"სოფო ნიჟარაძის ადგილას საზოგადოებაში გამოჩენას მოვერიდებოდი"
"სოფო ნიჟარაძის ადგილას საზოგადოებაში გამოჩენას მოვერიდებოდი"
11-01-2016
მომღერალ სოფო ნიჟარაძის­ გამოჩენას პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის საპატიო წევრად, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

ბევრს სააკაშვილი-ნიჟარაძის საუბრის სკანდალური აუდიოჩანაწერი გაახსენდა (აღსანიშნავია, რომ მის ავთენტურობას ნიჟარაძე­ არ ადასტურებს). სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი მი­იჩნევდა, რომ ნიჟარაძის გამოჩენა მის რეაბილიტაციას ემსახურ­ებოდა. ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ მას არაფერი ჩაუდენია, რომ საზოგადოებაში გამოჩენის შერცხვენოდა. თუმცა, მაგალითად, მხატვარი ნიკუშა შენგელაია მიიჩნევს, რომ ნიჟარაძე საზოგადოებაში გამოჩენას უნდა მორიდებოდა.

- წლების განმავლობაში ხელ­ოვანებს პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ახარისხებდნენ. ამან იმდენად მასშტაბური ხასიათი­ მიიღო, რომ ყოველგვარ ზნეობრივ ჩარჩოებს გასცდა... როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ვითარებამაც რადიკალურად განსხვავებული სახე მიიღო, დღეს არავინ არჩევს "ამისიანსა" თუ "იმისიანს", თუმცა, ვიღაცები მაინც ცდილობენ, კონკრეტული ადამიანების "გარე­ცხვას". ყველა ხელოვანმა თავის გულში ჩაიხედოს და ნამუსს ერთხელ მაინც მოუხმოს. არავის მსაჯული არ ვარ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობისგან" საზოგადოების შეურაცხყოფა არ დასრულებულა... ნიჟარაძე-სააკაშვილის საუბრის შემდეგ კეთილსინდისიერი ადამიანი საზოგა­დოებაში გამოჩენას მოერიდებოდა, მაგრამ ყველა თავისი შეგნებიდან გამომდინარე მოქმედებს.

- ადამიანის უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, გამოჩნდეს საზოგადოებაში თუ არა.

- უფლებებზე არ ვსაუბრებ, აქ მორალური მხარეა მთავარი. დიახ, სოფო ნიჟარაძის ადგილას საზოგადოებაში გამოჩენას მოვერიდებოდი. ყველაფერი ხალხმა განსაჯოს. ხალხი, მოგეხსენებათ, ბრძენია და ყველაფერს იმახსოვრებს,­ მათ შორის იმასაც, ვის არ აწუხ­ებს სისხლის ღვრაზე საუბარი. საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რომ "რუსთავი 2" ერთი პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტული მანქანაა, მაგრამ რას ვიზამთ­, ასეთია დემოკრატია. ხალხმა, დიდი ხანია, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და ამას "ნაციონალური მოძრაობის" დროს შექმნილი მიუზიკლითა თუ რომელიმე შოუში გამოჩენით ვერ გადაფარავენ. თუმცა, მე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, ინტერნეტსივრცეში ამ ამბავს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ზოგიერთის მაგივრად მრცხვენია.

"სტო პრო სისხლის ღვრა იქნება, ქინძი ვიყო"


ამონარიდი სააკაშვილი-ნიჟარაძის საუბრის აუდიოჩანაწერიდან.

სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე...
ნიჟარაძე: რა პონტში, აქა, ჩვენთან?
სააკაშვილი: აბა...
ნიჟარაძე: ხო, ალბათ იქნება.
სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო.
ნიჟარაძე: ხო, მარა რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ.
სააკაშვილი: ვისა?
ნიჟარაძე: ჩვენებს.
სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი.
ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩა.... სუნი ასდის შორიდან.

რუსუდან შელია
You must have Flash Player installed in order to see this player.
meeee
08 ივნისი 2016 18:37
Daanebet sopos taxi. Ra gaxda. AR ARIS CUDI PIROVNEBA. AR MOBEZRDA ZOGIERTS MASZE CHORAOBA.?
Nata
08 ივნისი 2016 18:23
Vinme sxva ver naxet chkuis sakitxavi? Shengelaia sxvas ras itkoda.
სხვა სიახლეები
"მუდმივად ვფიქრობ, ვიეჭვიანებ თუ არა, როცა გაიზრდება, ნიკას დედამისის ნახვა და მასთან ცხოვრება რომ მოუნდეს. ამ დროს, საკითხს ასე ვსვამ: თუ ჩვენ, მშობლებს, შვილი იმისთვის არ გვინდა, რომ სიბერეში მოგვიარონ და "ამაგი" დაგვიბრუნონ, არამედ იმისთვის, რომ ინდივიდებად და მოსიყვარულე ადამიანებად გაზარდოთ, არანაირი ეჭვიანობის საფუძველი არ არსებობს"
დაწვრილებით...
"გამოჩნდებოდა ეკრანზე მშვიდი, ლამაზი, მუდამ გემოვნებით ჩაცმული მომღიმარი ხათუნა დონდუა და ერთგვარი შვება მოჰქონდა საზოგადოებისთვის"
დაწვრილებით...
ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია, ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად!
დაწვრილებით...
უწმინდესს რომ გამართული დაცვის სამსახური სჭირდებოდა, კარგად ხედავდა მამა ნიკოლოზ მინდიაშვილიც (ჩვენი მოძღვარი იყო). როგორც მოგვიანებით გავიგე, სწორედ მან ჩამოუგდო ამ თემაზე პატრიარქს სიტყვა - კარგი ბიჭები მყავს, სამსახურს კარგად ააწყობენ და იქნებ თქვენთან წაიყვანოთო.
დაწვრილებით...
დღევანდელ წერილში რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის თავს გადახდენილ მხიარულ ისტორიებს მოგიყვებით.
დაწვრილებით...
"სულ ნოსტალგია მაქვს, როცა "ფეისბუკში" ჩემი მშობლიური და საყვარელი დაბა ცემის ფოტოებს ვუყურებ - წელს მაინც რამხელა თოვლი მოსულა"!
დაწვრილებით...

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს.
დაწვრილებით...
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
იყიდება მეტრო ვაგზლის მოედნის პირდაპირ,
იყიდება კერძო სახლი ბაგების ბოლოს,
სასწრაფოდ მფლობელისგან! იყიდება ვაჟა-ფშაველას მე-6
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები