"სასაცილოა იმის თქმა, რომ ეს სიმღერა სომხურია" - ვინ მიითვისა "ყვავილების ქვეყანა?"
"სასაცილოა იმის თქმა, რომ ეს სიმღერა სომხურია" - ვინ მიითვისა "ყვავილების ქვეყანა?"
20-01-2016
ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა სომხურმა ვიდეორგოლმა ქართველ საზოგადოებაში უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. კლიპში, სადაც სომხურ ენაზე სიმღერას სერობ არჯემიანი ასრულებს, გამოყენებულია ქართული მუსიკალური კულტურის ნიმუშის, სიმღერის  "ყვავილების ქვეყანა" მელოდია. თან მინიშნებულია, რომ ტექსტის ავტორი თავად მომღერალია, ხოლო მუსიკა თურმე მანუკ ხაჩატრიანს ეკუთვნის. სიმღერისთვის სახელად "ჰაიასტანი" დაურქმევიათ, რაც სომხეთს ნიშნავს.

მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში ამ სიმღერას დიდი ჯანო ბაგრატიონი, ხოლო მაესტროს გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი ასევე ჯანო ბაგრატიონი ასრულებდა. "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ბატონ ჯანოს:

-  მოგიყვებით ამ სიმღერის ისტორიას. ერთხელ როცა მამის დიდი ჯანოს მეგობარი გოგი ვასაძე ქუთაისში წვეულებაზე იმყოფებოდა, იქ უცნობმა ქალბატონმა მოითხოვა გიტარა, მას რა თქმა უნდა, მიართვეს ბაფთიანი გიტარა, ქალბატონმა კი, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, უცნობია, გიტარაზე გრიშაშვილის ლექსი "ყვავილების ქვეყანა" შეასრულა.

ეს სიმღერა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გოგიმ მამას მოასმენინა, რომელსაც ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა ემღერა, თუმცა სიმღერას დამუშავება, არანჟირება სჭირდებოდა და მან მიმართა მიხეილ ჩირინაშვილს, ჩირინაშვილის რჩევით კი მათ გადაწყვიტეს ტექსტი უფრო "შეელამაზებინათ" და მიმართეს მამის მეგობარს ბიძინა ფერაძეს. ბიძინას ტექსტი კი, რომელიც შემდეგ მამამ შეასრულა, იწყებოდა ასე: "ყვავილების მეუფევ, თვალი დამიზიანე..."  1946 წლის 6 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული ჯაზ-ორჯესტრის ოფიციალური კონცერტი, რომელზეც მამაჩემმა ეს სიმღერა პირველად შეასრულა.

მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ქართული კულტურის მემკვიდრეობა და თუ საჭირო შეიქმნა მისი დაცვა, მე შენახული მაქვს მამის ნამღერი აუდიოვერსია, ჩემი ნამღერი კი ალბათ მოსმენილი გექნებათ... თუმცა მამის სიცოცხლეში ეს სიმღერა არ შემისრულებია, მისი მერიდებოდა და ვერ ვბედავდი, დიდ ჯანოს ჰქონდა შესანიშნავი ლირიული ტენორი. ადრე ვმღეროდი ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში და ერთხელაც გვთხოვეს, რომ საიუბილეო კონცერტზე სიმღერები შეგვესრულებინა, ორკესტრის ხელმძღვანელს სოსო ტუღუშს, რომელიც ძალიან კარგი
მუსიკალური ხელმძღვანელი იყო ვთხოვე ჩემს ტონალობაში გაეკეთებინა არანჟირება და მართლაც 50 წლის იუბილეზე ვიმღერე გრიშაშვილის ტექსტზე "ყვავილების ქვეყანა" და ასე მივაგე პატივი მამაჩემის ხსოვნას.

სასაცილოა იმის თქმა, რომ ეს სიმღერა სომხურია. ეს არის მიხეილ ჩირინაშვილის დამუშავებული სიმღერა, მან მამის თხოვნით გაუკეთა არანჟირება, გიორგი ვასაძე კი მამას მეგობარი იყო, რომელმაც პირველად მოისმინა ეს სიმღერა უცნობი ქალბატონისგან. ნებისმიერ სასამართლოში შევძლებთ ამის დამტკიცებას...

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ვიდეო
luxo
23 იანვარი 2016 11:54
გივიკო, შენ კი მართალი არა ხარ! ბუბა თავის გადაცდომებიანათ, მაინც სულით ქართველია, უბრალოდ მედროვე ქართველი, როგორც ქართველთა ორმოცადაერთი პრპცენტი.
beriberi
23 იანვარი 2016 11:43
სიცილით,(ანუ სიცუღლუტით) იწყება ყველა სიბინძურე, გაიხსენეთ" ჯაყოს ხიზნები", დღეს იმის დამტკიცების უფლებასაც არ გვაძლევენ რომ "ცხინვალი" ქართული სიტყვაა და რომ გვირაბის გაჭრა რუსეთისაკენ, მოსკოვის სურვილი და შევარდნაძის ახირება იყო.
სხვა სიახლეები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აგრძელებს პიარკამპანიის წარმოებას სამიზნე ქვეყნებში.
დაწვრილებით...
“ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია “Stadler Bussnang AG” ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.
დაწვრილებით...
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მიზნები და გამოწვევები გააცნო.
დაწვრილებით...
"სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა!" - ამბობს მსახიობი გია როინიშვილი, რომელმაც თავის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე ჟურნალ "გზასთან" გულახდილად ისაუბრა
დაწვრილებით...

ქსენია (ვერა) თოდუა ის ქალბატონია, რომელმაც ოჯახის წევრებთან ერთად, სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა. მათ დაცვას გარკვეული დროის განმავლობაში ნაცნობი აფხაზები ცდილობდნენ.

დაწვრილებით...
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გაუჩინარებული ორი მოზარდი გოგონა ქობულეთში იპოვეს.
დაწვრილებით...
"ჩემი ნამუშევრები ტრანსცენდენტალურ ჟანრს მიაკუთვნეს, სადაური სიტყვაა ისიც არ ვიცი"
დაწვრილებით...
„სილქნეტი“ სატელევიზიო კონტენტის ხელმისაწვდომობასა და მრავალფეროვნებაზე მუშაობას აგრძელებს, - ამის შესახებ „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დაწვრილებით...
ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge დღეს განთავსდა.
დაწვრილებით...
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, 2017 წელს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება.
დაწვრილებით...
ნუცუბიძის ქუჩასთან ახლოს შავგულიძეზე, 17
იყიდება ვარკეთილის 3, მე-3ა მ/რ-ში
იყიდება სასწრაფოდ და
იყიდება 3-ოთახიანი ბინა ელიაზე სამებიდან
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები