"ჩვენც გვეღირსა არჩევნები და ხალხიც არ "მაზავს", ნუ გაუშვებ ერთადერთ შანსს - აირჩიე ზაზა!" - კვირის პალიტრა

"ჩვენც გვეღირსა არჩევნები და ხალხიც არ "მაზავს", ნუ გაუშვებ ერთადერთ შანსს - აირჩიე ზაზა!"

ბოლო კვირებია სოციალურ ქსელებში სტატუსი #NBAVote Zaza Pachulia მთავარ სლოგანად იქცა.

მოგეხსენებათ, ამბობენ, რომ ქართველებს ლექსის წერის განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს, ჰოდა, არც ახლა გუვუშვით შანსი ხელიდან. მოკლედ, ლექსის წერისკენ მიდრეკილთათვის ზაზა ფაჩულია პირდაპირ მუზად იქცა. ეს ხუმრობით, რადგან ჩვენი აქტიურობით ლექსით თუ ულექსოდ ზაზა ფაჩულიას აძლევს ისტორიული შანსს, გახდეს პირველი ქართველი კალათბურთელი, ვინც NBA-ს All Star-ში, ანუ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ითამაშებს!  (იხილეთ ფოტოგალერეა)

ამისთვის საჭიროა, All Star-ის სასტარტო ხუთეულების გამოსავლენ გამოკითხვაში "დალასის" ქართველმა ცენტრმა კონკურენტებს აჯობოს. ხმის მიცემა ყოველდღიურად შეიძლება ხუთი სხვადასხვა ხერხით, მაგრამ განსაკუთრებით ეფექტიანი სოციალური ქსელის მეშვეობით აგორებული კამპანია გამოდგა. (იხილეთ: ხმა მიეცით ზაზას!)

ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემისკენ ხალხს ყველა მოუწოდებს - იქნება ეს მინისტრი, ბანკის თანამშრომელი, საჯარო მოხელე, ბიზნესმენი, ჟურნალისტი თუ გამყიდველი. მხარდაჭერის გამოსახატად ზოგმა ლექსების წერაც დაიწყო, რა თქმა უნდა, მთავარი აზრი იმის მოწოდებაა, რომ ყველამ ხმა მისცეს ქართველ კალათბურთელს. ჩვენც კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისკენ და აქვე გთავაზობთ სოციალური პოეზიის რამდენიმე ნიმუშს, რაც მხარდაჭერისთვის შეიძლება გამოგადგეთ კიდეც:

"ნბა-დან მომავალო ოლსტარების ქარო,

თუ დალასის მავერიქსმა გკითხოს ვინა ხარო,

უპასუხე,რომ ზაზა ხარ, არ კი უთხრა ვისი,

ამას თითონ მიგიხვდება ჩემი მავერიქსი.

ფაჩულია ვარსკვლავია,

მავერიქსის მშენებელი.

დალასი კი მხარე არის

მისი დამაშვენებელი..."

"დარუბანდის კარზე ფაჩუნია,

არის გადმოლახვის შანსი,

ფარქვეშ დავაყენოთ #NBAVOTE Zaza Pachulia

რომ არ განვიცადოთ მარცხი!"

"შენი სატირული რითმების სარჩულია,

ეს დიდი მისტერია - ზაზა ფაჩულია"

"ვარსკვლავების ბედი წყდება, ხალხი თურმე მსაჯულია.

ხმა მიეცი საქართველოს - აირჩიე ფაჩულია!"

"ჩვენც გვეღირსა არჩევნები,

და ხალხიც არ "მაზავს",

ნუ გაუშვებ ერთადერთ შანსს -

აირჩიე ზაზა!"

#NBAVOTE Zaza Pachulia

ზაზა არა მხოლოდ დიდი კალათბურთელი, არაჩვეულებრივი ადამიანი, მეუღლე და მამაა.

იხილეთ ფოტოგალერეა: ზაზა ფაჩულიას ბავშვობა, ოჯახი, კარიერა