტატუსი მიანიჭა.
სხვა სიახლეები
წინასწარი ინფორმაციით, სადახლოში ქორწილში მყოფი მოქალაქეები ხორცით ან გამაგრილებელი სასმელით მოიწამლნენ.
დაწვრილებით...
წარმოიდგინეთ, რომ დასაწერი გაქვთ თემა "მასწავლებლის სახე ქართულ ლიტერატურაში", რა გაგახსენდებათ? - კარგი არც არაფერი.
დაწვრილებით...
დღეიდან, 29 აგვისტოდან, ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" ახალ სატელევიზიო სეზონზე სიახლეებით ბრუნდება ეთერში. წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანია მაყურებელს მრავალფეროვან და საინტერესო ეთერს ჰპირდება.
დაწვრილებით...
4 ქვეყანა, 24 ანსამბლი და 400-მდე მონაწილე დიდ ქართულ სცენაზე
დაწვრილებით...
1783 წელს ერეკლე II-მ ხელი მოაწერა რუსეთთან ხელშეკრულებას, რომელიც "გეორგიევსკის ტრაქტატის" სახელით არის ცნობილი.
დაწვრილებით...
29 აგვისტოს ბათუმის კორტებზე რუსული როკ-ჯგუფის, „ზვერის“ კონცერტი იყო დაგეგმილი, მსურველებმა ბილეთები tkt.ge-ზე წინასწარ შეიძინეს, თუმცა ერთი დღით ადრე, 28 აგვისტოს, ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში ჩასატარებელი კონცერტი გაუქმდა.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს აკუმულატორებზე ახალ პირობებს სთავაზობს.
დაწვრილებით...
შინაბერა მარპლის პროტოტიპი მწერლის ბებიაა, რომელიც, ავტორის თქმით, უბოროტო ადამიანი იყო, მაგრამ მუდამ,­ ყველასა და ყველაფრისგან ცუდსა და უარესს ელოდა.­ მისი მოლოდინი კი პერიოდულად მართლდებოდა­...
დაწვრილებით...
PRIME
"კომპიუტერული სისტემა ხომ ვერ ხედავს,­ სიგარეტს აბოლებ, თუ ხანძარი გაჩნდა. იბლოკება მთელი სისტემა და მატარებელი ჩერდება"
დაწვრილებით...
PRIME
რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელებში საგზაო შემთხვევისას დაღუპული ზოლებიანი აფთრის (Hyaena hyaena) ფოტო გავრცელდა.
დაწვრილებით...
PRIME
ქირავდება ან იყიდება 65 კვ.მ
გირავდება რამოდენიმე ბინა ცხოვრების უფლებით
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
ქირავდება პატარა, მყუდრო ბინა ყიფშიძეზე.
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები