"ვიცით, რომ ცოცხლები არიან და დაღესტანში იმყოფებიან" - დაკარგული მონადირეები იპოვეს - კვირის პალიტრა

"ვიცით, რომ ცოცხლები არიან და დაღესტანში იმყოფებიან" - დაკარგული მონადირეები იპოვეს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორიდან დაკარგული სამი ქართველი მონადირე, რომელთა შესახებაც "კვირის პალიტრა" წერდა, ნაპოვნია.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დაღესტანში დააკავეს.  4 მონადირე სანადიროდ28 დეკემბერს წავიდა, მათგან მხოლოდ ერთმა - გიორგი თურქაძემ მოახერხა დაბრუნება. ავთანდილ და დათო სამხარაძეებსა და ლევან ჯალალოვს კი ბოლოს ახლობლები გასული წლის 30 დეკემბერს დაუკავშირდნენ. ახალგაზრდები ამინდის გაუარესებისა და დიდი ქარბუქის შემდეგ გაუჩინარდნენ, მათ ძებნაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფიც იყო ჩართული.

"ვიცით, რომ  ცოცხლები არიან და იმყოფებიან დაღესტანში. გავიგეთ, რომ არიან დაკავებულები. სხვა დეტალები არ ვიცით. ახლა მივდივართ მათ ოჯახებში, რომ ეს ფაქტი შევატყობინოთ", - განაცხადეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში გამგეობაში.

სხვათა შორის დაღესტანში მათი გადასვლის შესაძლებლობაზე ჩვენთან ინტერვიუში დათო სამხარაძის მეგობარამა ილაპარაკა:

"ბიჭებმა თქვეს, რომ ავთანდილმა კარგად იცის იქაურობა და შესაძლოა, დაღესტნის საზღვარზე გადავიდნენ, სადაც შედარებით დაბალი თოვლია. ლაგოდეხის იალაღი, ანუ სადაც ბიჭები ნადირობდნენ, ძალიან ახლოს არის დაღესტნის საზღვართან. შესაძლოა, ეს ხავსზე მოჭიდებაა, რადგან მათ შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ, მაგრამ სამივე მათგანი საკმაოდ გამოცდილია, არც ერთი მათგანი პირველად არ იყო სანადიროდ, ცხოველზე ნადირობას საკმაოდ დიდი გამიცდილება და რისკი სჭირდება და შესაძლოა, რამენაირად მოახერხეს გადრაჩენა..."

ახლობლები ამბობენ, რომ მომხდარი შობის სასწაულია და მოუთმენლად ელიან ბიჭების შინ დაბრუნებას, რომლებიც, სავარაუდოდ, სწორედ საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო არიან დაკავებულები.

იხილეთ ასევე:"თოფიც ვისროლე, რომ ხმა მიმეწვდინა, მაგრამ პასუხის არ გამიგიაო" - რას ამბობს ქარბუქს გადარჩენილი მონადირე დაკარგულებზე