"როცა ყველას გვეძინა, შუქი მოვიდა და სახლში მხუთავი კვამლი დატრიალდა" - როგორ გადაარჩინა ძაღლმა სიკვდილს ზურა ყიფშიძის ოჯახი
"როცა ყველას გვეძინა, შუქი მოვიდა და სახლში მხუთავი კვამლი დატრიალდა" - როგორ გადაარჩინა ძაღლმა სიკვდილს ზურა ყიფშიძის ოჯახი
10-01-2016
თურმე მსახიობ ზურა ყიფშიძეს ცხოველები განსაკუთრებულად ჰყვარებია. აი, რა გაიხსენა ბატონმა ზურამ ჟურნალ "გზასთან":

- მყავს ბავშვობის მეგობარი დიმა გედევანიშვილი, რომელიც ფილმში "როცა აყვავდა ნუში" თამაშობს. მის ბინაში, სოლოლაკში ცოლ-შვილთან ერთად ვცხოვრობდი და ჩვენს ძაღლს პატარა სახლი აივანზე მოვუწყვეთ. ერთ საღამოს შუქი ჩაქრა, დენის გამათბობელი კი ჩართული დაგვრჩა. როგორც ჩანს, ღამით ფეხი წავკარი და წავაქციე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. შუაღამისას, როცა ყველას გვეძინა, შუქი მოვიდა და სახლში მხუთავი კვამლი დატრიალდა... ეს იგრძნო ძაღლმა და აივნის კარს მანამდე ურტყა თათი, ვიდრე კარი არ შემოანგრია; ოთახში შემოვარდა, ყველა გაგვაღვიძა და სიკვდილს გადაგვარჩინა. ამ ზამთარს ბაგირას ვასეირნებდი და ყინულზე ისე დავეცი, ფილტვები "ჩამეკეტა", ვეღარ ამოვისუნთქე. საწყალს, ძალიან შეეშინდა და დიდხანს მლოკავდა; ვიდრე არ ამოვისუნთქე, არ მომეშვა.

-ცხოველები ალბათ ბავშვობაშიც გიყვარდათ?

- კი, ძალიან მიყვარდა, მაგრამ მათი ყოლის უფლებას არ მაძლევდნენ. დეიდები ბინაში სისუფთავეს იცავდნენ და აბა, ბაცილებიან ძაღლს შინ ვინ მიმაყვანინებდა?!. უფლის წყალობით, ახლა ისეთი ოჯახი მაქვს, რომ რამდენ ძაღლსაც მინდა, იმდენს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვიყოლიებ. ერთი ახლა დაანახვა ჩემი სახლი დეიდებს... გუშინ ღამით საწოლიდან ცოტა ხნით ავდექი. დასაწოლად რომ დავბრუნდი, დავინახე, ბაგირა ჩემს ლოგინში იწვა, თან ისე, რომ ადგილი ჩემთვისაც ჰქონდა დატოვებული (იღიმის). ცხოველები ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს. ბავშვობაში თურმე, თავისი ნაგაზი სკოლაში აცილებდა და ეზოში ელოდებოდა; ბოლო გაკვეთილის დასრულების მანიშნებელი ზარი რომ დაირეკებოდა, საკლასო ოთახის კარს თათით აღებდა, ჩემი ცოლის ჩანთას პირით იღებდა და ბავშვი შინ მიჰყავდა. თუ ზარის დარეკვის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს კლასში შეაყოვნებდა, შანსი არ იყო, ძაღლი პატრონს იქ აღარ გააჩერებდა: მან იცოდა, რომ წასვლის დრო იყო! ვფიქრობ, ბავშვები ცხოველებთან ერთად უნდა იზრდებოდნენ.

ამას წინათ, ჩემს მეგობარს ძაღლი მოუწამლეს და ლამის გავგიჟდი; ადამიანი, რომელიც ამას იკადრებს, ციხეში უნდა ჩასვა! არ მიყვარს ის ხალხიც, ვინც ძაღლებს აჩხუბებს. ოჯახის წევრები უფრო მეტად მიშლიან ნერვებს, ვიდრე ძაღლი და აბა, პატივი არ უნდა ვცე ასეთ ცხოველს?!

იხილეთ სრულად




მერაბი
11 იანვარი 2016 15:29
ნამდვილად მართალი ბრძანდებით პატივს თუცემთ ძაღლი ამას გრძნობს და ცდილობს დაგიფასოს ადამიანებს კი რამდენიც არუნდაც პატივი თან გადაყვე აქეთ გეტყვიან უსირცხვილოთ რაპატივი მეცი ასეთიო.
სხვა სიახლეები
“თეგეტა მოტორსის” ახალი შეთავაზება ავტომფლობელთათვის „მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“.
დაწვრილებით...
აჭარაში, საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების ვინაობა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.
დაწვრილებით...
28 ნოემბერს კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო,
დაწვრილებით...
ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე (28 ნოემბერი-2 დეკემბერი) მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე.
დაწვრილებით...
"ჩემს დაბადების დღეზე ირინა მეგობართან ერთად მოვიდა. პირველად თვალში მისი თვალები მომხვდა და მერე როგორც ხდება ხოლმე, ჩვენს ურთიერთობაში ეტაპობრივად მოვიდა მოწონება, ვნება, სიყვარული..."
დაწვრილებით...
"კარგია, რომ კულტურის სამინისტრომ დააფინანასა მისი ამ კონკურსებში მონაწილეობა, მაგრამ ამ ფონზე, კიდევ უარესად ჩანს - ამის გამო მისთვის სოციალური სტატუსის შეცვლა და დახმარების მოხსნა"

"იმის გარდა, რომ მარტო ვცხოვრობ და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, ელემენტარული საარსებო პირობებიც კი არ მაქვს..."
დაწვრილებით...
"ჯერ მეწაღედ ვმუშაობდი, მერე მშენებლობზე - მუშად და რესტორანში - მიმტანად"

"მე ისეთი საქართველო დავტოვე, სადაც არც შუქი იყო, არც წყალი და არც არაფერი. ახლა აშკარა წინსვლა იგრძნობა"
დაწვრილებით...
ვარ ბინის მეპატრონე!!! იყიდება 70
იყიდება მიწის ნაკვეთი (სზ-6) ნუცუბიძე-ლისის
ქირავდება კომერციული ფართები 55კვ.მ-დან ყაზბეგის
იყიდება ორ ოთახიანი ბინა ბაგების
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები