ერთი ტყვია, ერთი გასროლა, ერთი მოკლული - რას ჰყვება სნაიპერი ქალი
ერთი ტყვია, ერთი გასროლა, ერთი მოკლული - რას ჰყვება სნაიპერი ქალი
18-01-2016
"რუსეთი დიდხანს და საფუძვლიანად მეძებდა, მაგრამ მოვახერხე და გავქართველდი"

"საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. ჩემმა ახალგაზრდობამ აქ გაიარა და, იმედი მაქვს, სიბერესაც აქ გავატარებ. ვამაყობ, რომ ქართველი ლიტველი ვარ და აქედან წასვლას არ ვაპირებ. ეს არის ჩემი სამშობლო, აქ დაიბადნენ ჩემი შვილები", - ამბობს ეროვნებით ლიტველი, ვიცე-პოლკოვნიკი ლაიმა ლაბანაუსკაიტე, რომელსაც სნაიპერის 25-წლიანი სტაჟი აქვს და წლების განმავლობაში მუდმივად ცხელ წერტილებში უწევდა პროფესიული მოვალეობის შესრულება.

- ლიტვაში, ქალაქ კაუნასში დავიბადე.­ მშობლები სამხედრო პირები იყვნენ და ქვეყნიდან ქვეყანაში გვიწევდა გადასვლა. ახალ სამხედრო გარნიზონებში­ გადავდიოდით და სულ სამხედროებთან მქონდა ურთიერთობა, რაც ძალიან მომწონდა. რომ წამოვიზარდე, მოსკოვში გადავედი საცხოვ­რებლად. მამა სამხედრო გენშტაბის აკადემიაში ასწავლიდა, დედა კი ჩერნობილის ლიკვიდატორი იყო. მოსკოვის სპორტსკოლაში ვსწავლობდი, ვიყავი პარაშუტისტი, ვვარჯიშობდი საბჭოთა არმიის ნაკრებში. 18 წლისა უგამოცდოდ ჩავირიცხე ლენინგრადის ფიზკულტურის ინსტიტუტში. დედას უხაროდა, ერთი ნორმალური ადამიანი­ ძლივს გამოგვერია ოჯახშიო და ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ სა­მხედროთა­ მოსამზადებელ სპეცკურსს გავდიოდი. შემდეგ დაუსწრებელ­ზე გადავედი, რადგან ავ­ღანეთში გამგზავნეს, იქ 4 წელი ვიმუშავე­ სნაიპერად.

- რატომ აირჩიეთ ქალისთვის, ცოტა არ იყოს, უცნაური და რთული პროფესია?
- დედა სამამულო ომის დროს სადესანტო შენაერთში მსახურობდა. უახლოესი მეგობარი ჰყავდა სნაიპერი, სწორედ მან გამი­ჩინა სროლის ინტერესი. ავღანეთის შემდეგ­ ლენინგრადის პოლიციის აკადემიაში კურსანტებს ვამზადებდი. 1989 წლიდან მუდმივად მიწევდა ცხელ წერტილებში ყოფნა. ვიყავი ფერღანაში, თურქი მესხები რომ დაარბიეს. ცხოვრებაში ყველაფერი მინახ­ავს, მაგრამ რაც იქ ვნახე, ისეთი არსად.­.. მერე მოსკოვში დავბრუნდი და მოვხვდი ოპერატიულ დივიზიაში. ამ დროს ჩემი მშობლები სოხუმში ცხოვრობდნენ - ჩერნობილში მსახურობისას დედა დაავადდა და ექიმებმა კლიმატის გამოცვლა ურჩიეს,­ მშობლებიც აფხაზეთის სოფელ აგუძერაში­ დასახლდნენ. აფხაზეთში ომი რომ დაიწყო,­ მოსკოვში შევიტყვე. პანიკაში ჩავვარდი.
მოსკოვში რუსები მინერგავ­დნენ აზრს, რომ ქართველი ბოევიკები ძარცვავდნენ და ხოცავდნენ აფხაზებს. სასწრაფოდ ჩავფრინდი სოხუმში. საბედნიეროდ, მშობლები ცოცხლები დამხვდნენ. მათი მოსკოვში წაყვანა მოვინდომე, მაგრამ უარი მივიღე და მეც აფხაზეთში დავრჩი.
1992 წლის 16 აგვისტოდან საქართველოს არმიაში, კონკრეტულად კი ეროვნულ გვარდიაში შევედი, სხვათა შორის, რუსეთი დიდხანს და საფუძვლიანად მეძებდა, მაგრამ მოვახერხე და გავქართველდი. არც ვნანობ.

- ლიტვაში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
- მეგობრები ხშირად მეუბნებიან, აქ რას აკეთებ, სახლი იქ გაქვს, ნათესაობა, ძმა ბალტიისპირეთში გყავს, წადიო. კი,
მაქვს ბებიის ნაჩუქარი სახლი კაუნასში, მაგრამ წასვლა არც მიფიქრია. ალბათ, ომმა განაპირობა ეს ყველაფერი, ამ ქვეყანაში საუკეთ­ესო მეგობრები დავკარგე. მეც ტამიშთან მძიმედ დავიჭერი. როცა სოხუმიდან მოვდიოდით, ჩემი მშობლები კაზაკებმა ჩაცხრილეს. ეს ამბავი სვანეთში, უღელტეხილზე გამაგებინეს. შურისძიების სურვილი მკლავს, ვიცი მკვლელების­ ვინაობა და როცა იქნება, მჯერა, შევხვდები.

ეს ჩემი საქართველოა, აქ არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც ჭირშიც და ლხინშიც არ მტოვებენ. მინდა მადლობა გადავუხადო ვეტერანთა კომიტეტს.
ბევრი სიკეთე მახსოვს დოდო გუგეშაშვილისგან, რომელიც ომის დროს გავიცანი აფხაზეთში. 1992-დან 2005 წლამდე ვმსახურობდი ეროვნულ გვარდიაში, "თეთრ არწივში", გია ყარყარაშვილთან. სნაიპერის
25-წლიანი სტაჟი მაქვს (ახლახან აღვნიშნეთ გვარდიის 25-ე წლისთავი).

- მიზანში ყოველთვის ახვედრებდით, თუ წარუმატებლობაც გქონიათ?
- თავს არ ვიქებ, მაგრამ წარუმატებელი მცდელობა არასდროს მქონია. ამ პროფესიისთვის ხომ ინსტიტუტში მამზადებდნენ. თანაც,
სნაიპერისთვის ერთი ტყვია, ერთი გასროლა და ერთი მოკლული არსებობს. ოღონდ მკვლელი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის ჩემი სამუშაოს სპეციფიკით ვმუშაობდი. კრიმინალებს არასდროს შევკვრივარ, თუმცა თანხის სანაცვლოდ შემოთავაზება არაერთხელ ყოფილა. ვარ სამხედრო, მსროლელი და უნდა ვიმუშაო მხოლოდ ომის დროს. ყოველთვის ვცდილობდი, სამოქალაქო პირები არ დამეზარალებინა.

- საომარი ცხოვრებიდან გაიხსენეთ რამე...

- ერთ კურიოზულ ამბავს გავიხსენებ: კინდღაში ერთი კვადრატის დასამუშავებლად გაგზავნეს ჩვენი ყუმბარმსროლელების ჯგუფი და მათ გადასაფარად გაგვიშვეს. ჩავჯექი ბუჩქებში, კარგად მოვეწყვე და მაყვალს შევექცევი. უცებ მესმის რუსული საუბარი. ვხედავ, მეორე მხრიდან მოდის 6 ავტომატიანი კაცი. მაშინ სამხედრო ფორმა ყველას ერთნაირი გვეცვა და მოწინააღმდეგის გარჩევა ჭირდა. ერთ-ერთი აღმართზე წაიქცა. გავიფიქრე, თქვენ გიჩვენებთ სეირს-მეთქი. ბუჩქებიდან გამოვვარდი, შევუძახე, თუ გაინძრევით, დაგხოცავთ-მეთქი. ექვსივე შევიპყარი, განვაიარაღე და გავკოჭე. ვხედავ, ჩვენები ბრუნდებიან. მათაც გაიხარეს. ექვსივე შტაბში მივიყვანეთ.

25 წლის გოგო ვარ, ვამაყობ, რომ მოწინააღმდეგე ასეთ დღეში ჩავაგდე და რუსები დავატყვევე. ცოტა ხნის შემდეგ კი შტაბის უფროსი მათ ქართულად ეუბნება - აბა, ბიჭებო, კარგად იყავითო. დავიბენი. უფროსი მეუბნება, ეს მეგრელი ბიჭები მეზობელი სოფლიდან არიანო. ჩვენ, ორივე მხარე, ხომ რუსულად ვლაპარაკობდით და მე ისინი აფხაზები მეგონა, მათ კი ჩვენ ვეგონეთ აფხაზები.

ომის დროს ბევრი კურიოზიც იყო და მძიმე­ მომენტიც. მართალია, აფხაზეთსა და ცხინვალში საშინელი პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ მაშინ ყველაზე მეტად ფასობდა მეგობრობა და ადამიანობა. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, ქართველი არ ხარ და საბრძოლველად რას მიდიოდიო. ჯერ ერთი, ქმარი მყავდა აქაური, თანაც, ქართველებს თავისიანებისგან არასდროს გავურჩევივარ. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, სადაც ჩემმა ახალგაზრდობამ გაიარა და იმედი მაქვს, სიბერესაც აქ გავატარებ.

- აგვისტოს ომშიც იბრძოდით?
- როგორც კი ომის დაწყების შესახებ ხმა გავარდა, ვეტერანები მაშინვე რუსთავის მერიასთან შევიკრიბეთ. მაშინ მცირეწლოვანი ვაჟი მყავდა და ყველამ მითხრა, ლაიმა, დაბრუნდი, შენს შვილთან დარჩიო, მაგრამ არ დავიშალე, თუმცა, ორი დღის შემდეგ მაიძულეს და შინ დავბრუნდი. ჩემი უფროსი ვაჟი სკოლის მოსწავლეა და კადეტთა კორპუსისთვის ემზადება. უმცროსი ვაჟის მისწრაფება ჯერ არ ვიცი.

- ქმარს არ ეშინია სნაიპერი­ ცოლის?

- რომ ეშინია, ამიტომაც გაიქცა რუსეთში (იცინის). სამუშაოდ წავიდა. ჩემი მეორე მეუღლე ეროვნებით სომეხია, ისიც სამხედრო პირია. პირველი, ქართველი ქმარი აფხაზ­ეთის ომში დამეღუპა. მეორე ქმარიც აფხაზეთის ომში გავიცანი - სიკვდილს გადამარჩინა. ორხევის ბატალიონში ვიყავით და ალყაში მოვხვდით. მან გამომიყვანა იქიდან. ომში კონტუზია მივიღე, 27 სექტემბერს ტამიშთან დაჭრილი გამოგვყავდა და ჩვენს ახლოს ჭურვი აფეთქდა. ექვსიდან ოთხნი გადავრჩით, თუმცა, დროებით სმენა დავკარგე. გამოხდა ხანი და რუსთავში შევხვდით ერთმანეთს.

- ომის შემდგომი ცხოვრებაც ისეთივე საინტერესოა თქვენთვის?
- ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა. არ მაქვს არანაირი ჯილდო, მაქვს მხოლოდ სამადლობელი წერილები, სიგელები. არ მაქვს სამსახური. კომუნალურ გადასახადებს ვეტერანთა კომიტეტი მიხდის. არც პენსია მაქვს. მაქვს ვეტერანის მოწმობა, თუმცა­ 22-ლარიან დახმარებას არ ვიღებ. ხანდახან თუ გამომიჩნდება სამუშაო მონადირეების წყალობით, მივყვები და ნადირობაში ვეხმარები.

იმედი მაქვს, ერთ დღესაც ფეხზე დავდგები. მეგობრები არ მტოვებენ, ყურადღებას მაქცევენ, ყველა დღესასწაულს მილოცავენ. ხშირად ბავშვებისთვის საჭმელი არ მქონია და მეგობრები, ვეტერანები დამხმარებიან. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ალბათ, სამსახურსაც ვიშოვი და პენსიის პრობლემასაც მოვაგვარებ. ვამაყობ, რომ ქართველი ლიტველი ვარ. აქედან არსად წავალ. აქ არის ჩემი სამშობლო, აქ არიან ჩემი შვილები. ბოლოს და ბოლოს, აქ დავღვარე სისხლი. იმედი მაქვს, ქართველები ერთ"ლიტველ "ოკუპანტს" მათ ტერიტორიაზე შემოჭრას არ მიწყენენ.

ნანა ფიცხელაური
guro
26 იანვარი 2016 10:01
ზღაპარი და გამოგონილი ამბავია ეს წმინდა წყლის ...რეიტინგის კლების ბრალია თუ...? :)
ჯიმი ლევი
23 იანვარი 2016 18:36
ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს. ესეთი სისულელის წერას რა აიძულებს ამ ხალხს?

ქალბატონ ლაიმას კი დიდი მადლობა მისი ღვაწლისთვის სამშობლოს წინაშე.
სხვა სიახლეები
1744 წელს ირანის 139-წლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II (1744-1762),
დაწვრილებით...
ბათუმმა რიგით მეთერთმეტე მასშტაბურ ავტორბოლას ,,Bridgestone Black Sea Cup-2016” უმასპინძლა
დაწვრილებით...
გიორგი II (1565-1585) იმერეთის მეფემ ხანგრძლივად იმეფა.
დაწვრილებით...
"გზა მქონდა გადაკეტილი და როდესაც საზღვრები გაიხსნა, უკვე სიბერემ მომისწრო... უკვე 72 წლის ვარ. ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ასაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვცურავ. ყოველდღე დავდივარ აუზზე. ზოგჯერ გამისწრებენ ახალგაზრდები, მაგრამ მერე ვცდილობ, არ მაჯობონ!..."
დაწვრილებით...
PRIME
ლეილა აბაშიძე: "როდესაც გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, ამერიკული კინოს გმირს ჰგავდა. თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, საოცრად მგრძნობიარე, ტაქტიანი და ჭკვიანი. მან შექმნა ქართულ კინოში მამაკაცის ახალი, ინტელექტუალური გმირის სახე"
დაწვრილებით...
PRIME
ჟურნალისტი, "პროფესიით" - ტურისტი, ზღვასა და მთას ვეწვიე. ყველაფერს უცხო თვალით შევხედე, რომ სამშობლოს სიყვარულს არ გადაეძალა და ხარვეზებზე თვალი არ დამეხუჭა

"სანაპიროს ალაგებენ, მაგრამ დამსვენებლები ზღვაში ყრიან ნაგავს, პირდაპირ პლაჟზე ყრიან საზამთროს ქერქებსა და სიმინდის ნარჩენებს, სიგარეტის კოლოფებსა და ნაყინის ქაღალდებს..."
დაწვრილებით...
PRIME
"არ დავასახელებ იმ ადამიანებს, რომელთა სცენაზე დანახვა უფრო გამიხარდებოდა, ვიდრე პარლამენტში"
დაწვრილებით...
PRIME
აქ ადამიანები არსებო­ბისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, მყიდველი­ ცდილობს, იაფად შეიძინოს პროდუქტი, ისიც ხომ სიდუხჭირეს ებრძვის. როლებია სხვადასხვა, ამ ორომტრიალში კი გამარჯვებული მხოლოდ რეალობაა - ერთ წრეზე სიარულის რეალობა: ყიდიან და ყიდულობენ,
ამ მოჯადოებულ წრეზე კი გაჭირვებაა გამეფებული...

დღის ბოლოს ნავაჭრმა 24 ლარი და 50 თეთრი შეადგინა... ასე გაილია მძიმე და მომქანცველი დღე. გაყიდული პროდუქციიდან, როგორც დახლის მეპატრონემ დაიანგარიშა, მხოლოდ 2,50 ლარი დარჩა მოგება
დაწვრილებით...
PRIME
მე უკვე ვიყავი ბათუმის "ბიბლუსში", ახლა შენი ჯერია! დასვენებასთან ერთად ასეთ მშვიდ, საინტერესო და გემრიელ ადგილს ვერსად ნახავთ. იქ ყველა სტუმარს სიხარულით ხვდებიან...

სტუმრებს შორის ბევრი დამსვენებელი და ადგილობრივია. სივრცის კონცეფცია იგივე: ჯანსაღი, სიგარეტის გამონაბოლქვისგან თავისუფალი გარემო. მყუდრო ინტერიერი, ლიტერატურის მრავალფეროვანი არჩევანი და კიდევ ერთი სიახლე - იტალიური კაფე "ჩი გუსტა!"
დაწვრილებით...
"ლევანი ომართან რომ რეკავდა, მეკითხებოდა: ხარება შინ არისო? თითქოს, ვერ გამოვიდნენ ფილმიდან"

"გიორგი შენგელაია გადამეკიდა, ფილმ "ხარება და გოგიას" გადაღებას ვიწყებთ და ხარება ჯიბუტის ძმის, სიმონას როლი უნდა ითამაშოო"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ იყიდება! ბინა ჩარგლის
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
იყიდება ბინა, დიდი დიღომი, 3მ/რ
პირველი სართული კომერციული ფარტი 120
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები