აბაშიძეების ოჯახი ამტკიცებს, რომ ვან დეიკის ტილო მათი საკუთრებაა - 14-მილიონიანი ნახატის ბურუსითმოცული თავგადასავალი
აბაშიძეების ოჯახი ამტკიცებს, რომ ვან დეიკის ტილო მათი საკუთრებაა - 14-მილიონიანი ნახატის ბურუსითმოცული თავგადასავალი
09-01-2016
დაკარგული ვან დეიკის ნახატი სტამბოლში მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მის გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებული პირები თურქეთის მოქალაქეები არიან. შეგახსენებთ, გუშინ თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს.

(იხილეთ ფოტოგალერეა: ვან დეიკის ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ნახატები)

მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენები ქართველები არიან.

თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე როგორც დაკავებული პირების, ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება.

"თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავებულია ეთნიკურად თურქი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. თურქეთში შს სამინისტროს ატაშეს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე როგორც დაკავებული პირების ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება".

დაკარგული ვან დეიკის ნახატი სტამბოლში მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მის გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. როგორც თურქეთის სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევარი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მოიპარეს და რუსეთისა და საქართველოს გავლით სტამბოლში ჩაიტანეს.

თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად ნახატი იპოვა. კერძოდ, სამართლდამცველები ბიზნესმენებს მყიდველების სახელით დაუკავშირდნენ და მისი ყიდვა შესთავაზეს. გავრცელებული ცნობით, ბიზნესმენებმა, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ნახატში 14 მილიონი თურქული ლირა მოითხოვეს. დაკავება სტამბოლის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოხდა. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ნახატი მათ საქართველოში მძარცველთა ჯგუფისგან 200 000 დოლარად შეიძინეს.


დაკარგულ ნახატზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ტელეკომპანია "იმედს" დაუკავშირდა აბაშიძეების ოჯახი, რომელთა განცხადებითაც, სტამბოლში ნაპოვნი ჰოლანდიელი მხატვრის ვან დეიკის ნამუშევარი მათი საკუთრება იყო და წლების განმავლობაში, მათ ოჯახში ინახებოდა.

ეკა აბაშიძე:
"მას ჰქონდა უზარმაზარი ოქროსფერი ჩარჩო. ყველამ იცის, რომ ეს ნახატი იყო ჩვენს ოჯახში და ჩვენი იყო. მე ვიცი ინიციალები, რითაც შეიძლება ამ ნახატის ამოცნობა. ყველა გადამყიდველმა და ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ამ ნახატს ვყიდდით. ბოლოს მოვიდა ორი ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ ამ ნახატს თურქეთში გავყიდითო. თანხა იმ პერიოდში სასწრაფოდ გვესაჭიროებოდა და ამიტომ მივეცით ამ ხალხს ეს გასაყიდად".

რაც შეეხება ნახატის წარმომავლობას, როგორც აბაშიძე განმარტავს, დაახლოებით 15 წლის წინ მისმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ ნახატი სახლში მიიტანა და თქვა, რომ ვაკეში, საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა.

"ნახატის ყიდვიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ძმა დააკავეს, საპროცესო გარიგებისთვის გარკვეული თანხა გვესაჭიროებოდა და გადავწყვიტეთ აღნიშნული ნახატი გაგვეყიდა. იგი შეგვიფასეს 80 000-დან 100 000 დოლარამდე. ნახატის სანახავად მოდიოდა უამრავი ადამიანი, ვინც ჩართულია ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვაში და ისინი გვთავაზობდნენ კაპიკებს, თუმცა ბოლო მომენტამდე არ გავყიდეთ. შემდეგ კი მოვიდნენ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი, რომლებმაც შემოგვთავაზეს 37 000
დოლარი. გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ დაგვიტოვეს 7 000 დოლარი. დანარჩენი თანხა რამდენიმე დღეში უნდა მოეტანათ, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილან. როდესაც ჩემი ძმა გათავისუფლდა, დედაჩემმა გადაწყვიტა სამართლებრივი მეთოდებით დაებრუნებინა აღნიშნული თანხა და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, დავა მოვიგეთ და ზაჰირ გუსეინოვს, რომელიც გარდაბანში ცხოვრობს, დაეკისრა 30 000 დოლარის გადახდა, თუმცა მის სახელზე  ქონება არ იყო დარეგისტრირებული, შესაბამისად, თანხა არ დაუბრუნებიათ".

ეკა აბაშიძის ოჯახი მზად არის ვან დეიკის ნახატის დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს სახელით ტილო ჰოლანდიას გადასცეს.


იხილეთ ასევე:  "საუკუნის ძარცვა": თბილისის ყოფილი პროკურორი დუმილს არღვევს



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
მამაკაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც საკუთარი სახლის ეზოში ბუნებრივი აირის მილს შედუღების აპარატით ადუღებდა.
დაწვრილებით...
"რაში ჭირდებოდათ რაცხა ყრილობაზე, ჰიმნის შესრულების დროს სოპრანო"
დაწვრილებით...
ჯანო იზორია: "ჩვენ ლუკმას ვუყოფდით­ ერთმანეთს"

"სტასი გაბრაზებული არ არის, მაგრამ ძალიან დასწყდა გული"
დაწვრილებით...
PRIME
"ადრე ამბროლაურში რო გაგევლო, ქვე მოიტეხავდი კისერს. შარშან შავ ყურძენში 5 ლარიც გადაგვიხადეს, მარა, ეს რო ზღვაში წვეთია?!"

"ძლივას გამოჩნდა სამუშაო და იმის მაგივრად, ჩვენი ხალხი ემუშავებინათ, უცხოები მოიყვანეს"
დაწვრილებით...
PRIME
"მძღოლს გაზეთიდან ამოჭრილი ჩემი სურათი ჰქონდა მიკრული სარკესთან, სტალინის ფოტოს გვერდით"
დაწვრილებით...
PRIME
"სახელი "თორნიკე" ძალიან მომწონს, ჰოდა ჩემს სამხრეთამერიკელ მახრჩობელას ამიტომაც დავარქვი"

თეკლა კვაჭაძე: "კარგი ზნისანი არიან ჩემი ავსტრალიელი აგამები - "სულიკო" და "მარია-ანტუანეტა"
დაწვრილებით...
PRIME
ვხვდები, რომ კისერი მტკივა ცათამბჯენების ყურებაში. გზად "შანელის", "დოლჩე და გაბანას", "ვალენტინოს", "ვიქტორია სეკრეტის", "ვერსაჩესა" და კიდევ უამრავი ცნობილი დიზაინერის მაღაზიას ფოტოებს ვუღებ და ახლა უკვე აქეთ-იქით ყურებისგან მეტკინა კისერი. ქუჩაში უამრავი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი დადის...

ნიუ-იორკში "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი დადის, უკანა საქარე მინაზე ქართული ასოებით "ქართული ჭიდაობის სკოლა" აწერია. მისი მეპატრონე, დავით ფრანგიშვილი, პატარებს სპორტსმენებად ზრდის. ისინი უცხო მიწაზე ამარცხებენ მოწინააღმდეგეს საქართველოს სახელით
დაწვრილებით...
PRIME
რომელ რადიოს ენდობა მსმენელი და დროის რა მონაკვეთში უსმენენ რადიოსაშუალებებს ყველაზე ხშირად,
დაწვრილებით...
PRIME
იყიდება შავი კარკასი საბურთალოს ცენტრში,
იყიდება 3 ოთახიანი კუთხის ბინა
სასსწრაფოდ იყიდება საბურთალოზე საუკეთესო ადგილას
სასწრაფოდ! ქირავდება 75 კვ.მ. საოფისე
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები