"თუ მოწყალებას ვითხოვ, ცუდი ადამიანი ვარ?"
"თუ მოწყალებას ვითხოვ, ცუდი ადამიანი ვარ?"
11-01-2016
არავის უნდა ჩემთან ურთიერთობა. ამას წინათ კლასელები შემხვდნენ და ტელეფონის ნომრები ვთხოვე, მაგრამ არ მომცეს. უბანშიც მშობლები ბავშვებს ჩემთან ურთიერთობას უშლიან. არ ვიცი, რატომ, ასეთი მშობლები რომ მყავს? ქუჩაშიც ხომ იმისთვის გავდივარ, რომ რაღაც ვიშოვო და დედას და მამას ცხოვრება გავუადვილო?!

დიდუბეში,"დასავლეთისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსებთან 20 წლამდე შავგვრემანი ბიჭი გამვლელ-გამომვლელს ხატების შეძენას სთხოვდა... "ერთ ხატს თუ შეიძენთ, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებით",- მეუბნება და ხატს მაწვდის. უარს ვეუბნები და გზას ვაგრძელებ. იქვე 15-ოდე წლის მოზარდი მოწყალებას ავადმყოფი მშობლებისთვის ითხოვს... ისინი ხშირად­ ტრაგიკულ ამბებს თხზავენ, რათა კაპიკები დაგტყუონ, ახლაც ასე მეგონა, მაგრამ მერე რატომღაც პატარა ბიჭის ამბავს­ ბოლომდე მივყევი... რეალობა მძიმე და სულისშემძვრელი აღმოჩნდა.

ცხადიაშვილების ტრაგედია

გიორგი სოფელ დიღომში ეტლს მიჯა­ჭვულ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. წლებია, მისი ბავშვური ოცნებები ყოველდღიურმა სირთულეებმა შეცვალა. ყოველდილა უფასო სასადილოში მიდის, ავადმყოფი მშობლების გამოკვების შემდეგ კი ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გადის...
დაუპატიჟებელ სტუმარს ოთახში დიასახლისი, ნინო მჭედლიშვილი მხვდება.­ გაჭირვებით მაგებინებს, რომ გიორგი მაღ­ა­ზ­იაშია გასული. ნათესავის ბინაში დრო­ებით შესახლებულებს მხოლოდ სამი საწოლი, მაგიდა და ელექტროგამათბობელი­ აქვთ - ეს ცხადიაშვილების მთელი ავლადიდებაა, რაც თავიანთი სახლის დაწვის შემდეგ გადაურჩათ...

ამასობაში გიორგიც ბრუნდება და მიყვება, როგორ დაიწყო მათი ტრაგედია... ოჯახური იდილია 2008 წლის აპრილში, მას შემდეგ დასრულდა, როცა დიასახლისი­ სარეცხის გაფენისას აივნიდან გადავარდა. 31 წლის ნინო სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ტვინი და ხერხემლის ფუძის ძვალი დაუ­ზიანდა. წლების განმავლობაში მასზე მეუღლე ზრუნავდა, შარშან კი ნერვიულობისგან რობერტს ინსულტი დაემართა და მეუღლის მსგავსად, ისიც ეტლს მიეჯაჭვა.

გიორგი:
- დედა წლების განმავლობ­აში სარეკლამო კომპანიაში მუშაობდა, მამა - გამწვანების სამსახურში...
აღდგომის მეორე დღე იყო. დედა სარეცხს ფენდა. უცებ თავბრუ დაესხა და აივნიდან­ გადავარდა. მე ეზოში ბავშვებთან­ ვთამაშობდი და დავინახე, სახლის წინ ვიღაც რომ დაეცა. მაშინვე მისკენ გავიქეცი და იქ მისულს დედა დამხვდა... ოთხი წელი გაუნძრევლად იწვა, მამა და ბებიები უვლიდნენ. ორი წელია, ეტლში ზის. მამას ინსულტი დაემართა. ახლა ორივეს მოვლა მე მიწევს. როცა დედ-მამა კარგად იყვნენ, შინ სულ სტუმრიანობა იყო. ახლა აღარავის უნდა ჩვენთან მოსვლა. მარტო მამაჩემის მეგობარი მოდის და თუ რამე აქვს, გვიტოვებს.

სიყვარული არ უფერულდება
ნინოს და რობერტს პირველი შვილი დაეღუპათ. გიორგი­ მეორეა. წყვილს მას მერე კიდევ ერთი შვილი გაუჩნდა, მაგრამ გარდაცვლილი დაიბადა. ამდენი ტკივილის მიუხედავად, ისევ ისე უყვართ ერთმანეთი... იმის გამო, რომ მშობლების მოვლა გიორგის უწევს, სკოლას ხშირად აცდენდა და გარიცხეს...
გიორგი: - სოციალური დახმარება და პენსიაა ჩვენი შემოსავალი. მარტო მამას­ თვეში 100 ლარის წამალი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე საჭმელი უფასო სასადილოდან მომაქვს, საკმარისი არ არის. ამის გამო ქუჩაში მიწევს გასვლა...

სახლს ვალაგებ, ჭურჭელს ვრეცხავ. ძველი გაზქურა და მაცივარი ცოტა ხნის წინ გვაჩუქეს... ადრე მამა რომ აკეთებდა საჭმელს, ვუყურებდი და ვისწავლე. ზამთარში­ ცივ
წყალში ჭურჭლის გარეცხვა ძნელია. ცხელი წყალი არ გვაქვს, გაზზე ვათბობ და იმით ვბანაობთ... დილით უფასო სასადილოში მივდივარ. მერე თუ რამის გაკეთებაა საჭირო, ვაკეთებ და დიდუბეში­ მივდივარ. მთელი დღე იქ ვარ, საღამოს 7 საათზე ვბრუნდები, ცოტა ხანს ვისვენებ, მერე კი საოჯახო საქმეებს უნდა მივხედო...
ძალიან ბევრი ცუდი ადამიანი დადის ქუჩაში. არ გამჩენია სურვილი, ვინმესთვის ოჯახის ტრაგედია მომეყოლა. თუ უნდათ, ისედაც დამეხმარებიან.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?
- ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. სოციალურმა მუშაკებმა გაკეთებული საჭმელი მოგვიტანეს.
მე ბავშვობა არ მქონია... ან კი როგორ მექნებოდა - რაც თავი მახსოვს, დედა ასეთ მდგომარეობაშია. ყოფილა ახალი წელი, როცა მეკვლეც კი არ გვყოლია, ამ ახალ წელს კი მამაჩემის მეგობარი იყო. არავის უნდა ჩემთან ურთიერთობა. ამას წინათ კლასელები შემხვდნენ და ტელეფონის ნომრები ვთხოვე, მაგრამ არ მომცეს. უბანში ბავშვებს მშობლები ჩემთან ურთიერთობას უშლიან. არ ვიცი, რატომ, ასეთი მშობლები რომ მყავს? თუ მოწყალებას რომ ვითხოვ, ცუდი ადამიანი ვარ?! მეც მათნაირი ვარ, მათნაირად მინდა, ჯანმრთელი მშობლები მყავდეს. იმისთვის გავდივარ ქუჩაში, რომ რაღაც ვიშოვო და დედას და მამას ცხოვრება გავუადვილო.

- რაზე ოცნებობ?

- ავტომობილი მინდა ვიყიდო. ვიტაქსავებ და ქუჩაში მოწყალებას აღარ ვითხოვ. სრულწლოვანი რომ გავხდები, დაცვაში ვიმუშავებდი, მაგრამ ცხრა კლასის ატესტატი არ მაქვს. იქნებ როგორმე მოვახერხო და ცხრა კლასი დავამთავრო...
ვემშვიდობები მასპინძლებს და ქუჩაში­ გამოვდივარ... "რა ბედნიერია ადამიანი, რო­მელსაც ოჯახის წევრები ჯანმრთელად ჰყავს", - ვფიქრობ და გზას მივუყვები... ნათესავებისა და ახლობლებისგან მიტოვებულ მოზარდს დახმარება სჭირდება. სიკეთეს ბევრი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი გაუერთიანებია და იმედი მაქვს, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი...

პ.ს. ვინაიდან სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დახმარების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, ვაქვეყნებთ, ტელეფონის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ დაუკავშირეთ ცხადიაშვილების ოჯახს და დაეხმაროთ:

551 09 52 80

დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის!

თორნიკე ყაჯრიშვილი

.....
17 მარტი 2016 00:02
უკაცრავად მაგრამ აქ ძალიან ბევრი რამ არის გაბუქებული. მართალია უჭირთ მაგრამ ეს ყველაფერი გიორგის მამის დამსახურებაა მის გამოა ეს ბიჭი ასეთ დღეში. და კიდევ სკოლა მას ძალიან ბევრ საქმეს უკეთებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მან მეცხრე კლასის ატესტატი აიღოს. თქვენ კი ვისაც მისი დახმარება გინდათ ის ცხოვრობს სოფ დიღომში კორპუსებთან. მე მისი ერთერთი კლასელი ვარ და ამას იმიტომ ვწერ რომ არ არი სწორი ხალხს ყველაფერი შემობრუნებული აჩვენო და მოატყუო
natali
25 თებერვალი 2016 04:51
ras gamoxvedi sityvit manana...guli ar gaqvs ...aseti ojaxis shemxedvare haaaaa ...vinaa es martla autaneli ra...jurnalists didi madloba rom gvawvdian aset inpormaciebs ...
სხვა სიახლეები
ორი დავითის მშვიდობიანი თანამეფობა სამიოდე წელს გაგრძელდა.
დაწვრილებით...
ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა "ოსკარის" უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შერჩევა დაიწყო. ვინ იქნებიან შესარჩევი ტურის ჟიურის წევრები და როგორ მიმდინაროებს ფილმების შერჩევის პორცესი?
დაწვრილებით...
შესაძლებელია თუ არა ინტერნეტის სიჩქარის გაზრდა პაკეტის შეუცვლელად? როგორ შევაჩეროთ ესა თუ ის სერვისი? როგორ ავიცილოთ დავალიანების დაგროვება? და თუ ვერ შეწვდით გადასახდელ თანხას?
დაწვრილებით...
სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” , დღეს, საქართველოს რაგბის კავშირსა და შპს”კანტს” შორის სასპონსორო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დაწვრილებით...
თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად გაატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები, თქვენს არჩევანს აჭარაზე შევაჩერებთ.
დაწვრილებით...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აგრძელებს პიარკამპანიის წარმოებას სამიზნე ქვეყნებში.
დაწვრილებით...
“ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია “Stadler Bussnang AG” ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.
დაწვრილებით...
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მიზნები და გამოწვევები გააცნო.
დაწვრილებით...
"სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა!" - ამბობს მსახიობი გია როინიშვილი, რომელმაც თავის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე ჟურნალ "გზასთან" გულახდილად ისაუბრა
დაწვრილებით...

ქსენია (ვერა) თოდუა ის ქალბატონია, რომელმაც ოჯახის წევრებთან ერთად, სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა. მათ დაცვას გარკვეული დროის განმავლობაში ნაცნობი აფხაზები ცდილობდნენ.

დაწვრილებით...
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
იყიდება კეთილმოწყობილი, კაპიტალური ორ სართულიანი
სასწრაფოდ იყიდება ვეძისში წყნარ და
სასწრაფოდ! ქირავდება ძველი იპოდრომის მიმდებარე
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები