"ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე" - ტრაგედია, რომელმაც 12 წლის გოგონა იმსხვერპლა
"ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე" - ტრაგედია, რომელმაც 12 წლის გოგონა იმსხვერპლა
12-01-2016
"ნასვამ მოსრიალეთა 99-% ქართველია..."

გუდაურში, პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლე სალომე ტატიშვილი ემსხვერპლა... სასრიალო ტრასაზე მას 19 წლის ბიჭი დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
სალომე ტატიშვილი ცნობილი ექიმის დავით ტატიშვილის ძმის შვილია. ის მე-6 საავტორო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო და სკოლის ხელმძღვანელობის თქმით, განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა.

"მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა სალომე ტატიშვილი, ჩვენი სკოლის VII კლასის ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე. მთელი სკოლისთვის ეს განუზომელი ტკივილია, რომელსაც სიტყვები ვერ გამოხატავს",- აღნიშნულია მეექვსე საავტორო სკოლის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ წერილში...

თვითმხილველის თქმით, გოგონას მამაც თან ახლდა და ეს ტრაგედია მის თვალწინ მოხდა.

თამარი, 23 წლის:
-ზემოდან დაშვებული მოსრიალე დიდი სიჩქარით დაეჯახადა, გოგონა მოცელილივით დაეცა ძირს... ყველაფერი იმდენად წამებში მოხდა, გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარით. შემდეგ ჩოჩქოლი ატყდა და მამაკაცის განწირული ხმა მოჰყვა, - შველას ითხოვდა... ბავშვი მახლდა და არ მინდოდა შეშინებოდა. მივხვდი, რაღაც კარგი არ მოხდა. შემდეგ, როდესაც ქვემოთ ჩამოვედით, სასწრაფო დახმარებისა და პატრულის მანქანები იდგნენ.. შემდეგ გავიგეთ, რომ საცოდავი გოგონა გარდაცვლილი იყო, ხოლო ბიჭი, საავადმყოფოში გადაუყვანიათ... ის, რომ გუდაურის და ზოგადად, მთის კურორტებიის სასრიალო ტრასებზე ვითარება მძიმეა, რბილად რომ ვთქვა, სრული განუკითხაობაა... სადაო არც არის, -აქ ნახავთ, ტყავის ქურთუკიან და ჯინსის შარვლებში გამოწყობილ, ნასვამ მოსრიალეებს. უმეტესობა მეგობრებთან ერთად ამოდის, მაგრამ ბევრი ოჯახით არის ამოსული. იქნებ ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მაინც მიიღოს გუდაურის ადმინისტრაციამ რაიმე ზომები, თუკი ეს შესაძლებელია, - დაყონ სასრიალო ტრასები, სადაც მოყვარულების, სპორტსმენების და დამწყები მოსრიალეებისთვის ადგილი ცალ-ცალკე იქნება...

რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი და იგეგმება თუ არა რამე წესების შემუშავება, რომელსაც ტურისტები ზამთრის კურორტებზე ყოფნისას უნდა დაემორჩილონ, რათა ტრაგიკული შედეგები თავიდან ავიცილოთ, -ეს საკითხები ბოლო დროს მართლაც აქტუალურია, -თუ რა ცვლილელებს და როდიდან უნდა ველოდოთ რაიმე ტიპის აკრძალვებს, ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი გვესაუბრება.

- შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 15 წუთში მივედი, ძალიან მძიმეა იმ ყველაფრის გახსენება, რაც იქ ვნახე... ბიჭი ქვემოთ ამბულატორიაში ჩამოიყვანეს, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, რადგან თვითონაც გათიშული იყო, შემდეგ უკვე რეფერალური დახმარების მანქანამ თბილისში გადაიყვანა... ნასვამ მოსრიალეთა 99-% ქართველია.

-კონკრეტულად ამ შემთხვევაზე გკითხავთ, -გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭი, რომელიც მოზარდს დაეჯახა, ნასვამი იყო...
- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვიზუალურად ეს ა
დამიანი არ ტოვებდა ნასვამის შთაბეჭდილებას, თუმცა მისი მონაცემები ექსპერტიზას გადაეცა და მალე გაირკვევა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო თუ არა...

- ბატონო სანდრო თუ ხდება კონტროლი, მაგალითად, ვინ სად უნდა ისრიალოს, რა ტიპის სასრიალო ტრასაზე?

- საერთოდ, მსოფლიოს კურორტებზე ტრასები ასეა დაყოფილი, -დამწყები, საშუალო, ექსპერტი მოთხილამურეებისთვის. ჩვენს მონიტორებზე ყველგან გაკრულია, თუ რომელი ტრასა რა სირთულის არის და ეს ვიზუალურადაც კარგად ჩანს, რათა სწორად აარჩიოს სასრიალო ტრასა. ანუ ყველა ტრასას აქვს თავისი ფერი, ეს არის სირთულის მაჩვენებელი და ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, საკუთარ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სად უნდა ისრიალოს... შუა კვირაში, როდესაც კურორტზე უფრო მეტად უცხოელები არიან, რისკი ნაკლებია, რასაც ვერ ვიტყვით შაბათ-კვირაზე, რა დროსაც თბილისსა და საქართველოს დანარჩენი ქალაქებიდანაც ამოდიან. უცხოელებისგან განსხვავებით, ისინი ადეკვატურად ვერ აღიქვამენ სირთულეებს. არც ერთ საკურორტო ზონაში არ ხდება, მოსრიალეს სრიალი აუკრძალო, თუ რომელი სირთულის ტრასაზე უნდა გავიდეს, ეს მისი გადასაწყვეტია... რაც შეეხება, შემოწმებას, ერთ საათში საბაგიროს 4 ათასიანი გამტარიონობა აქვს და უბრალოდ შეუძლებელია შეამოწმო, თუ რა დონეზე სრიალებს ის, ანუ მათი შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია.

- ნასვამობაზეც?
-ნასვამობა, მთის კურორტებზე ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენი კომპანიის მაშველებს, უფლება აქვთ თხოვნით მიმართონ ან ურჩიონ ნუ ისრიალებენ ნასვამი, მაგრამ დაუჯერებენ თუ არა მათი ნებაა, ჩვენ კი, უფლება არ გვაქვს გავაჩეროთ ან შევუზღუდოთ მათ გადაადგილების უფლება. ძალიან იშვიათად ყოფილა შემთხვევა, დაეჯერებინათ. უფრო მკაცრი ზომების მიღების უფლება ჩვენ არ გვაქვს.

- პატრულის გამოძახების უფლებაც არ გაქვთ?
-პატრულს იქ ასვლამდე 40 წუთი მაინც დასჭირდება და არ მგონია მასობრივად ნასვამი ადამიანების შეჩერება შევძლოთ. რა უფლებით უნდა გავაჩეროთ?!.

- საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ, ისე სხვის სიცოცხლეს...
- დიახ, ზუსტად ამიტომაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს. რამდენადაც ვიცი, უკვე გავლილი აქვს ყველა საიჭრო პროცედურა და უახლოეს მომავალში გადაეგზავნება პარლამენტს კანონში ცვლილებების შესახებ დასამტკიცებლად. ეს რისკს შეამცირებს, მაგრამ ბოლომდე ვერ აღმოფხვრის, რადგან პირდაპირ აკრძალვა არც ერთ სამთო და სათხილამურო კურორტზე არ ხდება, მაგრამ სახელმწიფო შეეცდება მინუმამდე დაიყვანოს ასეთი ფატალური შემთხვევები. რაც მთავარია, შსს-მ უკვე დაიწყო მუშაობა, როგორც ვიცი, ამზადებენ სპეციალურ ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც შსს ძალიან მალე ჩამოაყალიბებს საგანგებო პატრულს, რომელიც მართლაც ძალიან სჭირდება ჩვენს კურორტებს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

kote
17 იანვარი 2016 15:17
უნდა შევიგნოთ ყველამ, რომ დათრობის შემდეგ არ შეიძლება საჭესთან ჯდომა, თხილამურებით სრიალი და ნებისმიერი ისეთი ქმედება რაც სიფრთხილეს და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.როდემდე შეიძლება ველურებივით ვიქცეოდეთ და არაფერს ვუწევდეთ ანგარიშს.
quTaiseli
14 იანვარი 2016 10:52
ნათელში ამყოფოს ამ გოგოს ლამაზი სული მაგრამ ქართველების ლანძღვა აქ როგორ შეიძლება განა ტრასაზე რომ თურქები მანქანას გიჟივით მიაქროლებენ და უმოწყალოდ კლავენ ხალხს ესეც ქართული ჯიშის და უდისციპლინობის ბრალია. ეს სიტუაცია უბრალოდ უბედური შემთხვევა და ტრაგედიაა როგორებიც ბლომად ხდება მთელ მსოფლიოში.აგერ ქუთაისში სტუმრად იყო ხალხი ჩამოსული და გარეთ მანქანას უცდიდნენ ამ დროს ბინის გარეთა ნალესი კედელი ჩამოიშალა და ანგელოზივით ბავშვი იმსხვერპლა და რა ვინაც 4 წლის უკან კედელი გალესა სიტყვაზე იმას უნდოდა ეს ტრაგედია მომხდარიყო თუ იმ 19 წლის ბიჭს უნდოდა იმ ბავშვის მოკვლა. არავისაქ უფლება ლანძღოს მთელი ერი რა მოტივიც არუნდა ამოძრავებდეს.
სხვა სიახლეები
აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია
დაწვრილებით...
სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე Automechanika Frankfurt 2016 წარდგა.
დაწვრილებით...
26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონია მიმდინარეობდა, როდესაც ღონისძიებისთვის ხელის შეშლა "აუდიტორია 115"-ის წევრებმა სცადეს.
დაწვრილებით...
მოსახლეობას მიწის დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად და საფლავზე გასასვლელად შემოვლითი გზის, დაახლოებით შვიდი კილომეტრის გავლა უწევს...

სოფლის შესასვლელში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, საიდანაც ჯერ მოსავალი არ აუღიათ, ცოტა ხნის წინ დაყრილმა ხრეშმა დაფარა
დაწვრილებით...
PRIME
ცნობილი ადამიანები ახალ პანთეონს იწუნებენ

ჯანსუღ ჩარკვიანი: "მახათას მთაზე მტერი ავიდა, შორია"
დაწვრილებით...
PRIME
"მერაბ ბერძენიშვილმა მართლაც ბევრი ინერვიულა, მას და მის "დავით აღმაშენებელს" ასე რომ მოექცნენ, დიდების მემორიალი რომ ააფეთქეს, დიდგორის მემორიალი რომ გაძარცვეს..."

"ეს ჩემი პირველი ქანდაკება იყო... ჩემი ხუთი წლის წვალების შემდეგ მე გავიმარჯვე, მხატვრობა მოვახვიე თავს იმასაც კი, ვისაც არ სურს გაიგოს, თუ რა არის ის. ეს დღე ბედნიერი დღე იყო ჩემთვის"...
დაწვრილებით...
PRIME
"ასეთი ხუმრობა შვილის გასამხიარულებლად დამჭირდა. მოგეხსენებათ, უმძიმესი წლები გამოვიარეთ, პოლიტპატიმარიც ვიყავი, ეს კი ჩემი შვილისთვის სტრესი იყო, რამაც მის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა"

"ერთმა მითხრა, ზოოპარკში ცოცხალ ლომებთან მაინც გადაიღე სურათიო"
დაწვრილებით...
PRIME
"ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, რომ შემაგინეს"

"ამ ადამიანის ცხოვრება უკვე "მამაო ჩვენოსავით" ვიცი. ექსპრეზიდენტს ბევრი მანერული თვისება აქვს, მათ შორის მხოლოდ მისი თითების კომბინაციის 4 ფურცელი მაქვს ჩამოწერილი და ათვისებული"
დაწვრილებით...
PRIME
"ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები ხშირად დღის განმავლობაში ანაზღაურებული სამუშაოდან მიღებულ ერთ დოლარს, ცენტებსაც სწირავენ, რომ ჩვენს ქვეყანას მცირედით დაეხმარონ. არადა, თავადაც ოჯახებს არჩენენ. ემიგრანტებმა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შიმშილით დაღუპვის ზღვარზე მისული ოჯახები გადაარჩინეს"
დაწვრილებით...
PRIME
სასწრაფოდ, იყიდება ბინა ზესტაფონის
უნიკალური! სასწრაფოდ იყიდება უნიკალური პროექტის
ბაკურიანის ცენტრში სასწრაფოდ! იაფად იყიდება
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები