"ორივე მანქანა მგზავრებიანად ხევში გადაიჩეხა" - საზარელი ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა
"ორივე მანქანა მგზავრებიანად ხევში გადაიჩეხა" - საზარელი ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა
07-01-2016
3 იანვარს, გამთენიისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოსთან საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა - ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად7 ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ერთი ოჯახის წევრი.

ნორიოს რწმუნებული ანტონ მამუკაშვილი მომხდარით შეძერწუნებულია და ამბობს, რომ გრდაცვლილებიდან ერთადერთი შუახნის ადამიანი იყო, დანარჩენი ექვსის ასაკი 25-27 წელს არ აღემატებოდა.

- საშინელი ტრაგედია დატრიალდა, თითქმის მთელი ოჯახი შეეწირა ავტოავარიას - 53 წლის მანანა გოგოლაძე და მისი შვილები - 25 და 23 წლის ცოტნე და ნატო ცოფურაშვილები. საუკეთესო ბავშვები - ბიჭი მუშაობდა, გოგონა სწავლობდა. მათთან ერთად მათი დეიდაშვილი, 22 წლის ცოტნე აფციაურიც დაიღუპა. ტრაგედია არა მხოლოდ ოჯახში ტრიალებს, არამედ სოფელშიც, ამ უბედურების გააზრება ძალიან ძნელია. ცოფურიშვილების მამა მთლიანად გათიშულია, თითქოს ვერც აღიქვამს გარშემო რაც ხდება.

- რა გარემოებაში მოხდა ეს უბედურება?
- ჩვენი სოფლიდან ცოფურიშვილები სოფელ გამარჯვებაში წასულან დეიდასთან ახალი წლის მისალოცად, უკანა გზაზე ახალგაზრდებს თავისი ტოლი დეიდაშვილიც გამოჰყვათ. ერთად ყოფნა და საახალწლო სიხარულის გაზირება უნდოდათ, ასე საშინლად კი დამთავრდა ყველაფერი.
ცოფურაშვილები ლოჭინის ხიდს გადმოსცდნენ და ნორიოს
ხევთან დაეჯახათ გლდანიდან მომავალი მანქანა. ორივე მანქანა მგზავრებიანად ხევში გადაიჩეხა. ნორიოს ხევი ალბათ 5-6 მეტრი სიმაღლის იქნება, ხეებით არის სავსე. ზოგჯერ სასწაულიც მომხდარა და ხევში გადავარდნილი მანქანა ხესაც შეუჩერებია, მაგრამ ამ შემთხვევაში სასწაული არ მოხდა, საუბედუროდ. ცოფურიშვილები ძალიან ძველ, ჟიგულის მარკის "გაზ 07"-ით გადაადგილდებოდნენ, მოპირდაპირე მხრიდან მოძრავ ავტომობილში კი, როგორც ამბობენ, საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი იჯდა, რომლებიც სამსახურებოროვ მოვალეობას არ ასრულებდნენ. სამივე ახლაგზარდა გარდაიცვალა.

- გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედიამ 6 ადამიანი შეიწირა.
- 5 მათგანი ადგილზე, ხევშივე გარდაიცვალა, ერთი საავადმყოფოში მიყვანისას, მეშვიდემ კიდევ რამდენიმე საათი იცოცხლა, ინფორმაციაც ამიტომ გავრცელდა ასე. ნეტავ კი გადარჩენილიყო ერთი კაცი მაინც.

შსს პრესამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოზრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)
kaxa
10 იანვარი 2016 12:12
ასეთ ტრაგიკულ შემთხვევაზე არასწორ და გადაუმოწმებელ ინმფორმაციას ნუ ავრცელებთ, რადგან ამ ავარიაში გარდაიცვალა ექვსი პიროვნება და არა შვიდი, მეშვიდე ცოცხალია და უმძიმესი დაზიანებებით ამჟამადაც რეანიმაციაშია... კიდევ ისიც სიცრუეა სამი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იჯდაო, სინამდვილეში მხოლოდ ერთი მათგანი იყო პატრულ-ინბსპექტორი და ისიც გარდაიცვალა.... :(((
nia
09 იანვარი 2016 12:32
კარგი იქნებოდა, ავარიის მიზეზიც დაგეწერათ! ალბათ იქნებოდა გადაჭარბებული სიჩქარე,ან სიმთვრალე საჭესთან,როგორც ხდება ხოლმე საქართველოში,უმრავლესობას ავარიებისა, ხშირად ხომ საერთო არაფერი აქვს ხოლმე უბედურ შემთხვევასთან? მიზეზი გაუფრთხილებლობაა და ერთმანეთის სიცოცხლის მიმართ უპატივცემულო მოპყრობა...
სხვა სიახლეები
ორი დავითის მშვიდობიანი თანამეფობა სამიოდე წელს გაგრძელდა.
დაწვრილებით...
ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა "ოსკარის" უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შერჩევა დაიწყო. ვინ იქნებიან შესარჩევი ტურის ჟიურის წევრები და როგორ მიმდინაროებს ფილმების შერჩევის პორცესი?
დაწვრილებით...
შესაძლებელია თუ არა ინტერნეტის სიჩქარის გაზრდა პაკეტის შეუცვლელად? როგორ შევაჩეროთ ესა თუ ის სერვისი? როგორ ავიცილოთ დავალიანების დაგროვება? და თუ ვერ შეწვდით გადასახდელ თანხას?
დაწვრილებით...
სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” , დღეს, საქართველოს რაგბის კავშირსა და შპს”კანტს” შორის სასპონსორო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დაწვრილებით...
თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად გაატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები, თქვენს არჩევანს აჭარაზე შევაჩერებთ.
დაწვრილებით...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აგრძელებს პიარკამპანიის წარმოებას სამიზნე ქვეყნებში.
დაწვრილებით...
“ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია “Stadler Bussnang AG” ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.
დაწვრილებით...
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მიზნები და გამოწვევები გააცნო.
დაწვრილებით...
"სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა!" - ამბობს მსახიობი გია როინიშვილი, რომელმაც თავის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე ჟურნალ "გზასთან" გულახდილად ისაუბრა
დაწვრილებით...

ქსენია (ვერა) თოდუა ის ქალბატონია, რომელმაც ოჯახის წევრებთან ერთად, სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა. მათ დაცვას გარკვეული დროის განმავლობაში ნაცნობი აფხაზები ცდილობდნენ.

დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება გოთუას ქუჩაზე 84,
ბინა კარგ მდგომარეობაშია!
იყიდება კეთილმოწყობილი, კაპიტალური ორ სართულიანი
იყიდება სასწრაფოდ! ბაგების დასაწყისში, დომუსის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები