"მდიდარ საქმროს არ ვეძებ" - ჯანეტ ქერდიყოშვილის სათქმელი ფილტრის გარეშე
"მდიდარ საქმროს არ ვეძებ" - ჯანეტ ქერდიყოშვილის სათქმელი ფილტრის გარეშე
20-01-2016
ჟურნალი "გზა" 21 იანვრიდან შემოგთავაზებთ ქართველი ლამაზმანის ჯანეტ ქერდიყოშვილის ასტროპორტრეტს, რომელიც თხის წელში დაბადებულ მშვილდოსანი ყოფილა.

ჯანეტ ქერდიყოშვილი:

- რომანტიკოსი ვარ, მაგრამ ეს თემა იმდენად "ჩაკეტილი" მაქვს, ადამიანებს ჰგონიათ, ვერასდროს ვერავის შევიყვარებ, რომ გულგრილი ვარ. სინამდვილეში ასე არ არის.

- ასეთი იმიჯი რატომ შეგექმნა?
- ალბათ იმიტომ, რომ საქმეებს, ურთიერთობებს ძალიან სერიოზულად ვუდგები. როდესაც რომელიმე ბიჭი ჩემთან ურთიერთობის დაწყებას ცდილობს და ზუსტად ვიცი, ამ ურთიერთობას მომავალი არ ექნება, ამას ეგრევე ვაგრძნობინებ. ფლირტი, კეკლუცობა, თაყვანისმცემლების დანომრვა ჩემი სტილი არ არის. სწორედ ამიტომაა, რომ ზოგიერთს ქედმაღალი ვგონივარ და იმაშიც დარწმუნებული არიან, რომ პრინცს ველოდები.

- როგორი ბიჭი შეგიყვარდება?

- შემიყვარდება ის, ვინც ჩემნაირი იქნება. პირველ რიგში, უნდა იყოს ენერგიული, შრომისმოყვარე, სიცოცხლით სავსე. არ უნდა იყოს "ხელით სატარებელი". მე მისი იმედი უნდა მქონდეს ნებისმიერ სიტუაციაში, ჩემთვის მყარი საყრდენი უნდა იყოს. სიყვარული არ არის გრძნობა, რომელიც "თავს დაგეცემა" და მერე სულ შენთან იქნება. მას გაფრთხილება სჭირდება.

- როგორ ფიქრობ, სიყვარული გონებიდან მოდის თუ გულიდან?
- რაც გავიზარდე, მივხვდი,
რომ გონებიდან მოდის. ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. ქმრისგან რაღაც უნდა ვისწავლო. ოჯახში როგორ კომფორტსაც მამა და ძმა მიქმნიან, მათნაირი მეორე ნახევარი მჭირდება. მე არ უნდა ვინერვიულო იმაზე, ხვალ სად ვიმუშაო, რომ შვილებს საკვები არ მოაკლდეთ. შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, - ბიჭი ფულიანი თუ არ იქნა, არ გაჰყვებაო, მაგრამ დასაწყისში ყურადღება შრომისმოყვარეობაზე, ენერგიულობაზე სწორედ იმიტომ გავამახვილე, რომ მდიდარ საქმროს არ ვეძებ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჯანეტ ქერდიყოშვილის ასტროპორტრეტს ვრცლად გაეცანით ჟურნალ "გზის" 21 იანვრის ნომერში

maria
21 იანვარი 2016 15:30
სრულიად სიმარტლეა,ბრავოოო
kato
21 იანვარი 2016 10:59
ულამაზესი ჯანეტი
სხვა სიახლეები
გურამ დოჩანაშვილის რომანი „სამოსელი პირველი“ ზაზა მარჯანიშვილმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამად აქცია.
დაწვრილებით...
”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და შვეიცარული კომპანია StadlerBssnang AG-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა პიტერ შპულერმა ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
დაწვრილებით...
28 მაისს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბულვარში ზაფხულის ტურისტულ სეზონს სპეციალური ღონისძიებით გახსნის.
დაწვრილებით...
ყოფილმა პარლამენტარმა, მსახიობმა გია როინიშვილმა "ფეისბუკში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ რესტორანში მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა რეჟისორს სანდრო ელოშვილს სცემეს.
დაწვრილებით...
"ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია"
დაწვრილებით...
ატენის ხეობის სოფელ ბობნევში უკვე მეხუთე დღეა 4 წლის რამაზს ეძებენ. ბებიასთან დატოვებული ბავშვი შუადღისას სახლიდან ეზოში ყველას შეუმჩნევლად გამოვიდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ბავშვი მოხუცმა ბებიამ მოიკითხა, მაგრამ ვერსად იპოვა.
დაწვრილებით...
მოდელობა ყველა გოგოსთვის საოცნებო პროფესიაა. ბოლო წლებში სამოდელო ბიზნესი აღმასვლას განიცდის.
დაწვრილებით...
PRIME
საბურთალოზე, საუკეთესო ადგილას, 65-240 კვ.მ.მშნებლობა
ქირავდება ახალი გარემონტებული კორპუსის ბინა,
საუკეთესოდ გარემონტებული მზიანი
იყიდება ახალშენებულ კორპუსში ( მე-3
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები