"ვიცით, რომ ცოცხლები არიან და დაღესტანში იმყოფებიან" - დაკარგული მონადირეები იპოვეს
"ვიცით, რომ  ცოცხლები არიან და დაღესტანში იმყოფებიან" - დაკარგული მონადირეები იპოვეს
07-01-2016
ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორიდან დაკარგული სამი ქართველი მონადირე, რომელთა შესახებაც "კვირის პალიტრა" წერდა, ნაპოვნია.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დაღესტანში დააკავეს.  4 მონადირე სანადიროდ28 დეკემბერს წავიდა, მათგან მხოლოდ ერთმა - გიორგი თურქაძემ მოახერხა დაბრუნება. ავთანდილ და დათო სამხარაძეებსა და ლევან ჯალალოვს კი ბოლოს ახლობლები გასული წლის 30 დეკემბერს დაუკავშირდნენ. ახალგაზრდები ამინდის გაუარესებისა და დიდი ქარბუქის შემდეგ გაუჩინარდნენ, მათ ძებნაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფიც იყო ჩართული.

"ვიცით, რომ  ცოცხლები არიან და იმყოფებიან დაღესტანში. გავიგეთ, რომ არიან დაკავებულები. სხვა დეტალები არ ვიცით. ახლა მივდივართ მათ ოჯახებში, რომ ეს ფაქტი შევატყობინოთ", - განაცხადეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში გამგეობაში.

სხვათა შორის დაღესტანში მათი გადასვლის შესაძლებლობაზე ჩვენთან ინტერვიუში დათო სამხარაძის მეგობარამა ილაპარაკა:
"ბიჭებმა თქვეს, რომ ავთანდილმა კარგად იცის იქაურობა და შესაძლოა, დაღესტნის საზღვარზე გადავიდნენ, სადაც შედარებით დაბალი თოვლია. ლაგოდეხის იალაღი, ანუ სადაც ბიჭები ნადირობდნენ, ძალიან ახლოს არის დაღესტნის საზღვართან. შესაძლოა, ეს ხავსზე მოჭიდებაა, რადგან მათ შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ, მაგრამ
You must have Flash Player installed in order to see this player.
სამივე მათგანი საკმაოდ გამოცდილია, არც ერთი მათგანი პირველად არ იყო სანადიროდ, ცხოველზე ნადირობას საკმაოდ დიდი გამიცდილება და რისკი სჭირდება და შესაძლოა, რამენაირად მოახერხეს გადრაჩენა..."


ახლობლები ამბობენ, რომ მომხდარი შობის სასწაულია და მოუთმენლად ელიან ბიჭების შინ დაბრუნებას, რომლებიც, სავარაუდოდ, სწორედ საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო არიან დაკავებულები.

იხილეთ ასევე:"თოფიც ვისროლე, რომ ხმა მიმეწვდინა, მაგრამ პასუხის არ გამიგიაო" - რას ამბობს ქარბუქს გადარჩენილი მონადირე დაკარგულებზე
elene
08 იანვარი 2016 15:18
მადლობა უფალს ამ კარგი ამბისთვის. ყველას გილოცავთ შობას.
ilo-ilo
08 იანვარი 2016 12:25
ჭკუის სასწავლია ყველასთვის, და ნუღარ დაწანწალებენ მთაში,თითო-ოროლა კინკილა ჯიხვის და ღორის გულისთვის.
სხვა სიახლეები
დღევანდელ წერილში რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის თავს გადახდენილ მხიარულ ისტორიებს მოგიყვებით.
დაწვრილებით...
"სულ ნოსტალგია მაქვს, როცა "ფეისბუკში" ჩემი მშობლიური და საყვარელი დაბა ცემის ფოტოებს ვუყურებ - წელს მაინც რამხელა თოვლი მოსულა"!
დაწვრილებით...

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს.
დაწვრილებით...
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
PRIME
როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა. ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად..­.
დაწვრილებით...
PRIME
"ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის­ ის ძეგლია, რომელსაც ჯერაც ვერც ერთი ქართული შედევრი ვერ გაუტოლდა, ამიტომაც მის სცენაზე გადატანას ყველა ერიდებოდა,
დაწვრილებით...
PRIME
"კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს,­ შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს..."

შალვა ივანიძე: "სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის"
დაწვრილებით...
PRIME
ბინა არის ახალი აშენებული, თეთრი
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება
ქირავდება დღიურად 1,5 ოთახიანი ბინა
LTD ,,NDS” გთავაზობთ დიღმის მასივში
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები