"ნაცმოძრაობა", ნინიები და ეს "ბანბანერკები" მხოლოდ ყვირიან"
"ნაცმოძრაობა", ნინიები და ეს "ბანბანერკები" მხოლოდ ყვირიან"
11-01-2016
"თავისუფლება უზრდელობა ჰგონიათ"

"ესენი სისხლგაწ­ყალებული ქართველები არიან, რომელთაც არც მამულიშვილობასთან, არც ვაჟკაცობასთან, არც პატრიოტიზმთან ხელი არა აქვთ, იმ ცრუმოძღვრების მიმდევარნი არიან, რომელიც ქადაგებს უსამშობლობას, უსქესობას..."


ახალი წლის დღეებში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ცნობილი­ ადამიანების ახალ-ახალი სტატუსი, რასაც სკანდალების ქარცეცხლი მოჰყვა. საზოგადოების განსაკუთრებული რეაქცია მოჰყვა ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის სტატუსს, რომელმაც პატრიარქს "უზნეო მეშჩანი" უწოდა. არანაკლებ სკანდალური აღმოჩნდა ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიგი თევზაძის სტატუსი, რომელიც შობა დღეს გამოაქვეყნა: "არ გეწყინოთ, მაგრამ, დღეს, საქართველოში, შობის აღნიშვნა, არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ".

ამ სტატუსებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ზოგი აღშფოთდა, ზოგი გინებაზეც გადავიდა...

ზაზა პაპუაშვილი, პარლამენტარი:
- ჩვენ სიტყ­ვის თავისუფლების ფასი არ ვიცით, ზოგიერთს თავისუფლება უზრდელ­ობა ჰგონია.
ჩვენთან ყველაფერი­ მოსულა. ასეთია ნინია კაკაბაძეც­ - უზრდელი, უსამშობლო, უღირსი. პატრიარქის და სარწმუნოების ლანძღვა თავისუფლებად ეთვლება.
მე მათ "ბანბანერკა" ქართველებს" ვეძახი. ესენი სისხლგაწ­ყალებული ქართველები არიან, რომელთაც არც მამულიშვილობასთან, არც ვაჟკაცობასთან, არც პატრიოტიზმთან ხელი არა აქვთ, იმ ცრუმოძღვრების მიმდევარნი არიან, რომელიც ქადაგებს უსამშობლობას, უსქესობას... ერთს ვიტყვი: "ნაცმოძრაობა", ნინიები და ეს "ბანბანერკები" მხოლოდ ყვირიან. ისინი რუსეთსაც მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით უპირისპირდებიან. მე კარგად ვიცი, რატომ ვუპირისპირდები რუსეთს - იმიტომ, რომ მან სახელმწიფოებრიობა გამიუქმა, მეფე ჩამომიგდო, ავტოკეფალია წამართვა, ეკლესიები გადამიღება და რაც მთავარია, ჩემს ენას და ტერიტორიებს დაემუქრა... ამათ რატომ ეზიზღებათ რუსეთი,­ ვერ გავიგე. ესენი ხომ ზუსტად ისე იქცევიან, როგორც დამპყრობლები - ლანძღავენ ეკლესიას, სარწმუნოებას, წინაპრებს, ტრადიციებს... ყველაფრის მაგინებლები არიან. ისინი ბოლშევიკებზე უარესი არიან. როგორ შეიძლებოდა გიგი თევზაძე ლექტორი, მით უფრო რექტორი ყოფილიყო?! ის ბავშვებთან მისაშვები არ არის! ვინმე­ სახელმწიფო სამსახურში მუშაობას თუ დააპირებს,­ უნდა ჰკითხო, მისი ლექტო­რი გიგი თევზაძე ხომ არ იყო. მისი "გაზრდილი" ახა­ლ­გაზრდა სახელმწიფოს
დაღუპავს.

გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი): - ასეთ თემებზე კომენტარს ნუ მთხოვთ. არ ვცნობ ადამიანებს­, ვინც ასე ფიქრობს, ან თავის გამო­ჩენის მიზნით ასე ლაპარაკობს. ყველამ კარგად იცის, ვინ არის ამ ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემი ადამიანი. არ შემიძლია ასეთ სისულელეებზე რამე ვთქვა.
ადამიანმა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოს, ლაპარაკის უფლება რომ ჰქონდეს. კონკრეტულ გვარებსა და სახელებთან პრეტენზია არ მაქვს. მე იმაზე ვწუხვარ, რომ დღეს იძულებული ვართ, ასეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ.

ეკა სალაღაია
ხათუნა
25 იანვარი 2016 11:03
ერტხელ და სამუდამოდ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს რომ ყბელა არარაობა გარყვნილებით, უზრდელობით, უზნეობით, სულმდაბლობით ცდილობს თავის წარმოჩენას რადგან სხვა სიმდიდრე არ გააჩნია.შეუნდოთ და გვეცოდებოდნენ ისინი.
ალექსანდრე
13 იანვარი 2016 12:15
ზოგიერთ იდიოტს ტავისუფება თავისი ტრადიციების შეურაწყოფა გონიათ! მაგრამ იმაზე არასდროს უფიქრიათ, ტრადიციებმა ვაჟკაცობამ, ოჯახის, მეგობრის, ქვეყნის და უფლის სიყვარულმა გადარჩინა საქართველო,,, და არა ნინიებისნაირმა, შადიმანებმა, ლიპარიტ ბაღვაშებმა
სხვა სიახლეები
ყველასთვის საყვარელ კომპოზიტორს, გოგი ცაბაძეს 24 აგვისტოს 92 წელი შეუსრულდებოდა. მან იცხოვრა ისე, როგორც ნაღდმა თბილისელმა, უნიჭიერესმა ადამიანმა... სცენაზე გარდაიცვალა, როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი.
დაწვრილებით...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
დაწვრილებით...
1744 წელს ირანის 139-წლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II (1744-1762),
დაწვრილებით...
ბათუმმა რიგით მეთერთმეტე მასშტაბურ ავტორბოლას ,,Bridgestone Black Sea Cup-2016” უმასპინძლა
დაწვრილებით...
გიორგი II (1565-1585) იმერეთის მეფემ ხანგრძლივად იმეფა.
დაწვრილებით...
"გზა მქონდა გადაკეტილი და როდესაც საზღვრები გაიხსნა, უკვე სიბერემ მომისწრო... უკვე 72 წლის ვარ. ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ასაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვცურავ. ყოველდღე დავდივარ აუზზე. ზოგჯერ გამისწრებენ ახალგაზრდები, მაგრამ მერე ვცდილობ, არ მაჯობონ!..."
დაწვრილებით...
PRIME
ლეილა აბაშიძე: "როდესაც გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, ამერიკული კინოს გმირს ჰგავდა. თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, საოცრად მგრძნობიარე, ტაქტიანი და ჭკვიანი. მან შექმნა ქართულ კინოში მამაკაცის ახალი, ინტელექტუალური გმირის სახე"
დაწვრილებით...
PRIME
ჟურნალისტი, "პროფესიით" - ტურისტი, ზღვასა და მთას ვეწვიე. ყველაფერს უცხო თვალით შევხედე, რომ სამშობლოს სიყვარულს არ გადაეძალა და ხარვეზებზე თვალი არ დამეხუჭა

"სანაპიროს ალაგებენ, მაგრამ დამსვენებლები ზღვაში ყრიან ნაგავს, პირდაპირ პლაჟზე ყრიან საზამთროს ქერქებსა და სიმინდის ნარჩენებს, სიგარეტის კოლოფებსა და ნაყინის ქაღალდებს..."
დაწვრილებით...
PRIME
"არ დავასახელებ იმ ადამიანებს, რომელთა სცენაზე დანახვა უფრო გამიხარდებოდა, ვიდრე პარლამენტში"
დაწვრილებით...
PRIME
აქ ადამიანები არსებო­ბისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, მყიდველი­ ცდილობს, იაფად შეიძინოს პროდუქტი, ისიც ხომ სიდუხჭირეს ებრძვის. როლებია სხვადასხვა, ამ ორომტრიალში კი გამარჯვებული მხოლოდ რეალობაა - ერთ წრეზე სიარულის რეალობა: ყიდიან და ყიდულობენ,
ამ მოჯადოებულ წრეზე კი გაჭირვებაა გამეფებული...

დღის ბოლოს ნავაჭრმა 24 ლარი და 50 თეთრი შეადგინა... ასე გაილია მძიმე და მომქანცველი დღე. გაყიდული პროდუქციიდან, როგორც დახლის მეპატრონემ დაიანგარიშა, მხოლოდ 2,50 ლარი დარჩა მოგება
დაწვრილებით...
PRIME
იყიდება საბურთალოზე (მოდულის წინ), ახალაშენებული
იყიდება ბინა, დიდი დიღომი, 3მ/რ
იყიდება ვარკეთილის 3, მე-3ა მ/რ-ში
სოფელ ვაზიანის ცენტრში ლილო მოლიდან
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები