"ზოგი სწორად ინფორმირებული არ არის, სხვა კი ნაწყენია ძველებურად რომ აღარ აფინანსებენ" - "გაზპრომთან" მოლაპარაკებას კონცერტით გააპროტესტებენ
"ზოგი  სწორად ინფორმირებული არ არის, სხვა კი ნაწყენია ძველებურად რომ აღარ აფინანსებენ" - "გაზპრომთან"  მოლაპარაკებას კონცერტით გააპროტესტებენ
15-01-2016
"ეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგორებული კონცერტია"

"არა გაზპრომს!!! თუ რატომ არა, ჩემი აზრით, ამას ბევრი ფიქრი და ახსნა არ სჭირდება."


16 იანვარს, მთავრობის კანცელარიასთან გაზპრომთან მოლაპარაკებებისა და რუსული გაზის საქართველოში შესაძლო იმპორტის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორები არიან ორგანიზაციები: Defend Liberty, "ჩვენი თავისუფლება", "საზოგადოებრივი ინიციატივა", "ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი", უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტი", "სამოქალაქო ალტერნატივა" და "ევროპული კვლევების ინსტიტუტი". კონცერტში მონაწილეობას იღებენ ნიაზ დიასამიძე, ქეთათო, ერეკლე დეისაძე და სხვ. ამ კონცერტთან დაკავშირებით გვესაუბრებიან "33ა" -სა და "ვაკის პარკის" სოლისტები ნიაზ დიასამიძე და ზაზა ხუციშვილი:

ნიაზ დიასამიძე:
- კონცერტის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, რაც შეეხება თემას თუ რატომ ვმონაწილეობ პასუხი მარტივია - არა გაზპრომს!!! თუ რატომ არა, ჩემი აზრით, ამას ბევრი ფიქრი და ახსნა არ სჭირდება. ვგონებ, რომ ყველაფერი ნათელი და ცხადზე ცხადია.

ზაზა ხუციშვილი:
- ჩემი აზრით, ეს მუსიკოსები ასოცირებული არიან გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან. შეიძლება ვინმე გულწრფელიცაა, შესაბამისად, გულწრფელ ადამიანებს ყოველთვის აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. რასაც ვუყურებ, გაზის თემაზე ყველაზე უფრო მეტს "ნაციონალურ მოძრაობა" ხმაურობს, მათი ყველაზე ჭკვიანი წარმომადგენელი იყო კახა ბენდუქიძე, მასზე უფრო მოაზროვნე ადამიანი "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყოლია, ჰოდა, ეს კაცი ამბობდა, რომ არამცთუ გაზის შემოტანა, არამედ მთლიანი მაგისტრალის გაყიდვაც არაა პრობლემა, როდესაც საქმე ბიზნეს ეხებაო. ახლა კი ლაპარაკი მხოლოდ ზამთრობით არსებული დეფიციტის შევსებაზეა და რუსული გაზი ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი ალტერნატივა. ბიზნესის ანაბანაა, რომ როცა ერთ მომწოდებელთან გაქვს საქმე ის ყოველთვის მისთვის სასურველ ფასს შემოგთავაზებს და იძულებული ხარ დაეთანხმო, მაგრამ როგორც კი ალტერნატივა გამოჩნდება, უკვე თავისუფლად შეიძლება ფასზე ვაჭრობაც. მეტიც, შეიძლება ბლეფის დონეზე გააჟერო კიდეც, რომ სხვისგანაც ყიდულობ, რათა იმ ერთ მომწოდებელთან ფასზე გქონდეს მოლაპარაკების საშუალება.
You must have Flash Player installed in order to see this player.
პირადად მე სწორად მიმაჩნია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკა.

- ანუ ეს კონცერტი ერთგვარად პოლიტიკურად ანგაჟირებულია?
- იმ რაოდენობის გაზის გამო, რის ყიდვასაც ჩვენ ვაპირებთ, ამხელა ხმაურის ატეხვა პოლიტიკური ქულების ჩაწერა უფრო მგონია. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგორებული კონცერტი. შესაძლოა მუსიკოსთა ნაწილი გულწრფელად ფიქრობდეს, რომ მართლაც რაღაც საშიშროება გვემუქრება, ზოგი კი საერთოდ ვერ ერკვევა პოლიტიკაში და ვიღაცის ხათრით გამოდის კონცერტზე, ზოგი საკმარისად არაა ინფორმირებული, სხვა კი ნაწყენია ბიუჯეტიდან ძველებურად რომ აღარ აფინანსებენ და ა.შ.

- თქვენ თუ შემოგთავაზეს მონაწილეობა?

- ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ და რომც ეთქვათ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებდი მონაწილეობას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
ლევანი
18 იანვარი 2016 21:57
რაც უფრო მეტი ალტერნატივა უკეთესი. ეს ანი-ბანია და ვითომ არ ესმით. კონცერტი ალბათ ფინანსდებოდა იქიდან... გაზპრომიდან 10-12% ნუ გვაშინებს, პირიქით... ირანიდანაც რომ გვქონდეს 20-25%, აზერბაიჯანი თამასას კიდე დაუწევდა. ამისთვის შეხვედრები და საუბრები აუცილებელია. ჩვენ რომ ამ ეტაპზე მინიმუმ სამი მომწოდებელი გვყავდეს, ჩვენი ვაჭრობა თითოეულთან თამამი და ხავერდოვანი იქნებოდა! ზაზა ხუციშვილს როგორც მუსიკოსს, მონადირეს, სამართლიანს და სწორად მოაზროვნეს დიდ პატივს ვცემ. ნიაზ დიასამიძეს რაც შეეხება, გაზპრომის წინააღმდეგი იქნება თუ არა, უდიდეს პატივს ვცემ, სამართლიანი ქართველი კაცია და დიდ საქმეს აკეთებს.
მზია
16 იანვარი 2016 23:49
ჰოდა, ვინმემ გასაგებად თქვას, რას აკეთებს და რატომ, ვარაუდები და ბოდიალი რომ არ იყოს! მერე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასაც მოგვთხოვენ, აქაოდა, რუსეთი გაზს ამის გარეშე არ გვაძლევსო, აზერბაიჯანს დავუჭიროთ მხარი, ის არ სჯობია,და რუსებს თავი ხახაში არ ჩავუდოთ, ისედაც შეგვჭამეს!
სხვა სიახლეები
"გამოჩნდებოდა ეკრანზე მშვიდი, ლამაზი, მუდამ გემოვნებით ჩაცმული მომღიმარი ხათუნა დონდუა და ერთგვარი შვება მოჰქონდა საზოგადოებისთვის"
დაწვრილებით...
ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია, ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად!
დაწვრილებით...
უწმინდესს რომ გამართული დაცვის სამსახური სჭირდებოდა, კარგად ხედავდა მამა ნიკოლოზ მინდიაშვილიც (ჩვენი მოძღვარი იყო). როგორც მოგვიანებით გავიგე, სწორედ მან ჩამოუგდო ამ თემაზე პატრიარქს სიტყვა - კარგი ბიჭები მყავს, სამსახურს კარგად ააწყობენ და იქნებ თქვენთან წაიყვანოთო.
დაწვრილებით...
დღევანდელ წერილში რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის თავს გადახდენილ მხიარულ ისტორიებს მოგიყვებით.
დაწვრილებით...
"სულ ნოსტალგია მაქვს, როცა "ფეისბუკში" ჩემი მშობლიური და საყვარელი დაბა ცემის ფოტოებს ვუყურებ - წელს მაინც რამხელა თოვლი მოსულა"!
დაწვრილებით...

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს.
დაწვრილებით...
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
იყიდება ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
იყიდება კერძო სახლი ბაგების ბოლოს,
იყიდება სასწრაფოდ და იაფად! საწყობი მდებარეობს
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები