"ქალს ბავშვი ჩახუტებული ჰყავდა და დახმარებას განწირულად ითხოვდა"
"ქალს ბავშვი ჩახუტებული ჰყავდა და დახმარებას განწირულად ითხოვდა"
06-01-2016
"აგურები კორპუსის ზედა ქონგურიდან ადრეც ჩამოცვივდა"

5 იანვარს, ქუთაისში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქალაქი შეძრა, - კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე 4 წლის გოგონა მრავალსართულიანი კორპუსიდან ჩამოვარდნილმა ბეტონის კონსტრუქციამ იმსხვერპლა. კორპუსის მაცხოვრებლები, ამბობენ, რომ ქალის განწირული კივილი გაიგონეს, რის შემდეგაც ქუჩაში გასულები საშინელ ვითარებას შეესწრნენ.

მარინა ნოზაძე. კორპუსის მცხოვრები:
- ქალის განწირული კივილი გავიგონე, ფანჯარას მივვარდი და რაც დავინახე, იმის დანახვას არავის ვუსურვებ, - ქალს ბავშვი ჩახუტებული ჰყავდა და დახმარებას განწირულად ითხოვდა. ბავშვი, სამწუხაროდ, ადგილზევე გარდაიცვალა, დედაც დაშავდა... თუმცა, როგორც ვიცი, მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. გულწრფელად ვუსამძიმრებ მშობლებს ამ უბედურებას, საშინლებაა შვილის დაკარგვა. ჩვენი კორპუსის მაცხოვრებლები არ არიან, როგორც გავიგე, შემთხვევითი გამვლელები იყვნენ, დედას ბავშვი ხელში ეჭირა, როდესაც ეს ტრაგედია დაატყდათ.

- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი კორპუსიდან ბეტონის კონსტრუქცია ჩამოვრდა, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამის მიზეზი, ძლიერი ქარი იყო?

- არა, მშვიდი ამინდი იყო, შენობიდან ჩამოვარდა აგური, თავისი ნალესით, ეს კორპუსი 40 წელზე მეტისაა, აგურები კორპუსის ზედა ქონგურიდან ადრეც ჩამოცვივდა, თუმცა მაშინ მსხვერპლის გარეშე
You must have Flash Player installed in order to see this player.
გადავრჩით... იმედია, ახლა მაინც მოგვხედავენ ქალაქის შესაბამისი სამსახურები და გაამაგრებენ კორპუსის ქონგურებს.

ქუთაისის საავადმყოფოს მედპერსონალის ცნობით, დედ-შვილი საავადმყოფოში ბავშვის მამამ თვითონვე გადაიყვანა. ამ დროს ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო, დედა კი ქალატვინის ტრამვით საავადმყოფოშია მოთავსებული. ტრამვა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. თუმცაღა შეიძლება ითქვას, რომ მომხდარი შეუთავსებელია საღ აზრთან, - თუ კორპუსის მაცხოვრებლები ხედავდნენ, რომ კორპუსიდან აგურები ცვიოდა, ალბათ უნდა ეიძულებინათ ქალაქის თვითმმართველობა მიეხედა იქაურობისთვის.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ana
15 იანვარი 2016 23:55
არავინ არ ვართ დაზღვეული ასეთი რამისგან გმერთმა ყველას გვაცილოს მაგრამ ალბათ ეწერა ამ საცოდავ ბავშვს ასე თორე რაგა მაინდამაინც იმ დროს ჩამოინგრა, დამეწვა გული ამ ბავშვის ყურებით უფალმა მიიბაროს მისი უცოდველი სული,
keti
14 იანვარი 2016 14:05
Gagvifrinda chveni patara angelozi, gvtismshobeli faravdes shen lamaz suls patara mariam :'(
სხვა სიახლეები
"გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა..."
დაწვრილებით...
ძველად ონიქსს „ბელადების ქვას“ უწოდებდნენ, რადგან მას თავისი ძალით შეუძლია მფლობელს მოუტანოს ძალაუფლება, გონებამახვილობა, დაეხმაროს პატრონს მტრის გეგმების გამოცნობაში.
დაწვრილებით...

სილქნეტის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ მომსახურებას, რომელიც გაუმარტივებს ყოველდღიურობას ან სახლიდან გაუსვლელად  მოუგვარებს პრობლემას.

დაწვრილებით...
"დგახარ 5049 მეტრ სიმაღლეზე და ქვეყანა შენი გგონია"

"მყინვარზე ასასვლელი­ რთული გზაც არსებობს და იოლიც. ჩემს ასაკში გაცილებით რთულია, მაგრამ ერთი რამ, რაც მთებში სიარულმა მასწავლა, ძალისა და ენერგიის განაწილებაა. მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ბუნებამ და ამინდმაც უნდა შეგიწყოს ხელი"
დაწვრილებით...
PRIME
"სიკვდილის შიში არ მქონდა, ან რა უფლება მქონდა, ამაზე მეფიქრა, როცა ვიცოდი, რომ ორივე შვილი ფრონტის წინა ხაზზე მყავდა"

"ამ ომში კარგი ახალგაზრდები დავკარგეთ. გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ მათ შესახებ არაფერი იცის. იყო შემთხვევები, როცა ხუთი კაცი ერთი იარაღით იბრძოდა. ეს ხომ არ უნდა მიეცეს დავიწყებას?! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც საქართველოს უახლესი ისტორია შექმნეს"
დაწვრილებით...
PRIME
რამდენჯერ მინატრია ბეღურობა - ავფრინდებოდი და საკენკს მოვიძიებდი... გიჟი არ გეგონო, შვილო, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს პატარა ფრინველი ჩემზე ბედნიერიც არის და თავისუფალიც

"ამ უბნის ყველა კატა მიცნობს, მაგრამ ახლა ხედავ რომელიმეს? როგორც კი განათდება, ეს ონავრებიც საშოვარზე გამოდიან და ხომ უნდა დავასწრო, მერე ნაგვის მანქანაც ჩამოივლის და ჭირი მოგჭამა ჩემმა ნამცეცებმა... კიდევ, ხალხს ვერიდები, შვილო..."
დაწვრილებით...
PRIME
"ინგლისში სცენაზე ავიდნენ დედოფალი და პრინცი ჩარლზი და დათოს პირადად მიულოცეს წარმატება. რამდენჯერმე ბუკინგემის სასახლეშიც მიიწვიეს"

"ამერიკაში საბალეტო სკოლას ვხელმძღვანელობ, ბევრი ხელოვანი აღვზარდე, ჯილდოც ბევრი მივიღე...
დაწვრილებით...
PRIME
"ბათუმი თურქეთს ყოველთვის ქართულად მოლაპარაკე თურქებით დასახლებულ თურქულ ქალაქად მიაჩნდა"
დაწვრილებით...
PRIME
"ერთხელ გავეხუმრე, მკლავზე მოვკიდე ხელი - ბატონო დოდო, მართლა ასეთი მაგარი იყავით ახალგაზრდობაში-მეთქი? გასწიე, ბიჭო, ხელი, შენისთანას თორმეტს მაინც მოვერეოდიო"
დაწვრილებით...
PRIME
"მარტოხელა დედა თურქეთში წავედი სამუშაოდ. გავიცანი კაცი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელი გამოდგა. მერე მეც მომინდა გამესინჯა, რას განიცდიდნენ მისი ზემოქმედებისას"
დაწვრილებით...
PRIME
ვარ მეპატრონე. ვყიდი ორ-ოთახიან ბინას
ბინა არის ახალი აშენებული, თეთრი
ქირავდება 5 ოთახიანი, დიდი, ნათელი,
ქირავდება 2 ოთახიანი დიდი ნათელი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები