დაცლილი სოფლის სინათლე - ხანდოს ხეობის უფლისწულს "მანქანა ემსახურება"
დაცლილი სოფლის სინათლე - ხანდოს ხეობის უფლისწულს "მანქანა ემსახურება"
11-01-2016
წელს მთაში ბავშვებს დაუნიშნეს მანქანები, რომ სკოლაში ატარონ. მათ შორის ვანოსაც - დილით მოვა მძღოლი, მანქანაში ჩაისვამს და სკოლაში მიჰყავს. საღამოთიც მას მოჰყავს და მშვიდობით მაბარებს...

ვანო ქურციკაშვილი ხანდოს ხეობაში ცხოვრობს, დაცლილ სოფელ უკანა მხარში, მწვერვალთან მიდგმულ პატარა აივნიან სახლში. მისი აივანი ხანდახან შემოდგომაზეც იფარება თოვლით. გათეთრდება მთელი ხეობა, ვანოს სახლი და მისი აივანი და ზამთარიც დგება.

ვანოს ძალიან უყვარს თოვლი - დილაუთენია ეცემა კარს, დედის მოქსოვილ წინდიან ფეხს პირდაპირ თოვლში წაჰკრავს, თვალებს მხიარულად მოჭუტავს და მიდი, დაუშენს გუნდებს თავისი სახლის აივანს! აბა, ვის ეგუნდაოს, როცა გარშემო არავინ არის - მთელი ხეობა დაცლილია...

ვანოს ეს არ უკვირს, - რაც დაიბადა,­ 8 წელიწადია და ზამთარში ყოველთვის მხოლოდ ფიფქების "ხმაური" ესმოდა. მაგრამ მაინც... ამიტომ ხანდახან თოვლის პაპასაც გაეგუნდავება, - მოიკრებს მუშტებში ფაფუკ თოვლს და აყრის სტაფილოს ცხვირზე. ის კიდევ დგას გაშეშებული და პასუხს არ უბრუნებს. გაბრაზებული ვანოც საკუჭნაოს კარს დაეჯაჯგურება, ციგას გამოიტანს და მისრიალებს თავდაღმართებზე,­ მე შენ გეტყვი, გზაზე ვინმე გადაუდგება, კილომეტრი მაინც უნდა იფრინოს, ვიდრე დაბლობამდე ჩააღწევს. ეგ არის, ზოგჯერ პატარა თავდაღმართიც შეხვდება და იქ უნდა გადა­კოტრიალდეს. რომ წამოდგება, თოვლს მხიარულად ჩამოიბერტყავს, ციგის თასმას შიშველ ხელში ჩაიბღუჯავს და კვლავ აღმართზე მიხრაშუნობს თავისი სახლისაკენ...

- ვანო, შე კაცო, შიშველ ხელებზე არ გცივა?!
- არა!
- ეგ როგორ?!
- ვაჟკაცი ვარ! - ამბობს ამაყად და პატარა ცხვირს მაღლა სწევს.
არადა, თურმე მართლა ვაჟკაცია.

- ვინ გაიგებს, როგორ ვნერვიულობდი, როცა ვანო სკოლაში მიმყავდა - ჩვენ გარშემო ყველა სახლი გამოკეტილია და ბავშვი მარტო გაიზარდა, მარტო თამაშობდა. ასეთი ბავშვობა როგორი უნდა იყოს?! იმიტომაც ვფიქრობდი, სკოლაში რომ წავიყვან, ვაითუ, ბავშვებს ვერ შეეგუოს... ეს რა ვქენი, რატომ მეც არ წავედი სოფლიდან, რატომ არ გამოვკეტე სახლი, რომ ჩემს შვილს ადამიანური ბავშვობა ჰქონოდა-მეთქი! ამასობაში ჩვენი სოფლის სკოლაც დაიხურა ზუსტად იმ დროს, როცა ვანო პირველ კლასში უნდა მისულიყო, ამიტომ ფასანაურის სკოლაში შევიყვანე და 18 კილომეტრზე ფეხით დავდიოდით - ზამთრობით ზურგზე აკიდებულს შინ რომ ამოვიყვანდით, უკვე ისეთი უკუნი იდგა, კიდეც უნდა დაწოლილიყო და დაეძინა. ჰოდა, ვწვებოდით. მაგრამ თავისი კლასელები იმდენად შეუყვარდა, რომ ამხელა გზაზე ზურგზე შესმული სულ იმას დაგვძახოდა, - იქნებ ცოტა ავჩქარდეთ, თორემ გაკვეთილზე დამაგვიანდება და ჩემი კლასელები იფიქრებენ, სკოლაში არ მოვიდაო! ისეთი ბიჭია, არც შინ მოიწყენს, - ხან შეშას ჩეხს, ხან სხვა საოჯახო საქმეში გვეხმარება, - მეუბნება ვანოს დედა. ბიჭიც იღიმის ისე მხიარულად, თითქოს ცხვირზე გაბნეული ჭორფლიც უწკრიალებს.

- ვანო, ახლა უკვე შენი ფეხით გიწევს სიარული, ყოველდღე 18 კილომეტრის გავლა არ გეზარება? - ვეკითხები.
ის კი ისევ მხიარულად მპასუხობს:
- როგორ უნდა დავიღალო, როცა მანქანა მყავს!
- მამაშენმა იყიდა? რა კარგია!
- არა, რა მამაჩემმა, მძღოლს მივყავარ სკოლაში.
- ვინ მძღოლს?
- ვისა და ირაკლის!
-
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვინ ირაკლის?!

- ეე, აბა, რა გითხრა. შენ მაგას მაინც არ იცნობ და! - მეუბნება და თოვლში მხიარულად გარბის, თუმცა რაღაც ახსენდება და კვლავ უკან გამორბის. მის უკან თოვლიანი და კალთაცარიელი მთა ბრწყინავს - ამ კალთაზე ახლა აღარავინ ცხოვრობს, ისე, როგორც ხანდოს მთელ ხეობაში. თუმცა ვანიკოს ოქროსფერ თმას მაინც რაღაცნაირად იმედიანად ეფინება მზის შუქი - აუცილებლად მოვა ის დრო, რომ ეს მთაც ახმაურდება და ეს ხეობაც, რადგან ერთხელაც მივხვდებით, რომ სამოთხე მივატოვეთ, შეგვრცხვება და ამ სამოთხეს მოვუვლით. და იქნებ, ამ დროს პირველი ვანო იყოს, რომელიც დაცარიელებულ სახლებში ხალხის დაბრუნებას შეძლებს.

- მე კი მინდოდა, სახლი გამომეკეტა და როგორც სხვა წავიდა ქალაქში, მეც წავსულიყავი, მაგრამ არც მამამისს და არც ვანოს არ ეთმობათ სახლ-კარი, არ უნდათ აქედან წასვლა! - რაღაცნაირად ფიქრიანად მეუბნება ვანოს დედა და შვილს გასცქერის, - იქნებ ეგ არც უფალს უნდა, იმიტომაც წელს ისეთი რამ მოხდა, რაც არ და­გვესიზმრებოდა, - მთაში­ ბავშვ­ებს დაუნიშნეს მანქანები,­ რომ სკოლაში ატარონ... მათ შორის ჩემს ვანოსაც - დილით მოვა მძღოლი, მანქანაში ჩაისვამს და სკოლაში მიჰყავს. საღამოთიც მას მოჰყავს და მშვიდობით მაბარებს.

მეც გული დამიამდა, - ჩემს შვილს 18 კილომეტრზე ისევ რომ ევლო მარტოკას, ამას ვეღარ გავუძლებდი, მეც გამოვიკეტავდი­ სახლის კარს! ახლა კი, ისევ ჩემს კერაზე ვარ!

ვანო ისევ მარტო თამაშობს თოვლში...
მალე ეს თოვლი გადნება, ზამთარი გადაივლის და გაზაფხულიც მოვა...
მინდა, რომ ოდესმე ისეთი გაზაფხულიც მოვიდეს, რომ ვანოსნაირი ბიჭები მთაში სხვა ბიჭებთან ერთად დაიზარდონ!

მთის კანონი ამოქმედდა

1-ლი იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის სოციალური შეღავათები დაწესდა, რაც გულისხმობს, რომ არალიცენზირებული საქმიანობის გარდა, ყველა ტიპის წარმოება გადასახადებისგან (გარდა დღგ-სა) თავისუფალია. ასევე, ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ძალაში შევიდა პირველ და მეორე ბავშვზე ყოველთვიური 100-ლარიანი დახმარება. სექტემბრიდან სოფლის ექთანები 180-ლარიან დანამატს მიიღებენ, სოფლის ექიმებისთვის­ კი გათვალისწინებულია 360-ლარიანი დანამატი. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია სექტემბრიდან 216 ლარამდე გაიზრდება.
მაია
10 სექტემბერი 2016 22:09
გენაცვალეთ გულში !
tamari
13 იანვარი 2016 06:43
ასეტ მტიან ადგილებსჰი უნდა გაისნასს ზაპხულობიტ დასასვენებელი ბანაკები ბავსჰვებისტვისს და ახალგაზრდებისტვის კი უმაგლეს სასწავლბლები .ნახეტ საქარტველოს ეკონომიკაც როგორ გამოცოცხლდეს. ეს დახმარებები კი მხოლოდ საქარტველოს მოქალაქეებზე დაწესსდეს რომ ასევე ბინის ნისამარტის აგნისვნიტ რომ ქრტამებიტ ჩაწყობებიტ დაუმსახურებელმა არ მოიპაროს სეგავატის ტანხა
სხვა სიახლეები
საქართველოში ჩამოსვლა საბედიწერო გამოდგა 41 წლის ფრიცისთვის. 12 აგვისტოს თუსეთისკენ მიმავალ გზაზე მისი მოგზაურობა სამუდამოდ დასრულდა.
დაწვრილებით...
10 დეკემბერს "თეთრი ხმაურის" მოძრაობამ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართა.
დაწვრილებით...

"ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა თუ კანონს არ არღვევს და არავიზე არ ძალადობს, რანაირი ფოტოც უნდა ისეთი გადაიღოს საკუთარ საცხოვრებელში და საჯაროდ გამოფინოს. გინდ შიშველი პოზირებდეს, გინდ ტიტველი და გინდ წურბელებით კისერზე"

დაწვრილებით...
"ძალიან მინდა ვიყო... გრიშა კაკაჩიასავით მდიდარი, რომ ქველმოქმედების საშუალება მქონდეს"

დაწვრილებით...
ბათუმი განსაკუთრებული ახალი წლისთვის ემზადება.
დაწვრილებით...
შარშან ნაძალადევში, ნაქირავებ ბინაში, ახალგაზრდა­ ცოლ-ქმარი დაიღუპა. ქალი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა ახალგაზრდები­ აღარ გამოჩნდნენ, მეზობლებმა მოიკითხეს. ბინა მაშველებმა შეანგრიეს და...
დაწვრილებით...
6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენცია,
დაწვრილებით...
"გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა..."
დაწვრილებით...
ძველად ონიქსს „ბელადების ქვას“ უწოდებდნენ, რადგან მას თავისი ძალით შეუძლია მფლობელს მოუტანოს ძალაუფლება, გონებამახვილობა, დაეხმაროს პატრონს მტრის გეგმების გამოცნობაში.
დაწვრილებით...
5 დეკემებრს, ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის სპეციალური საინფომაციო ტური ჩატარდა.
დაწვრილებით...
იყიდება მიწის ნაკვეთი (სზ-6) ნუცუბიძე-ლისის
კუთხის მზიანი ბინა,
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
ქირავდება დღიურად, ყველანაირი კომფორტით, ინტერნეტი,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები